ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ბენიამინი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2021


ნუ მირეკავ

ნუ მირეკავ, ნუ მირეკავ ღამით,
ნუ მირეკავ, ამ ფოთლების ხმაზე,
თითქოს ქარმა, შეასუსტა წამი
თითქოს სიტყვა სასულეზე მაწევს.

ნუ მირეკავ, ნუ მირეკავ  რემას,
სადღაც მათშიც მოიმატებს მწუხრი
ყველა ვინც კი არ შეწყვიტა რეკვა
ვდგავარ მის წინ და მადლობას ვუხდი.

ნუ მირეკავ, ნუ მირეკავ, სახტად
მოსწრებაზე ნუ დარეკავ გვიან
მინდა სხვებზე ვისაუბრო ხატად
ჩემს ნამსხვრევებს ამინდები გვიან.

ნუ მირეკავ, ნუ მირეკავ, ნუ თქო
არ დარეკო ჩემი ღამის ნიშად
ხშირად მაინც მიძნელდება სუნთქვა
ეს კი მუდამ უშენობას ნიშნავს.

არ დარეკო, აღარასდროს არა,
არრა რაა, ჩემი სუნთქვის არე
თითქოს ყველამ გულთან ჩამიარა
მე კი თავი სხვებისაგან ვმალე.

არ დარეკო, არ დარეკო, არ თუ
ჩემზე კარგი არ გექნება, ზრახვა,
ზოგჯერ მეც კი შენზე ფიქრით გართულს
სულში ჩემით ვექაჩები ლახვარს

თუ დარეკავ, თუ დარეკავ, რეკვით,
ჩემი ხმა თუ გეგულება, სუნთქვა
დაბალ ხმაზე იმ ერთ სიტყვას გეტყვი
რასაც ფიქრებს უშენობით ვუთქვამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები