ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჭურიპირი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2021


%

წვიმს და მოდის ბედი ღვარად,
იმედებიც პირქვე მოდის.
ვიცი ისევ მე გიყვარვარ,
თორემ აქ არ იქნებოდი.

არაფერი აღარ მიკვირს.
ბათუმური ამინდია.
თვალს მარიდებ, თვალთან იქვე
ერთი-ორი ნამიც გდია.

წვიმს და სულში ჩამდის შავი
ფიქრები და მოლოდინი.
ვეღარაფერს  დამიშავებს,
სიბერის ეს ბოლო ჟინი.

ეპარება წვეთი ყავარს,
დარდი ქუხს და ცრემლი ელავს.
ვხედავ ისევ მე გიყვარვარ,
თან წვიმს ისე გემრიელად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები