ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2021


მღვრიე

არაა საჭირო - სიტყვების ძებნა,
თავგადასავლები.
გამყიფებული ხერხემალი
ტვირთს ვეღარ ზიდავს.
ენა ჭინჭრის ციებამ ხორხს შეაზარდა,
სისხლი გამელნდა.
შუბლის ძარღვზე ქანაობენ წინაპრები,
ძარღვში კი, როგორც ჟანგიან მილში,  მიედინება მღვრიედ სიტყვები.
ჭაობმა ფეხებს მოძრაობის უნარი წაართვა,
მოძრაობის უუნარობამ დაფლა იმედი.
გულმა აღებინა ადამიანი
და შეიხორცა ტკივილი.
გონება დაემონა ხორცს,
ვერ გაჰყვა ლტოლვას -
ვერ განეტარდა.
თვალმა უცქირა ყოველივეს -
მხოლოდ ბავშვობამ გაიბრწყინა
და მოიღრუბლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები