ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2021


გარეთ გაიხედეთ!

ვისაც დაუკარგავს ყველაფერი,
ან ჰგონია ასე,
უკანასკნელს დადებს.
ვისაც არაფერი დაუკარგავს,
(ან ჰგონია ასე,)
ჯერაც მშვიდადაა,
მაგრამ თუ „ისქესა“,
რომ დაკარგავს ხვალ-ზეგ,
მტრისას! - გაავდება...
და მერე გვანახებს -
უფრო თავის სახეს.
შესაძლოა სეირსაც გვანახებს,
მაგრამ გავმეორდები და ვიტყვი:
- უფრო თავის სახეს.

თქვენ კი,
ერთი ხისას მე მაგონებთ ფოთლებს,
სხვადასხვა ტოტებზე
მოკონწიალეს და
აყეფებულს ქარში,
ყუნწის მიღმა ვერას დამნახავებს.
თავი მიგაჩნიათ, -
რადაც მიგაჩნიათ...

სინამდვილეში კი,
აი, ის ნაყოფი,
რაც ჩვენ გამოვიღეთ,
ჩვენვე გამოვიღეთ.
უფრო ტყემალია მგონი,
ჩვენს მერე რომ სხვასაც მოკვეთს კბილებს.
მგონი შუბლებზე გვაქვს მკვეთრად მისაწერი -
„ერთნაირები ვართ!“
რადგან არცერთი ვართ სხვაზე უკეთესი,
არც ნაკლები.

მიზეზები?
კი, კი, რა თქმა უნდა
ლეგიტიმური და ჩასაღრმავებელი,
მაგრამ...
მიზნებია მუდამ განსაჭვრეტი,
რაც,
არც თუ ისე გაგვიადვილდება,
რადგან ცხვირები გვაქვს ყველას მიბჯენილი საკითხებისადმი.
დისტანცია გვიჭირს,
ან თვალი ვერ გვიჭრის.
ყეფაც რა ყეფაა?
შრიალია ქარში
და სხვა არაფერი.

რა ნელა ვმთავრდებით, -
უფრო მტკივნეულად...

შემოდგომაც მიდის,
გარეთ გაიხედეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები