ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
14 ნოემბერი, 2021


სათაური არ ვიცი

ზულეიხამ ბევრი იხეტიალა.
ტყვეთაც კი ჩაუვარდა ამერიკელებს ავღანეთში.
თავისი საყვარელი კალაშნიკოვიც დაკარგვია ნაღმზე აფეთქებულს, მარცხენა ფეხი რომ გაძვრა მარა მაინც თავისი იარაღის გზაკვალზე ფიქრობდა.
ბუდისტმა ბერმაც აჩვენა ერთ ხანს, რომ ლამაზი ტბების ქვეშ, არაფერია.
მერე ჰიმალაის მთებიდან ჰიმალაის მთებს გადახედა და იხილა, რო სივრცე აქაც იტვირთება.
ჟირაფიც მოკლა, რო სიკვდილი ყოფილიყო.
მორიელმა უკბინა და იხრჩობოდა უდაბნოს მტვერით, მარა გადარჩა.
სოდომსა და გომორს რო უცხოპლანეტელები ბომბავდნენ, იქ იყო.
ჩრდილოეთის ციალიც ნანახი აქვს, სპეცოპერაციაზე რო იყო, მარა ბრძოლის ველიდან გადაუხვია და გამოფხიზლდა.
როცა კალიასკა მიბმულ იჟ იუპიტერზე იჯდა, ყვიროდა, გამიყვანეთო. მაშინ მიხვდა ყველაფერს, რო აქედან გასაყვანად მთელი რიგი პროცესები უნდა გაევლო და დანებდა.
დანებებული მიხვდა, რომ ყველაზე ტკბილი და ჯადოსნური რაც უნახია, მისი ბავშვობის ცირკია, პირდაღებული რო უყურებდა აკრობატების უფრთო ფრენას და დორბლლი ჩამოსდიოდა სიამოვნებისგან.
როცა პირველად მამინაცვალმა იქვე, ბოშისგან ბუმერანგი უყიდა, გაიფიქრა, რა შეიძლება იყოს სამყაროში ამაზე უფრო საოცარი რამ, ვიდრე არის ბუმერანგი?!
მე ჯოხს ვისვრი და ის უკან მოდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები