ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
12 ნოემბერი, 2021


სულელი ფისო

დედიკონამ მოგვიტანა
სათამაშო თაგუნა
და მთელი დღე იმ თაგუნას,
ეფერება თამუნა.

ხან დაბანა და ხან კიდევ
შეუკერა კაბები,
ხან ნანინა უმღერა და
დაუკრიფა ვარდები.

ძილის წინ კი თაგუნია,
სკამზე დასვა დაიკომ,
დილით, როცა გაიღვიძა
თაგვი სკამზე არ იყო.

ძირს ეყარა ნაკუწ-ნაკუწ
თაგუნიას კაბები,
ზედ ჩვენს სულელ ფისუნიას
გადაეწყო თათები.

მას ცოცხალი ჰგონებია
და დაუღრღნავს თაგუნა,
ამის გამო, ო, რამდენი
ცრემლი ღვარა თამუნამ.

შენ, სულელო ფისუნიავ,
რაღა გითხრა აბა?
როდის იყო, ნამდვილ თაგვს რომ
ტანზე ეცვა კაბა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები