ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2021


* * *

გვეღვიძა მუდამ
მე და ღამეს.
მთვარე კი, იყო თევზის ფარფლი.
მთაწმინდის ნაზი შეღამება,
მშვიდი მტკვარი და შენ მიყვარდით.
შენ ნაცვლად ლექსებს დარდს  ვუწერდი.
ცივ ქარებს ვატანდი საიდუმლოს.
სიზმრები გახდა მეწამული.
გზამ ნისლისფერი დაიბრუნა.

მე ჩემი გული შენ მოგეცი.
სული დავუთმე პოეზიას.
აღარ მაშფოთებს ლუციფერი.
ნათელი - ლექსის გენეზია.

ვარ, მაგრამ ყოფნაც აღარ მინდა.
ვსუნთქავ და
ისე მეძნელება,
თითქოს, ოცნებაც დამიბერდა.
თითქოს,მიჭკნება ენძელები,
შენ რომ არასდროს მოგიპარავს
ჩემთვის.
/თუმცა არც მყვარებია/.
უფრო მიყვარდა მოპასანი
და სევდა - სულის სარეველა
მხიბლავდა.
ახლა ავადა ვარ.
ვეღარ მოვასწარი მყვარებოდი.
ჩემი ცხოვრება ჩაგაბარე.
კარი დავტოვე გაღებული.

ვაი, თუ ცოცხალს ვერ მომისწრო.
ვაი, თუ ბავშვი ამიტირდეს.
გულზე ნიჟარები შემოვიწყო.
ნათელი ვიხილო - სანეტარო.

ცხოვრება ყოფილა ჯადოქრობა.
შეულოცავ და მოიხელთებ.
მე დამატყვევა ცის ბოქლომმა,
მიწას ვეხებოდი სანახევროდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები