 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია 2 ნოემბერი, 2021 |
"ძლიერი ხარო-მეუბნებიან და ბრძოლაში მარტო მიშვებენ. საგზლად სიძლიერის იარლიყს მატანენ, რომელიც უვარგისი მწარმოებლის უნიჭო დაპირებას, ცრუდ შექმნილ მოლოდინებს ჰგავს. მე კი უსასრულოდ დამარცხებული საკუთარ ტკივილებთან, სიძლიერის იარლიყ ამოჩრილი, შევყურებ ძვლებიდან ამოჩაჩულ ტკივილებს და არ ვიცი რომელ შარვალში ჩავიტნიო, რომ ესთეტი და სათუთი არსებები არ მოვთელო. ან როგორ შეიძლება საკმარისად ძლიერი იყოს ადამიანი იმისათვის რომ საკუთარი სხეული ზიდოს. მხოლოდ ზღაპრებში იყო, გემზე მჯდომი გმირი რომ შეჰბერავდა იალქნებს და ტალღებს აპობინებდა. ეს კი ნეტა ზღაპარი იყოს. ეს იმდენად გათხაპნილი რეალობაა, რომ უფრო ხშირად, ვიდრე ზოგჯერ ან ხანდახან, უკან, დედის საშვილოსნოში მინდა შეძრომა და არ დაბადება. ძლიერი ხარო-მეუბნებიან და სიტყვას ალესილი ხმალივით ჰგონიათ რომ მატანენ. მე კი, რომ მჯეროდეს ამის, ალბათ პირველივე შერკინებაში დავეცემოდი განგმირული, რადგან ხმალი კი არა, სათამაშო ჯოხია, კეთილი, მაგრამ უნიჭო პაპის მიერ გამოჩორკნილი. ძლიერი ხარო-მეუბმებიან და თითქოს მიშორებენ, როგორც ხორბლის მაგნატს, რომელსაც იქნება და სწორედ სხვის მიერ მოწოდებული პური უფრო ეგემრიელება, მაგრამ ვინაა ამაზე დამფიქრებელი?! მე, საკუთარ ტკივილებთან დამარცხებული, მე, რომელიც ვეღარასდროს ვაპატიებ თავს, ვერცერთ გაცინებას, ვერც ერთ უტკივილო წუთს, ვერც ერთ კუბურ სანტიმეტრ სუფთა ჰაერს,... ისევ ღიმილის ნიღაბს ვირგებ და ბრძოლას ვაგრძელებ.ბრძოლას, წესების გარეშე. ადრე ვამტკიცებდი, ღიმილი საუკეთესო ნიღაბია და მჯეროდა , ყველგან წამადგებოდა. ახლა გაიცრიცა ეს ნიღაბიც , გახუნდა, გაიქუცა და მის მიღმა სინამდვილის დასაფარად სამედიცინო ნიღაბი მომევლინა-ჩემი მშველელი. ხო, ძლიერი ვარ და ნუ იდარდებთ-1-ით მეტი, ერთით ნაკლები... ძლიერი ვარ და საკუთარ თავს თავადვე ვზიდავ. ძლიერი ვარ, რადგან არ მეყო ყველაფერი და მეყო-არაფერი. ხო, ძლიერი ვარ რადგან ვსუნთქავ!"
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ფლორენცია ჩემო ძლიერო,ადამიანო, შენ არამარტო შენი ტკივილების , არამედ სხვისი ტკივილების გამზიარებელი ხარ, შენ ტკივივილიანი, დარდიანი გული უამრავი ადამიანის სიყვარულს იტევს, ცხოვრება მოძრაობას მოითხოვს წერე და წერე, რაც შეიძლება მეტი და მეტი. ფლორენცია ჩემო ძლიერო,ადამიანო, შენ არამარტო შენი ტკივილების , არამედ სხვისი ტკივილების გამზიარებელი ხარ, შენ ტკივივილიანი, დარდიანი გული უამრავი ადამიანის სიყვარულს იტევს, ცხოვრება მოძრაობას მოითხოვს წერე და წერე, რაც შეიძლება მეტი და მეტი.
5. შენ ძლიერი და საოცრება ხარ ! მიყვარხარ სულით ხორცამდე.
შენ ძლიერი და საოცრება ხარ ! მიყვარხარ სულით ხორცამდე.
2. "ძვლებიდან ამოჩაჩული ტკივილები" - ეს ფრაზა სუპერ. ჩემო ფლორიკ, მართლაც ძლიერო და სასწაულო ადამიანო, შენი ლექსების შეფასება აღარ შემიძლია. უბრალოდ, ემოციით მფიტავს შენი ტრაგიზმი. ძალიან მინდა, რომ კარგად იყო. "ძვლებიდან ამოჩაჩული ტკივილები" - ეს ფრაზა სუპერ. ჩემო ფლორიკ, მართლაც ძლიერო და სასწაულო ადამიანო, შენი ლექსების შეფასება აღარ შემიძლია. უბრალოდ, ემოციით მფიტავს შენი ტრაგიზმი. ძალიან მინდა, რომ კარგად იყო.
1. ლამის გული გამიჩწრდა, ლამის სუნთქვა დამეკეტა, ბოლო სტრიქონები ბინდ-ბუნდად გავარჩიე ცრემლებდატბორილი თვალებით... ,,შევყურებ ძვლებიდან ამოჩაჩულ ტკივილებს..."" ჩემთვის საკვანძო სტეიქონია, დანარჩენი კი ამის ახსნისა და გავრცობის ტკივილი... უბედურება ისაა,რომ ვერც ვერაფრით განუგეშებს ვწრავინ დედამიწის ზურგზე... შენი ნუგეში ახლა მხოლოდ ზეციდან მოდის... ლამის გული გამიჩწრდა, ლამის სუნთქვა დამეკეტა, ბოლო სტრიქონები ბინდ-ბუნდად გავარჩიე ცრემლებდატბორილი თვალებით... ,,შევყურებ ძვლებიდან ამოჩაჩულ ტკივილებს..."" ჩემთვის საკვანძო სტეიქონია, დანარჩენი კი ამის ახსნისა და გავრცობის ტკივილი... უბედურება ისაა,რომ ვერც ვერაფრით განუგეშებს ვწრავინ დედამიწის ზურგზე... შენი ნუგეში ახლა მხოლოდ ზეციდან მოდის...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|