ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2021


* * *

არ შემოუშვა ისე არავინ,
რომ შენი  სულის ვიწრო რაფაზე
დასკუპდნენ შავ და მშიერ ჩიტებად,

თორემ მოიტეხ გულის ყუას
და ნამცეც-ნამცეც,
შენი ხელით საკენკად დაყრი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები