ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2021


ფოტოკამერა

ვიღებ ფოტოებს,
თვალებით და
ფირის პრინციპით,
თავში ათასი
უსინათლო ფოტო მიყრია,
დიაფრაგმაში შეინიშნა
შენი ციმციმი,
მე კი დაღლილი სიბნელეში
ალბომზე დარდით,
გადავირიე,
რადგან არასდროს,
არ მინახავს ასეთი კადრი,
და მენანება,
ამ ფორმატის არ გამჟღავნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები