ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ელენე96
ჟანრი: დრამატურგია
15 ნოემბერი, 2021


კაცს, რომელსაც რომანტიკა არ უყვარდა

კაცი, რომელსაც რომანტიკა არ უყვარდა ,, ნაწილი მეორე"

  **
  ახალა უბრალოდ ვცდილობდი გამეხსენებინა გზა, რომელიც საავადმყოფომდე მიმიყვანდა. თითქოს ადგილზე მომკლეს და ახლა ჩემი უსულო სხეულის თრევა ისევ მე მიწევს. ერთადერთი რაც მოვახერხე ტაქსი გავაჩერე და სავაადმყოფოში წავედი. გზაში ვბრაზობ აბსოლიტურად ყველაფერზე. პირველ რიგში საკუთარ თავზე. ახლა თავში იმ სიტყვამ დამარტყა ცოტახნის წინ ლაშამ მზიკოს კართან რომ მითხრა. ხომ არ ღადაობთ?!
ლაშა თუ ახლა მეღადავები და ეს კიდევ შენი ოინებია გეფიცები ახლა მე მოგკლავს. ტაქსი სავაადმყოფოს პარკინგთან გავაჩერე. ახლა აზრზე არ ვარ უნდა ჩავიდე? ნეტა წინ რა მელოდება... ნუთუ ახლა ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდება? ეს იდიოტი თუ ისევ ჯართიდან გამოვარდა და ალბათ ახლა მეორე ფეხი მოიტეხა და თუ მართლა ასეა მივალ და თავს მე გავუტეხავ.
ე ბიჭო... მეშინია და ახლა მაგრად დავიძაბე...
ეს თეთრი კედლები და წამლებით გაჟღენთილი შენობა ხო საერთოდ გულს მირევს. გაფართოებული თვალებით ამ ჩემ ძმას ვეძებ.
ხო მჯერა ახლა რომელიმე კედელთანაა ატუზული და ჩემს შეშინებას ცდილობს.
არადა ასე არ ხდება. ველოდები, მაგრამ ამაოდ. ვიღაც თეთრ ხალათიანი მედდა მიახლოვდება და ისეთი ბედნიერი სახით მეკითხება:
_ ვინმეს ეძებთ?
_ დიახ, ჩემს ძმას.
_ რა ქვია თქვენს ძმას?
_ ლაშას... ლაშა ვეძებ...
_ დამელოდეთ, გადავამოწმებ.
ეს იყო და ჩემთან იმდენი ადამიანი მოცვივდა. ყველა რაღაცას მეუბნება, რაღაც გამამხნევებელ ფრაზებს:
_ გიგი დამშვიდდი ძმაო. ლაშა მაგარი კაცია უეჭველი გამოძვრება.
_ ძმა ჩვენ აქ ვართ.. შენს გვერდით..
ისენი ზოგი ჩემი ახლობლები იყვნენ, ზოგი ლაშას მეგობრები...
აი, ახლა ნამდვილად ვხვდები რომ არაფერი არ არის კარგად და ლაშას მდგომარეობაც არაა კარგად.
ე, ბიჭო ფეხებმა კანკალი დამიწყო. ახლა როგორც არასდროს თავს ვერ ვიკავებ. მინდა ეს კედლები გავანგრიო და რეამინაციულ განყოფილებაში შევიდე.
,, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გულის ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა თავი აქვს დარტყმული"... იქ, ვიღაც ამას ამბობს და ვგრძნობ რომ უკვე ჭკუიდან ვიშლები.
ხო არ ღადაობთ?!!
ლაშა უნდა ვნახო, მისი ნახვა მინდა.
_ გამიშვით!!!
_ გიგი ახლა ამის დრო არ არის. ძალა უნდა მოიკრიბო მზიკოს მიხედე მას ახლა შენ სჭირდები...
ვინ უნდა მივხედო?!! ახლა ამ მდგომარეობაში მე ვინმეს მივხედავ?
მკიდია ცოტაც დავიცდი და რეამინაციაში შევალ.
სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ არ დავიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდება.
გარეთ გამოვედი. ერთ საათში ალბათ ერთი კოლოფი სიგარეტი მოვწიე. ხალხი არ ილევა, მოდიან და ისეთი სახეები აქვთ თითქოს მისამძიმრებენ. ახლა სურვილი მიჩნდება ყველას დედები დავაფარო თავზე. ლაშა ცოცხალია!
ვიცი ახლა გაუნძრევლად წევს, მაგრამ მალე ფეხზე წამოდგება და პირობას ვდებ.
აი ვაფშე.. ვაფშე სახლიდან არ გავუშვებ. თუ უნდა სულ ფეხსაცმელებით იაროს მაგიდაზე.
ეს რა მწარე ხარ ძმაო... გამაგრდი, ცოტაც კიდევ გაუძელი და პირობას გაძლევ ამ საშინელ შენობას მალე თავს დავაღწევთ.
_ ძმა რომელია?
ეს კითხვა გაისმა თუ არა მედდასთან მივვარდი. მე ვარ წამიყვანეთ! ბევრი არაფრი მახსენდება, რაღაც აღწურვილობა ჩამაცვეს და მედდას უკან დამუნჯებული მივაყოლებდი ფეხს.
_ უკაცრავად! არის აქ ვინმე?
_ დიახ, გისმენთ.
_ გეშლებათ ეს ჩემი ძმა არ არის.
_ ძალიან ვწუხვარ...
მედდამ სიტყვა ვერ დაასრულა და ტირილი ბოლო ხმაზე წამწყდა. ვღრიალებდი ალბათ ლომივით. ეს რა არის? რა დამართე საკუთარ თავს დეგენერატო ბავშვო? სახე სულ მთად შესიებული ჰქონდა თვალებიც კი არ უჩანდა. სხეულზე იმდენი რამ ჰქონდა შეერთებული ფაქტიურად დაშლილია. ნეტავ ეს სურათი არ მენახა... რამოდენიმე საათის წინ რომ მითხარი: ,,მე აღარ გეყოლები" საინტერესოა ამ დროს რაზე ფიქრობდი? ამის ფრანკ ფრეის...
კიდევ მინდა დავიჯერო, რომ ეს ყველაზე მწარე ხუმრობაა, მაგრამ ამის შესაძლებლობას შენც აღარ მაძლევ.
ხელისკანკალით ლაშას მხარზე ხელი დავადე. ვიგრძენი უეცრად შეცბა. ეს რეფლიქსია მან ჩემი იქ ყოფნა იგრძნო. ექიმსაც გაეღიმა ,,ძლიერი ბიჭია" ჩაილაპარაკა და თან იქაურობის დატოვება მთხოვეს. რანაირად უნდა მივიღო ლაშა ესეთი და მერე აქ დაჩენის უფლება როგორ უნდა მივცე? რეამინაია დავტოვე და ფეხები უკან მრჩება. როგორც კი დერეფანში გამოვედი ხელებში მზიკო ჩამივარდა.
_ ეს ჩემ დას როგორ ვუთხრა? დედათქვენს როგორ ვუთხრაა? რას იტყვის შვილები ჩაგაბარე და ვერ მიხედაო...
ვერაფერი გავაკეთე. ახლა ყველაზე უმოქმედო ადამიანი ვარ. არავის დამშვიდება არ შემიძლია არც საკუთარი თავის. გამოვედი გარეთ და ერთი ის ვიკითხე:
_ ავარია ისევ იმ მოტო რბოლაზე მოხდა?
_ კი ძმა დღეს ფინალი იყო...
ვიღაც ლაშას მეგობარმა გამცა პასუხი.
სულ ვაფთხილებდი შეეშვი ამ რბოლას, თავს დაიღუპავ. ახლა თავიც დაიღუპა და მეც ფაქტიურად მკვდარი ვარ.
_ სად არის ახლა ის დაწყევლილი მოტოციკლეტი.
_ რავიცი ძმაო, პოლიციამ წაიყვანა.
_ მიმიყვანეთ იქ... ახლავე!!!
**
როგორც კი მოტოციკლს მივუახლოვდი გადამეკეტა. ვუყურებ ამ ჟესტს და არაფერი არ მოუვიდა. ეს ჩემი ძმა კიდევ რა დღეში?! თვალებიც კი არ უჩანს ნორმარულად. არ ვიცი.. ვგრძნობ თავს უკვე ვეღარ ვაკონტროლებ. ხელში რაც კი რამ მძიმე მომხვდა ვურტყი ამ წყეულ ჟესტს იქამდე მინდა გავანადგურო სანამ ბოლოს არ მოვუღებ. ხელებიდან უკვე სისხლი მსდის, მაგრამ ამასაც უკვე ვეღარ ვგრძნობ.
_ რამდენჯერ დაგიმალე ეს წყეული ჟესტი. რამდენჯერ დაგიმტვრიე და მაინც წახვედი და ისევ ააწყე. უყურე, ახლა შეხედე ამას?!!!
შენ გამოხვალ მაგ შენობიდან და მთელი ცხოვრება დაგჭირდება ამ ჟესტის ასაწყობად.
ვყვირი, ვღრიალებ ბოლო ხმაზე.
ვიღაცეები მაკავებენ, არადა გაჩერებაც არ მინდა. ვტირი, ისე როგორც არასდროს. ,,გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა" ახლა თეთრხალათიანი კაცის სიტყვები მახსენდება და კიდევ უფრი ვცოფდები წასვლამდე რატომ არ ჩავეხუტე. რატომ არ ვუთხარი, რომ ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია.
ხელების უაზროდ ქნევით უკვე დავიღალე და ახლა ძალაგამოცლილი მიწაზე ზურგით გადავეშვი.
ვიღაც მიახლოვდება, ვგრძნობ ეს ქალის ხელია...
_ გიგი უკვე დროა...
_ რისი დროა მაკა?
_ საავადმყოფოდან დარეკეს ყველა შენ გელოდება.
აი, უკვე ვგრძნობ რომ ნამდვილად აღარ არის კარგი ამბები...
სავაადმყოფოდან არც ისე შორს ვიყავი წამოსული. ალბათ 10 წუთში მივბრუნდი უკან.
ეს იყო კარები შევაღე თუ არა და მზიკოს სასოწარკვეთილი კივილი მესმის.
_ გიგი.. ძალიან ვწუხვარ... ჩვენ ლაშას გული გაუჩერდა...


**
  მოდით ახლა ნუ მომაყოლებთ როგორ ჩაიარა: გასვენებამ და მერე იმ ტრადიციებმა, რაც ამ დროს თან ახლავს. ერთადერთი ის ვიცი, რომ საკუთარ თავს ჩავაწოდე ის აზრი, რომ ჩემი ძმა ამ ქვეყნიდან წავიდა და რაღაც გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად შევხვდები. დაკრძალვიდან ალბათ 14 დღეში პროკურატურიდან მირეკავენ. ეს შავი ტანსაცმელი ყოველთვის მიყვადა, მაგრამ ახლა რაღაც უფრო მამძიმებს. კვირის ბოლო იყო სამსახურიდან გამოვედი თუ არა პროკურატურაში შევიარე. ძალიან მღრნის ის აზრი, რომ ჩემი ძმა კი არ მოკვდა მოკლეს. ვერ მოვისვენებ სანამ არ გავიგებ ის ავარია როგორ მოხდა. რამდენჯერერაც მის მეგობრებთან მივედი აშკარად ვხვდები, რომ ჩემს შეკითხვებს გაურბიან. მეც ავდექი და ხალხი ჩავრიე. ამ პროკურორსაც დიდი ხანია ვიცნობ, ოჯახის ახლობელია. ეს ორი კვირა როგორ ვსუნთქავ უკვე აღარ ვიცი. დილიდან საღამომდე მზიკოს მოსულიერებაში ვარ. საკუთარი თავიც სულ დავიკიდე. დღის ბოლოს თუ მაგდა ამოვა და ჭამას დამაძალებს. ისე საკუთარი თავიც მავიწყდება უკვე.
კარგი გავიარეთ!
კაბინეტის კარები, როგორც კი შევაღე მაშინვე ბატონი ნოდარის მომღიმარი სახე დამხვდა. ამ ადამიანმა რამდენი უბედურება ნახა, რამდენ ატირებული დედის ხმას მოუსმინა და მინც რომ ასე მომღიმარი სახით ხვდება ყველას. თავაზიანად ხელი მის წინ მდგომი სავარძლისკენ მიმითითა. მეც დავჯექი და პატარა პაუზის შემდეგ პროკურორმა დაიწყო:
_ რამეს ხომ არ დალევდი? ყავა თუ ჩაი?
_ არა, გმადლობთ არ არის საჭირო, მაგრამ ერთი ჭიქა წყალს კი დავლევდი.
_ რა პრობლემაა შვილო... (ტელეფონით თავის თანაშემწეს დაურეკა თუ არა 2 წუთში წყალი მომიტანეს)
_ პირდაპირ მითხარით: ჩემს ძმაზე არის რამე სიახლე?
_ შვილო, როგორც ჩანს მისი მეგობრები ლაპარაკს არ აპირებენ. ეს რაღაც მათი ამბებია.
_ ანუ თქვენც მეთანხმებით, რომ ეგ ლაწირაკები რაღაცას მალავენ არა?
_ მალავენ რომელია... ფაქტია დამნაშავეს ხელს აფარებენ...
ჩემი და პროკურორის საუბარი არც ისე დიდ ხანს გაგრძელებულა. წამოვედი და იმ საღამოსვე გადავწყვიდე იმ ადგილზე მისვლა, სადაც ავარია მოხდა. იქ, აქამდეც ვყოფილვარ. ჩემი ძმა მთვრალი წამომითრევია. ხო, აი ასე მთვრალი აპირებდა რბოლაზე გასვლას და ხელი შევუშალე. ამ ჩემ ძმას მაშინაც ჰქონდა სიცოცხლე მობეზრებული. ყოველთვის თვალს ვადევნებდი, მაგრამ დამარწმუნა რომ შეეშვა და მეც დავუჯერე. დავუჯერე და ნახეთ რა მოყვა ამ ამბავს.
რა გაინტერესებს?
როგორ ვარ ახლა?
მგონი ახლა ეს კითხვები არ უნდა გიჩნდებოდეს, მაგრამ რადგან ასეა გიპასუხებ. უკვე ორი კვირაა უსულო სხეულის თრევა ისევ მე მიწევს. ვცდილობ გავიაზრო ის, რაც ჩემს ოჯახს თავს დაატყდა, მაგრამ ეს გააზრებაც კი მზარავს. ერთი პერიოდი მეგონა კიდეც რომ ვიბრიდებოდი. ეს გასვენების ღამეს მოხდა. დედას გეფიცებით ბიჭებმა დამაკავეს თორე აივნიდან გადახტომას ვცდილობდი. აი, ხო ვამბობდი ყველაზე სუსტები ბედავენ თავის მოკვლას, მაგრამ დამიჯერეთ მაშინ და ახლაც რაც დრო გადის მთელი ჩემი სულიერი შეგრძნებები გამუდმებით ნადგურდება. ვინ იყო მაშინ ჩემს გვერდით? ყველა დედაჩემის გარდა. იმ გაფუჭებული საბუთების გამო ქვეყანაში გადმოსვლა ვერ შეძლო და ვერც შვილი ვერ გააცილა უკანასკნელ გზაზე. იცით ჯიუტი არასდროს არ ვყოფილვარ, თუმცა უკვე ორი კვირაა ლაშას შავი ქურთუკი ტანიდან არ გამიხდია. ყველაფერი ხო ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ვერ ვივიწყებ წამებს, როდესაც პოლიციამ ქურთუკი და მისი ნივთები სახლში მომიტანა. მთელი დღე ერთი ჭიქა ყავაზე და მაგდას დაძალებულ სენვიჩზე ვარ. პროკურატურიდან პირდაპირ ავარის ადგილას მივედი. ბევრი არავინ დამხვა სულ რამოდენიმე ბიჭი იყო. ისინიც დამინაეს თუ არა თავისივე სოროებში შეძვრნენ. ჯერ ცოტა ხანს დაველოდე, რომ რომელიმე მათგანი მაინც გამოყოფდა გარეთ ცხვირს. ასე რომ არ მოხდა ვიღრიალე:

_ ახლა გამოვა ვინმე თუ ისევ დავლეწო რომელიმეც მოტოციკლი?
_ რა გააწყალე გული ამ მსხვრევით. რით ვერ გაიგე შენი ძმა ჩვენ არ მოგვიკლავს. ის ავარიაც შემთხოვით მოხდა.
_ პატარა ქალო, რა ძალიან მარტივად საუბრობ ჩემი ძმის გარდაცვალებაზე. მგონი ყველა კარგად ხვდებით, რომ ტყუილების არ მჯერა და აქ რეალური მიზეზის დასადგენად ვარ მოსული?
_ რაც არ ყოფილა რას დაადგენ? ძალიან ვწუხვართ, ლაშა ჩვენი მეგობარიც იყო და გული შეგკვტკივა მის გარდაცვალებაზე, მაგრამ ის რომ ჩვენ გვადანაშაულობ მის სიკვდილში აბსურდია.
_ კარგი მაშინ დაუძახე შენს მეგობრებს და მიპასუხონ მოტოციკლს მუხრუჭები ჩაჭრილი რატომ ჰქონდა?

  აი, ახლა ეს ქალი სულ გაფითრდა. გეგონებოდა ენა გადაყლაპა. გამუდმებით უკან იყურებოდა, რომ დაინახა არცერთი ბიჭი არ გამოესარჩლა უკან მოუხედავად გაბრუნდა. ჩემი ძმა კარგი მრბოლელი იყო. წლები აწყობდა იმ თავის ჯართს და მერე წლები ემზადებოდა შეჯიბრებებისთვის. ახლახანს გავიგე, რომ ეს რბოლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფინალს თუ მოიგებდა, მოიგებდა 100 000 დოლარს. ფული ჯოჯოხეთს ანათებს ხომ გაგიგიათ? ტექნიკით ლაშას ვერ დაამაცხებდნენ და ისევ ასე სცადეს მისი დამარცხება. მოტოციკლს გადაუჭრეს მუხრუჭები. იფიქრებდნენ ლაშა გადმოხტომას მოასწრებდა და ბევრი-ბევრი მეორე ფეხსაც მოიტეხავდა, მაგრამ ბედმა ასე მწარეს დასცინა იმ ადამიანებს, ვისაც მისი წაგება ამ გზით სურდა. ახლა მაქსიმალურად ცდილობენ ამ ამბავმა არსად გაჟონოს, მაგრამ ქალაქი პატარაა და არც არაფერი არ იმალება. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ძნელი დასადგენია ეს რომელ მათგანმა ჩაიდინა. აი, როგორც ჩანს ვიღაც ისეთი მფარველობს მას თორე აქამდე ეს ამბავიც გატყდებოდა.
ჩემ ძმას ფული რაში სჭირდებოდა?
თურმე ამასაც ჩემს გარეშე აგვარებდა და ძალიან უნდოდა დედა ქვეყანაში ჩამოეყვანა. ამ ჩემ სასწყალ ძმას ესაც არ დასცალდა და დედა ვერც მის დაკრძალვაზე ჩამოვიდა. სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი ზურგიდან მესმის ვიღაც ყვირის:
_ ეი, შენ! შენ ლაშას ძმა არ ხარ? (ახლა ამან ისე ცივად და უხეშად ახსენა ჩემი ძმის სახელი. მკვლელი გავხდები და დღეს ამას მოვკლავ!)
_ ხო, მერე?!
_ მოიცადე, ეგრევე შეტევაზე ნუ გადმოდიხარ. კარგი განძრახვით ვარ მოსული.
_ რაღაც არ გეტყობა.
_ მე ვიცი ვინ გადაჭრა მუხრუჭები. გეტყვი, მაგრამ მანამდე ჯერ ის მისია უნდა შეასრულო, რაც შენ ძმამ ვერ მოსწრო.
_ რა მისია?
_ რბოლა უნდა მოიგო.
_ მე? შანსი არა.
_ გინდა იძიო შური მასზე ვინც შენი ძმა მოკლა?
_ უეჭველი!
_ მაშინ რბოლა უეჭველი უნდა მოიგო.
_ როდის ვიწყებთ?
_ ხვალიდან!

ავარიამდე 48 საათით ადრე!


_ მზიკო მე გავრბივარ. საღამოს შეიძლება შემაგვიანდეს. იცოდე არ დამელოდო და დაიძინე.
_ შვილო მოიცადე, სად გარბიხარ? გესაუზმა მიანც.
_ ჩემო ბისკვიტო, ძალიან რომ არ მეჩქარებოდეს ხომ იცი უარს ვერ გეტყოდი...

  აი, დაახლოებით ასე იწყება ჩემი ყოველი დილა. უი, ხომ... გამარჯობათ! მე ლაშა ვარ 23 წლის ზოდიაქო ლომი. არ ვიცი ჩემი ძმა როგორ გიყვებათ ამბავს, მაგრამ მოდით ახლა მე მომისმინეთ. აი, ამ ზოდიაქოების საერთოდ არ მესმის, მაგრამ ყველა გოგო, ვისაც ჩალიჩი დავუწყე აი ამ ზოდიაქოს პონტში მიწუნებდნენ. ,,აუ, შენ ძალიან თავმოყვარე ბიჭი იქნები". ამას მეტყოდნენ და მერე კაი ბიჭი იყავი დაგეკერა. არადა საერთო არ არის ასე. მე ჩვეულებრივი ობოლო ბიჭი ვარ. ჩემამდე არ გადის ჩვილი რატომ უნდა დატოვო ნაგავ საყრელზე, მაგრამ ,,გამარჯობათ! მე ერთერთი ვარ“. ხო, ჩემ ასავალ-დასავალზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიქტორიამ 3 წლის ვიყავი, როდესაც ბავშვთა სახლიდან წამომიყვანა. არც მე და არც ჩემ ძმას კაცის მკაცრი ხელი არასდროს მოგვხვედრია, თუმცა შანსი არა იყო რამე დაგვეშავებინა მზიკო სახაზავით დაგვსდევდა. ბავშვობიდან ერთი მარტო გიგი იყო შარიანი. შანსი არ იყო სახლში რამე გატეხილიყო, ეგრევე მე მხვდებოდა. ისიც მარტო იმიტომ რომ პატარა მე ვიყავი. ვერ გეტყვით რომ უდარდელი ბავშვება გვქონდა, მაგრამ ეს ორი იდიალური ქალი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩვენ  ბავშვობა მხირულად გაგვეტარებინა.
აბა რა გითხრათ? რით გაგახაროთ? სკოლაშიც არ გამოვირჩეოდი დიდად. არც სწავლით ვიკლავდი თავს, თუმცა მინდა ავღნიშნო ისიც, რომ თუ ჯგუფური შეჯიბრება იმართებოდა სამოქალაქო გაკვეთილზე. პირველი გუნდი იყო ჩემი. ვგიჟდებოდი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განხილვაზე და დებეტებზე. დღემდე შემომრჩა პროტესტის განცდა. ამ ობოლი ბიჭის სტატუსის გადამკიდე. გამუდმებით ვაპროტესტებდი ქუჩაში მცხოვრებ უპატრონო ადამიანებს. რა ვიცი... მაინც ისეთი განცდა მქონდა, რომ ნამდვილმა დედამ სწორედ ამ მიზეზით მიმატოვა. აი, ხო საერთოდ არ აქვს ასეთ დროს ადამიანს გამართლება, თუმცა გულის სიღრმეში მაინც სოლიდარობა მღნიდა. არ მიყვარდა ფული... დღემდე ეს სიძულვილიც შემომომრჩა. იცით ეს ყველაფერი რამ განაპირობა? გადაყვლებილმა კეტებმა, მეზობლის ნაჩუქარმა შარვალმა, რომლის გადაგდებასაც აპირებდნენ და მერე დედაჩემს შემოაწოდა. ,,იქნებ, რომელიმეს მოერგოს" და ყველაზე მთავარმა იცით რამ განაპირობა? ბულინგმა. არამგონია ახლა მე ერთადერთი ვიყო, ვინც ამას იტყვის. ფულიანი მამიკოს, ბრენდული სამოსის და მასწვლებლის ჯიბეში ჩატენილი ფულის არ ქონის გამო მაბულინგებდნენ. ახლა ხვდებით რატომ არ მიყვარს ფული? დედაჩემი, ქალი რომელმაც გამზარდა წლებია იტალიაშია. ქალი, რომელიც ჯერ ერთი სახლის ყიდვისთვის შეალია მთელი თავისი ახალგაზრდობა, ახლა ზის და ვიღაც პაპას უვლის იმის გამო, რომ სანამ ცოლს მოვიყვან საკუთარი სახლი მქონდეს. არა მეგობრებო! ეს არასწორია...
როცა ხარ 23 წლის კაცი. კეთილი უნდა ინებო და გაანძრიო ხელი. არცერთ ქალს, მითუმეტეს დედას არ უნდა მისცე უფლება ასე შენს გამო დაიხარჯოს. ამ ჩემ ძმასაც არ ესმის კაცო ჩემი. სულ ვეჩიჩინები გავაკეთოთ რამე და ის ქალი აქამდე ჩამოვიყვანოთ. ეს ქალიც თავს იგიჟებს კიდევ 2 წელი მაცადეთ და ჩამოვალ. ეს წლებიც, რომ საუკუნედ იწელება. არ ვიცი ალბათ გული წამივა დედაჩემი რომ დავინახო. უკვე იმდენი ხანია წასულია მისი თმის სურნელიც კი დამავიწყდა. ხო ასე მიყვარდა ბავშვობაში. შანსი არ იყო თუ დედაჩემის თმა ხელში არ მეჭირა ვერ ვიძინებდი.
  ახლა დილის 7 საათია. ვიცი ჩემი ძმა ისტერიკებს გამიმართავს, მაგრამ რბოლამდე უეჭველი უნდა ვნახო. მოვიმიზეზე რაღაც იდიოტური რამ და კარზე ზარს ვრეკავ. ე, ბიჭო აიღე ტელეფონი! უეჭველი გაგუდულს ძინავს. როგორც იქნა ნახევარ საათში კარებს მიღებს და უნდა ნახოთ ჩვეულებრივი შეჩვენებულის გამომეტყველება აქვს. ძალიან მოწესრიგებული ძმა მყავს. სანამ აბაზანაში არ შევა და მთელ პროცედურებს არ ჩაიტარებს ისე შანის არაა არ დაგელაპაკება. ახლა ვფიქრობ: ვუთხრა თუ არა რომ ხვალ რბოლაზე გავდივარ? შანსი არაა, სიცოცხლე მინდა. არადა, მიზეზი რომ ვუთხრა იქნებ გამიგოს და წამომყვეს კიდეც შეჯიბრზე. ესეც არ გამოვა. ეს ისეთი გიჟია შეჯიბრებამდე წლების აწყობილ... მოიცათ როგორ ეძახის? უი, ხომ ,,ჟესტს" დამიმტვრევს. მოკლედ ისევ ის იდიოტური მიზეზი ვთქვი და სახლიდან კინწისწვრით გამომაგდო. არადა ძმაა რა... მას რამე რომ მოუვიდეს? დედამიწას ამოვატრიალებ ბიჭო!
ახლა ცოტა აზრზე მოვალ. აქვე სანაპიროზე ყავას შესანიშნავად აკეთებენ. ორი ორმაგი ექაპრესო ავიღე და ჩემ გოგოსთან ავედი. როგორია ჩემი გოგო? ჩემი პაწუ? ჩემი ცხოვრების აზრია პროსტა. ან რა თვალები აქვს, ან რა გამოხედვა. სველი კოცნა სჩვევია თავხედს. როგორც შემეხება მაშინვე ჭკუიდან გადავყავარ. ,,იცი რა მიყვარს? დღე შენით დაწყებული." ამას რო გეტყვის, როგორ არ უნდა ააკითხო ამ ცხოვრებას ყოველ დღე. ხო ხანდახან ვრჩები კიდეც მასთან. ხო, შეზღუდულები არაფრით არ ვარ. ერთად ბედნიერები ვართ და ზუსტად ვიცით რასაც ვაკეთებთ, თანაც ძალიან მალე მისი ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდება. რა? ჩემი ცოლი გახდება.
ესაც ჩემ ძმას კი არ გავს. საკმარისი იყო კარზე ერთხელ დამერეკა ზარი მაშინვე მისი ჩქარი ნაბიჯების ხმა დერეფანში მესმოდა. კარს გააღებდა თუ არა ისე ჩამეხუტებოდა თითქოს 2 კვირიანი მივლინებიდან დავბრუნდი. მაშინვე ჩემს საყელოს წაავლებდა ხელს და საძინებელში შემათრევდა. ეს ჩემი გოგოა!.. ახლა ერთად ვისაუზმეთ და მერე ხვალინდეთ გეგმასაც ერთად გადავხედეთ. დღის ბოლომდე უეჭველი ორი კრუგი უნდა დავარტყა. წინასწარი შემზდება კიდევ ერთხელ არ მაწყენდა. ახლა ჩემი გოგო მეჩალიჩება რბოლაზე ჩემთან ერთად დაჯდეს, მაგრამ შანსი არაა. თანაც ეს ჩვეულებრივზე რთული შეჯიბრი იქნება.
_ სიცოცხლე კარგი რა...
_ პაწუ, სულ ტყუილად იხარჯები. ვერ დაგსვავს ჩემს უკან. ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება იქ, რომ იქნები.
_ ძალიან, რომ გთხოვო?
_ მაკათქო!...
_ მოიცადე, ახლა შენ რა გააკეთე?
_ რა გავაკეთე?
_ სახელით მომმართე...
_ კარგი რა პაწუ, რაზე ჭედავ? თანაც ახლა მე უნდა ვიყო გაბრაზებული.
_ შენ რატომ?
_ უკვე 20 წუთია რაც არ გითქვამს, რომ გიყვარვარ.
_ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.

**

  უკვე შუადღის 3 საათია. ეს დროც როგორ გამეპარა. სულ ასე ხდება მაკასთან ერთად რომ ვიწყებ დღეს, თანაც ერთი ჯანსაღი ჩვევა მაქვს. ვეჭიდავები ყოველი წამით მეათედს. ვცდილობ დავიმახსოვრო ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მაკას ნამდვილად ვერ წავიყვანდი, თანაც რბოლამდე ბიჭებთან ერთად რაღაცეები უნდა გავიარო. რანაირად აცივდა? არადა ქურთუკიც არ მიგდია მანქანაში. სახელოსნოში როგორც კი შევედი ჩემი ბიჭი იქ არ დამხვდა. სანამ წნევამ არ ამიწია. ბიჭებმა მითხრეს რომ ოთომ ერთი კრუგი დაარგყა სანაპიროს. აი, როგოც იქნა მომიყვანა.
_ ე, ბიჭო! რამდენჯერ გითხარი ქალაქში ,,პატარა " (ეს სახელი მე შევარქვი) ნუ გაგყავს. ერთხელაც იქნება ამ ჩემ ძმას გადაგეყრები და სულ ჩამეშლება ხვალინდელი გეგმები.
_ ლაშა ძმაო, ნუ ნერვიულობ სულ ერთი საათით ვიყავი გასული.
_ ხო ოთო და რომ იცოდე ეგ ერთი საათით ძალიან მნიშვნელოვანია.
_ კარგი შემეშვი და წამო შევუბეროთ!

საღამოს 7 საათი იქნებოდა და ძლივს მივაღწიე საწოლამდე. თავი როგორც კი დავდე ეგრევე გავითიშე. მეღვიძება ალბათ გამთიისას. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაც საშინელება მესიზმრა, მაგრამ არაფერი მახსოვს. სამზარეულოში გავედი და რას ვხედავ... მზიკოს ტელევიზორთან დივანზე ჩასძინებია. ფთხილად მისი გაღვიძება ვცადე და ისიც ძალიან მორჩილად წავიდა და დაწვა. ოხ, ვენაცვალე მე მის ტკბილ ხელებს. ხშირად მომხვედრია, მაგრამ უფრო მეტიც მოფრება მახსენდება. წყალი დავლიე თუ არა ძილის შებრუნება ვცადე. ახლა თითქოს ჩემს გონებაში ჩემი ცხოვრების მთელ 23 წელმა ერთდროულად ჩაირბინა. აი, ხომ არ მახსოვს რა ხდებოდა 3 წლამდე, მაგრამ წარმოვიდგინე. მეფიქრება აბსოლიტურად ყველაფერზე. დედაზე, დეიდაზე და ყველაზე მეტს მაინც გიგიზე ვფიქრობ. დანაშაულის შეგრძნება მეუფლება, რომ ამას ვუმალავ, მაგრამ როცა რეალურ მიზეზს გაიგებს იქნებ გამიგოს კიდეც. ჩემი გოგო? თან რა გოგო. ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველას იმედებს გავამართლებ და ამ შეჯიბრს აუცილებლად მოვიგებ. ასე თუ არ მოხდება... კარგით ნუ მომაქცევთ ყურადღებას ალბათ ზედმეტი ემოციების ბრალია.

**
  ის მნიშვნელოვანი დღეც გამითენდა. ახლა ალბათ ყველაზე მეტად მეამაყება საკუთარი თავის, რომ როგორც იქნება მექნება ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვერ ვიტან ,,ფული" და როგორც იქნეა დედაჩემს ქვეყანაში დავაბრუნებ. არა რა კაცი, სანამ ცოცხალი ხარ ერთი რამ მაინც უნდა გააკეთო, რომ მერე მთელი ცხოვრება ამაზე ილაპარაკონ. საღამომდე სახლში დავრჩი. მზიკოს ხან საიდან მოვუარე და ვაკოცე ხან საიდან. ერთად გემრიელი ვახშამიც მოვამზადეთ და ახლა ჩემს ძმას ველოდებით. მოვიდა ისიც გადაქანცული სამსახურიდან. ჩვეულ რეჟიმში წავკინკლავდით და მერე მზიკომაც დაუკრა მისი რეპერტუარიდან ერთი სიმღერა, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს. ,,მზე ისევ ამოვა". წასვლისას ძალიან მინდოდა ერთი მაგრად ჩამეკრა გულში ეს ჩემი ძმა... არ ვიცი რატომ ალბათ ჩემში უფრო გავაღვიძებდი გამარჯვების შეგრძნებას. ,,იცოდე მე აღარ გეყოლები და..." რამ მათქმევინა ახლა ეს სიტყვები? არადა ეს ვთქვი თუ არა ძალიან შემცივდა. თითქოს ხელებიც ძალიან გამეყინა. არ ვიცი რატომ მაგრამ სახლში მივბრუნდი და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც მრჩებოდა. მზიკომ დამინახა თუ არა შეშინებული სახით მეკითხება:
_ ლაშა რა მოხდა შვილო? სახეზე სულ გაფითრებული ხარ?
_ დეი არ ვიცი, მაგრამ ძალიან მცივა.
_ მოდი აბა მანახე... სიცხე არა გაქვს. გინდა ცხელ ჩაის გაგიკეთებ?
_ კი მინდა. მოდი შეშევი სიარულს და მითხარი...
_ რა გითხრა შვილო?
_ წარმატებები მისურვე დეი.
_ წარმატებებს კი გისურვებ, მაგრამ რისთვის?
_ დღეს ერთ ძალიან მაგარ გოგოს ხელი უნდა ვთხოვო.
_ რას ამბობ შვილო? ცოლი მოგყავს? ეს რა მაგარი ამბავია, მაგრამ ეს მაშინ რატომ არ თქვი შენი ძმაც რომ აქ იყო.
_ რავი, ხო გაიგებს ისედაც.
_ გაიგებს, მაგრამ შენგან უფრო გაუხარდება ხომ იცი?
_ კაი დეი წავედი. მადლობა ჩაისთვის!
_ აბა შემომხედე!
_ კაი ბიჭი ვარ დეი?
_ კი შვილო შენ რომელი გოგო გეტყვის უარს...
ეს იყო და მზად ვარ რბოლისთვის. სახელოსნოში მივიდი და ,,პატარა" ისევ ადგილზე არ დამხვდა. ეს რაღაც ახალი ხუმრობაა? რბოლამდე ერთი საათია დარჩენილი ეს ჩემი ძმაკაცი კიდე სად დაათრევა ნეტავ?

_ აქ ვარ ძმა დამშვიდდი. შენი ,,პატარაც" აქ არის.
_ სიცოცხლე!
_ პაწუ მაპატიე ვეღარ მოგაქციე ყურადღება. ცოტა არ იყოს ვღელავ.
_ მესმის შენი. სიცოცხლე ის, რაზეც გუშინ ვსაუბრობდით...
_შანსი არაა მაკა...
_ ლაშა გარეთ ვიღაც ტიპია შენ გკითხულობს.
_ შემოუშვი აბა!
_ ლაშა ხომ?
_ კი ძმა მე ვარ.
_ გამარჯობა მე აქაურობის ზედამხედველი ვარ. მინდა გაგაფთხილოთ, რომ გამთენიისას ვიღაც ერთი ბიჭი ამ სახელოსნოს არ სცილდებოდა.
_ ვა, საინტერესოა და იცით ვინ იყო?
_ კი, როგორ არა. მგონი ის არის. შავი გრძელი წვერი რომ აქვს.
_ ვინ ვატო? ვატო ჩვენი ძმაა. გაიხარე, მაგრამ მშვიდად იყავით ყველაფერი რიგზეა...

ახლანდელი დრო

_ რა მითხარი რა მქვიაო?
_ ვატო ძმა.
_ აბა პირველ რიგში საიდან ვიწყებთ?
_ ვინაიდან ,,პატარა“ ასეთ მდგომარეობაშია აწყობით ვიწყებთ.



**
გამარჯობა ფრანკ!
შეხედეთ, მე ისევ ასე ვიწყებ დღეს. მე შემიძლია ისევ დავლიო ყავა და წავიდე სამსახურში. ისევ შემიძლია ოთარის დაუმთავრებელ რომანებს ვუსმინო და მერე შეიძლება ბავშვთა სახლშიც კი ვითამაშო ფეხბურთი. სამი თვე გავიდა ავარიიდან და ახლა ნუ მკითხავთ იგივეს რატომ ვაკეთებ? ისედაც მე ხომ სამი თვის უკან ჩემში მოვკალი სული და ახლა სხეულს ისევ მე ვეზიდები. მძიმეა ადამიანო, ძალიან მძიმე იმ ტკივილის ტარება, როდესაც უბრალოდ გინდა რომ ყვიროდე. არადა კაცისთვის, რომ გეკითხათ რომანტიკა სულ არ უყვარდა და მაკამ ორი დღის წინ ლაშას წერილები ხელში ჩამიკუჭა. არც ამ წიგნებით კითხვით ვიკლავდი თავს. ეს დღეს თამთამ კიდევ უფრო შემაძულა. ის, მიგზავნიდა ხოლმე წაიკითხეო და მეც ძალიან გულდასმით ვკითხულობდი. არადა იმ დროს მართლა გამიჩნდა წიგნის კითხვის სურვილი. ესაც ალბათ სიყვარულის ბრალი იყო. ახლა კი, როცა არ ვკითხულობ უკვე პროტესტია. ამ ჩემ ძმასაც ვუკითხე ფრაზები და ე, ბიჭო! ეს მაკა რა სიგიჟემდე ყვარებია. მათი გატარებული დღეებიდან დიალოგებსაც კი აი ასე წერდა.
07.07….
22:35
_ რატო? რატომ გააკეთეს ეს?
_ ისეთი არაფერი გამიკეთებია.
_ არა, მოიცადე! თუ კოცნა არ გინდოდა შენს ხელს რატომ აკოცე?
_ არა, შენ ჩემი არ გესმის. ეს სწორედ იმიტომ გავაკეთე, რომ კოცნა არ მინდოდა.
_ გთხოვ...
_ ნუ მთხოვ, უნდა წავიდე.
_ გთხოვ...
_ ისე რა უცნაურია არა? მთელი დღე წვიმდა და ახლა ცაზე ვასკვლავები გამოჩნდა.
_ ცაში ახედე.
_ რას აკეთებ? დამსვი!
_ გაჩუმდი და ცას უყურე.
_ გთხოვ...
_ გიჟი ხარ...
თქვენც ის დაინახეთ რაც მე? დიახ, მათ შორის დიდი ქიმია იყო და ამ ყველაფერს ასეთი დასარული არ უნდა ჰქონოდა. დასრულდა... და ოდესღაც ყველაფერს აქვს დასასრული, მაგრამ იცი ახლა მთავარი რა არის? შეჯიბრი მოვიგო. ახლა როცა ამ სამი თვის განმავლობაში საკუთარი ხელებით ავაწყე ,,პატარა" და სულ პირველად გავატარე მაშინ მივხვდი, რას გრძნობდა ჩემი ძმა. მაშინ მივხვდი როგორ უყვარდა ის საქმე, რასაც აკეთებდა და ვხვდები რამხელა სიამოვნებას იღებდა აქედან. იცით შევიყვარე ,,პატარა". ახლა ამას ვინმემ რომ ზედმეტად ხელი დაადოს ალბათ დავბრიდავ. იცით როცა ვიძახდი ეს შეჯიბრი, ყველაფერი თარსიათქო ყველაფერს გავაკეთებ და მოვიგებ. ამ მოგებას კი ჩემი ძმის სახელს დავარქმევ. კაცის სახელს, რომელსაც რომანტიკა სულ არ უყვარდა.

**
  ეს ტატუც სულ არ მხიბლავდა და რამდენჯერაც ლაშა გასაკეთებლად მიდიოდა იმდენჯერ შემოვუძახებდი: ,,შეჩვენებული ხარ“! მთელი მარჯვენა ხელი მოხატული ჰქონდა და ამბობდა: ეს მარჯვენა კიდევ ბევრ რამეს შექმნის და იცით შექმნა. ძალიან დიდი და ღრმა სიყვარული შექმნა. დატოვა მეგობრობა და წასვლამდე მოგონებები, რომელიც მის შეხვედრამდე მეყოფა. ხო ტატუზე ვამბობდი და გასულ კვირას ამ ასაკში პირველად მარჯვენა მკლავზე გავიკეთე ტატუ. მოდი მნიშვნელობას ჩემთვის დავიტოვებ. არ ვიცი იქნებ მოვიდეს დრო და მოგიყვეთ კიდეც მისი მნიშვნელობის შესახებ.
დღეს კვირაა. სახელოსნოში დღის ნახევარზე მეტი გავატარე. ეს მაკას ქვითინი ჩემზე უკვე ძალიან ცუდად მოქმედებს. მესმის სასოწარკვეთილია, საყვარელი ადამიანი დაკარგა, მაგრამ ის ჩემი ძმაც იყო და რო მოდის და საათობით მიყვება ერთად გატარებულ დღეებს მეც უნდა გამიგოთ რა. პირდაპირ მბრიდავს. მერე ის ღამე, ან ალკოჰოლით უნდა გავიჟღინთო ან ვაი და კაიფში გავიპარო. აი, ახლაც 7_საათია და მაკა ისევ სახელოსნოს კარგთან ზის და მგონი ცოტა ნასვამიც არის. აქაურობა უკვე უნდა დავკეტო და ვხვდები, რომ ახლა ჩემ თავთან ერთად ამის თრევაც მომიწევს. არადა მართლა ცუდად გადაიტანა ეს ჩემი ძმის ამბები. როგორც კი გავიგეთ, რომ დაიღუპა მაკამ გონება დაკარგა და გაიღვიძა ერთ კვირაში. თვალი გაახილა თუ არა დედაზე ადრე ლაშა მოიკითხა. მერე რა მომენტია იცით? მეორედ რო იაზრებ ამ ყველაფერს. მეორედ რომ იგებ შეყვარებული დაგეღუპა..
კარგი გავიარეთ!
ახლა მაკა სახლამდე უნდა მივიყვანო და მერე ალბათ მეც ლუდს ვიყიდი და სახლში ავალ. ახლა მაკა მიწაზე ისეთი მოკუნტული ზის, როგორც ჩვილი დედის მუცელში. შესიებული თვალები, გაყინული ხელები, უმოწყალო გამოხედვა. ასე მგონია ახლა ეს ადამიანი ამ ქვეყნის წევრი არ არის და სულაც ხელი აქვს ჩაქნეული ყველაფერზე. მივედი, ჯერ ხელი გავუწოდე. ხელი ამიკრა...მითხრა შემეშვიო და ზურგი მაქცია. წყნარად არ ესმის? ხოდა შევუღრიალე. (რა? აბა რა მექნე? უკვე აღარ შემრჩა ერთი ღერი ნერვი.)
_ ადგები თუ ძალით წაგათრიო?
_ შემეშვი.
_ ახლა შენ!...
_ რა გაღრიალებს?
_ იცი დავიღალე. მთელი სამი თვეა შენი ქვითინი უკვე ყელშია. ეს ჩემი ძმა საფლავში მოასვენე აქ მეც დამაცადე ვიგლოვო კარგი?
_ გაწუხებ.
_ კი მაწუხებ! შენი ასეთი მდგომარეობა მაწუხებს. არ მინდა ასეთს გხედავდე. ქალი ხარ! ადექი, პირი დაიბანე და ცოტა აზრზე მოდი. ასეთს ჩემი ძმა რომ გხედავდეს არც დაევასებოდი. რადღეში ხარ პროსტა.
_ მენატრება, ძალიან მენატრება და შენ არ გესმის ჩემი.
_ არა, მესმის!!! შენი კარგად მესმის, რადგან ის ჩემი ძმა იყო. მე ძმა დავკარგე და უკვე ვერც კი იაზრებ, რომ ამ შენი საქციელებით თანდათან მეც მბრიდავ.
_ დამეხმარები?
_ კი, როგორ არა. (მაკოცა. ხო აბა ლოყაზე მაკოცებდა.)
_ არა, არაა ასე მოქცევა არ შეიძლება.
_ მაპატიე, მაპატიე არც კი ვიცი ეს როგორ მოხდა.
_ წამოდი, სახლში დაგტოვებ.


**

  რას ბოდავ? ის ქალი, შენი ძმის საცოლე იყო. ცოტა აზრზე მოდი და ამოიგდე თავიდან კოცნა შეცოდების. ესეთი რამ არასდროს მომსვლია. ქალმა მაკოცა და... მე კი არაფერი გამიკეთებია... გამისწოდა? შეიძლება ითქვაც, რომ გამისწორდა კიდეც და სწორედ ეს მაგიჟებს. როგორ შეიძლება მოგწონდეს იმ ქალის კოცნა, რომელსაც დღემდე შენი გარდაცვლილი ძმა უყვარს. ეს ჩემებური ამბები მას შემდეგ დაიწყო, რაც ლაშას წერილები წავიკითხე. ერთი ასეთი განსაკუთრებულად მახსენდება. თითქმის დეტალურად აქვს მაკას სხეული აღწერილი. ხო არ ღადაბთ? კაცი დილით ადრე ადგა და მძინარე შეყვარებულს დაჟინებით უყურებდა და შემდეგ მისი სხეულის თითოეული ნაწილი ფურცელზე გადაიტანა. არა რომ კითხოთ კაცს, რომანტიკა სულ არ უყვარდა. ახლა რამე უნდა გავაკეთო და ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, თორე შეიძლება გავაფრინო. ეს დეიდაჩემი სულ მეუბნებოდა შეცდომებზე ისწავლე ცხოვრება. მე კი შეცდომას, შეცდომაზე ვამატებ და ეს ცოდვებიც უკვე თითზე ჩამოსათვლელი გამიხდა. ქალი? ო, ეს ქალი ხო კაცისთვის ყველაზე მაცდური იარაღია. გონებას აგირევს, თავბრუს დაგახვევს, მიაღწევს თავის წადს და მერე წადი და იმტვრიე თავი... ყველაფერს დავივიწყებ, მაგრამ იმ მაცდურ კოცნას რა დაივიწყებს.
  ორშაბათია სამსახურის დღე და ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ხდება ხოლმე. საღამოს ღონისძიება გვაქვს და თინიკომ მთხოვა იქნებ შეძლო და ღია ფერის პერანგი ჩაიცვა. ჩემი ძმის შეყვარებულს ვაკოცე და ამაზე დიდი ცოდვა კიდევ რა უნდა ჩამედინა. ავდექი და ნაცრისფერი პერანგი ჩავიცვი და საღამოზე მივედი. ამ ვარჯიშების გადამკიდე უნდა ვაღიარო, რომ ცუდ ტანზე საერთოდ არ ვიყავი. ხუთ დღეში შობაა. ეს საღამო ამ წლისთვის ბოლოა. ჩვენი გუნდს რამოდენიმე დღეში წინა საახალწლო შვებულება ეწყება. მოწვეულნი იყვნენ რამოდენიმე სელებრითიც. ალაგ-ალაგ ტიკ ტოკერებსაც მოვკარი თვალი. სასმელების მაგიდასთან რამოდენიმე პირველკულსელიც კი შევნიშნე. ოთარისთვის დღეს ზეიმია. უკვე აღარ იცი რა წყალში გადავარდეს და რომელს დაუწყოს ჩალიჩი. ეს თინიკო რა ლამაზია ღმერთმანი. შავი კაბა მოურგია და ტუჩზე წითელი პომადაც წაუსვია. პირდაპირ თვალის მომჭრელია. აი, ახლა ორი შამპანურით სავსე ჭიქით მიახლოვდება. მეორე ჭიქა მე გამომიწოდა და თან მეუბნება:
_ შენთვის პატარა სულპრიზი მაქვს?
_ ვა, საინტერესოა და რა არის?
_ აი, ისიც...
ხო არ ღადაობთ? ის მაკაა... დედას გეფიცებით დაახლოების 5 წუთის განმავლობაში პირ ღია ვაშტერდებოდი. ეს ის ქალია, გუშინ ღამით საკუთარ თავსაც რომ აღარ გავდა. თმას რა უყო? ეს რა ლამაზია... ღმერთო როგორ უხდება წითელი კაბა თანაც ზურმოღერებული. ოპა... გონს მოდი! შინაგანი ხმით ჩემ თავში წამოვუძახე და ახლა თავი ძალიან მაგრად უნდა მეჭიროს, რომ სახეზე ეს აღფრთოვანება არ დამეტყოს.
მოდის... მოდის და ეს სიარულიც რა თავდაჯერებული აქვს. მეტი აღარ შემიძლია... მე აქედან მივდივარ! ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე. ზურგით შევბრუნდი შამპანურით სავსე ჭიქა ბოლომდე ჩავცალე. შემოვბრუნდი და დაახლობით ისე დავხვდი ალბათ 32_ვე კბილი მიჩანდა.
_ მაკა გამოდის, რომ ჩემ საუბარმა შედეგი გამოიღო. (რა ვქნა... ვცდილობ მეგობრულად მივუდგე.)
_ გამოიღო და მეტიც, ხვალიდან სამსახურს ვუბრუნდები.
_ ვაუ., ძალიან მაგარია.. გილოცავ! (ვგრძნობ ახლა სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრი)
_ კარგად გამოიყურები. ნაცრისფერი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფერია.
_ ვა, მართლა? ჩემიც...
_ დავლიოთ?
_ დავლიოთ, ოღონდ დოზაზე ნაკლები..(გაეცინა...ამდენი ხნის შემდეგ მის სახეზე ღიმილი პიველად დავინახე და უნდა გენახათ როგორ უხდება.)

**
  კიდევ ერთი დღეეც მიილია. თითქოს ამ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ეს ყველაზე სტაბულური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საკუთარი გრძნობების გაკონტროლება მიჭირდა.
თამთა სად არის?
ხო გავიგე უკვე გამუდმებით ამას მეკითხები და რადგან ასე გაინტერესებს გიპასუხებ: გათხოვდა... ხო, აი ასე გათხოვდა და ცოლად ერთ ბიზმესმენს გაყვა, როგორც თვითონ ამბობდა ჩემი ბიძაშვილია. თამთა წარსულს მაშინ ჩაბარდა, როცა შავბნელი დღების განმავლობაში არცერთხელ დამინახავს მისი სახე. მაშინ ჩაბარდა როცა გათხოვდა და აი, სწორეს მაშინ გაუფასურდა ის ქალი ჩემთვის. განა იმიტომ რომ გათხოვდა? არა, უბრალოდ რაც დრო გავიდა გავიაზრე, რომ ყველაზე უნაყოფო ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში.
კარგი აღარ გვინდა ქალებზე საუბარი.
წამომყევით, ერთი ძალიან მაგარი ადამიანი უნდა გაგაცნოთ. ის, მაშინ გავიცანი როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ფსიქოლოგიაზე გვიკითხავდა ლექციას. შანსი არ იყო მისი რომელიმე ლექცია გამემაზა და როგორც კი მისი ლექცია სრულდებოდა მაშინვე ნაყოფიერად ვგრძნობდი თავს. საუკეთესო მრჩეველი იყო მაშინაც და დღესაც ასეა. დღეს ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ფრანკი 69 წლის. 24 წლის იყო, როდესაც ფართო აუდიტორიის წინაშე დადგა და პირველი ლექცია პირველკურსელებისთვის საიკითხა. შანსი არაა ჩამოუჯდე და თავისი პირველი ნაბიჯების მოყოლა დაიწყოს, მაშინვე მოიხიბლები მისით. ყველაფრით მაგარი კაცია, მაგრამ ტრაგედია აქვს. 9 წლის ქალიშვილი დაეღუპა და ხო ამხელა კაცია. უკვე შვილიშვილები პატრონი, მაგრამ შანსი არაა ყოველ კვირას საფლავზე არ ავიდეს და ცისფერი კესანები არ აუტანოს. ესაც იმიტომ, რომ მისი ქალიშვილი გიჟდებოდა მიმდვრის ყვავილებზე. მე და ფრანკი ვგიჯდებით ლუდზე. თუ სადმე კარგი თამაშია ასე ვიკრიბებით და მივდივართ ბარში ფეხბურთის საყურებლად. თუ გაამართლა და ჩვენ გუნდმა მოიგო ჩვენს სიხარულს ხო საზღვარი არ აქვს. წააგებენ და მერე მაშინვე ამჟავებული სახით მივდივართ სახლში. აი, ახლა მაგალითად ვზივართ და არცერთი თამაში არ არის დღეს. სამ-სამი კათხა ლუდიც დავლიეთ, მან თავისი სტუდენტობა გაიხსენა მე ჩემი... ბოლოს კი როცა მივხვდი, რომ ყელში რაღაც მოუსვენრობა მჭირდა ავდექი და ვკითხე:

_ ფრანკ სიყვარული რთულია?
_ სიყვარული ყველა ვარიანტში რთულია. გაგეღიმება და იტყვი ის ქალი ჩემია, მეორე წუთს მოიხედავ და მიხვდები, რომ შენარჩუნება კიდევ უფრო რთულია.
_ როგორ უნდა მიხვდე, რომ სწორედ ის ქალია, ვისი შენარჩუნებაც მინდა?
_ ეგ ძალიან მარტივია. მის დანახვაზე ენა გებმვის. ნივთები ხელიდან გივარდება და ზოგჯერ წონასწორობის შენარჩუნებაც გიჭირს...
_ ამ ასაკში?
_ სიყვარული ასაკს არასდროს მოეთხოვებ...

  ახლა ცოტა ნასვამი, ავუყვები ნაცნობ ქუჩებს. მეცნობა გზები, ადგილები. აქ სადღაც პირველად შევხვდი მაკას. ეს ყველაფერი სიგიჟეა, მაგრამ რატომ ხდება ისე, რომ... როგორც კი მის სახელს ვამბობ მეღიმება? უნდა წავიდე, გიტოვებთ წასაკითს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სტაბილურ დღეს. სანამ მორალს წამიკითხავთ. გაიხსენეთ დღე, როცა მის დანახვაზე ნივთები ხელიდან გივარდებოდათ. მე კი იქამდე გეტყვით:
მომავალ შეხვედრამდე!


**
  მოვედი და ვფიქრობ ისევ იწერება რაღაც აზრიანი... შენც ფიქრობ რომ ამ ამბავს გაგრძელება უწერია? თუ ასეა მაშინ სულ ცოტაც მოიცადე და მალე შეჯიბრია! ახლა ალბათ ფიქრობ ესეც თუ მოკვდა რა აზრი ჰქონდა ამის წაკითხვას. აი, ასე უბრალოდ დავიწყე წერა და მეც არ ვიცი რატომ? იქნებ სულაც ემოციების დასაცლელად გავაკეთე ეს. იქნებ სათქმელი დავცალე და სულაც სული მოვითქვი. ალბათ რამდენმა მიკითხა მორალი, როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ქალი, რომელიც შენი გარდაცვლილი ძმის საცოლე იყო. იცით მაკა სულ მიყვარდა მაშინაც და ახლაც. უბრალოდ ჩვენი პირველი შეხვედრიდან იმდენი დრო იყო გასული არც მიფიქრია რომ ამაზე საუბარი ღირდა.
ის ღამე? ეს 5 წლის წინ იყო. ბარში დავლიეთ და მეორე დღეს მასთან ერთად სასტუმროში გავიღვიძე. რა მოხდა? გაგიკვირდა? დავიჯერო ასეთი რამ კაცს არასდროს მოგსვლია? დავლიეთ მეგობრებთან ერთად და მერე ცოტა გავერთეთ კიდეც. ახლა ალბათ გაინტერესებს: მსგავსი რამ თამთასთან რატომ არ მოხდა? პასუხი ერთი მაქვს: მაკა განსაკუთრებულია. იმავე დღეს შევთანხმდით, რომ ეს ყველაფერი ჩვენს შორის დარჩებოდა და ეს ამბავიც, ჩვენს გონებაში უბრალოდ მივიწყებას მიეცემოდა. არა, მეგობარო! არავის, არაფერი არ ავიწყდება. დრო? დრო არაფერს შვრება. გარდა იმისა, რომ გონებაში ტკეპნი იმ ღამეს. კოცნას, მის ხელებს, მზერას და სულაც მის სხეულს. აი, ასე... უბრალოდ, რომ მასზე არ მეფიქრა ზუსტად ერთ თვეში ვთქვი, რომ შეყვარებული ვიყავი ქალზე და მაშინ ის ქალი ჩემი ცხოვრების აზრი იყო. დღემდე არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, მაგრამ მაშინ ეს ყველაზე კარგი გამოსავალი მეგონა. დრო როცა გავიდა და გავიაზრე, რომ ამით საკუთარ თავს ვატყუებდი და სხვებსაც. საუბარი მომინდა ყველაფერზე... ესაც არ გამიკეთებია. ან არ უნდა შემდგარიყო არ ვიცი, მაგრამ ასე მოხდა. გარკვეული დროის შემდეგ... უნდა ითქვას, რომ წლების შემდეგ გავიგე, რომ ჩემ ძმას ხვდებოდა. მანამდე მაკა სულ მწერდა, ალბათ ყოველღე. მეც როგორც ყველაზე თავშეკავებული ადამიანი უბრალოდ შევეშვი და ცხოვრების გაგრძელება ვცადე. ლაშას გარდაცვალებიდან დღემდე მაკა და მაგდა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არ დაზოგეს ძალა და ენერგია და ყოველ ჩემს დაცემაზე ფეხზე წამოდგომაში მეხმარებიდნენ. მაკას მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ ვაფასებ მისი მხრიდან მხარდაჭერას. აი, ბიჭები ხო ვაფშე ჩემი ძმები არიან. შანსი არ იყო სადმე გასაქცევი მქონოდა ყველაფერში მხარში მედგნენ. ასეა ადამიანო... სწორედ რთულ მომენტში ჩანს ვინ არის რეალურად შენს გვერდით და მე ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი.
აქამდე თუ დრო ისე გამყავდა, რო არ ვუყურებდი საათს. არ ვაკეთებდი ჯამეთელობისთვის სასარგებლო რამეს. ახლა ვხვდები, რომ თითოეული წამი გადამწყვეტია. ახლა როცა მე უნდა გავიდე შეჯიბრზე, ვიაზრებ რამხელა პასუხისმგებლობაა. ვიაზრებ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო ისე, რომ არ დაღუპო თავი და მერე დედა, რომელიც ისედაც შვილმკვდარი ქალია. აი, შენ რო მიკითხავ ფრაზებს. შენთან ერთად მოვკიდე ტელეფონს ხელი და საკუთარ თავს მესინჯერში დაუწყე ლაპარაკი. თავიდან სულაც არ ვიყავი ამ საქმეში გაწაფული, მაგრამ ახლა შენ შეაფასე: ,,კაცს, რომელსაც რომანტიკა არ უყვარდა" წერა შეუძლია? ხო თავს ვიგიჟებდი, ვფიქრობდი ამას ვერასდროს შევძლებდი, მაგრამ ხომ ხედავთ დავიწყე და არ ვიცი როდის დავასრულებ. ესაც ალბათ მაშინ მოხდება როცა მოსაყოლი არც არაფერი დამრჩება. ახლა წავედი, ზუსტად 24 საათში რბოლაა!
არ ვიცი ლაშამ ის დღე როგორ დაიწყო, მაგრამ დილიდან ალბათ მზიკოს ერთი ათად ვუარე გარშემო. ალბათ რაც აქამდე სიყვარული არ გამიცია მისთვის ახლა გავაკეთე ეს. დილით მასთან ერთად ვისაუზმე და ვატოს შეხვედრაზე შევუთანხმდი. არ ვიცი ოთარმა ეს როგორ გავრცელა, მაგრამ რბოლაზე ყველა ჩემი თანამშრომელი იყო მოპატიჟებული. აი, დადგა ის დღე როცა გავიგებ ჩემი ძმის რეალური მკვლის ვინაობას და მივიღებ პირველ ადგილს, რაც მას ასე ძალიან უნდოდა.
სახელოსნომდე მანქანით მისვლა ვარჩიე. ვატოს ხელშია იქაურობა და თავს მშვიდას ვგრძნობ რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. მოკლედ სანაპიროსთან წითელია, დავდეგი ამ ჩემი პლიუსით. ერთ ყურში ყურსასმენით მაგდა მელაპარაკება ტელეფონზე და თან გზას ვუყურებ. ამ ჩემს განცდებში ვარ და მოულოდნელად მესმის, ვიღაც ფანჯარაზე ხელს მიკაკუნებს. ფანჯარას ჩავუწიე თუ არა ვხედავ ქალს, რომელიც სულ შავებშია ჩაცმული. ამ ჩაფხუტში ნორმარულად ვერ ვარკვევ ვინ არის. ერთი ის დავინახე, რომ ქერა გრძელი თმა ჰქონდა. ეგ იყო და რო ჩააჭირა არც ეგ ქალი დამინახავს და არც მისი მოტოციკლი. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა ვერც ნომრების დამახაოვრება ვცადე. გავიარე ალბათ 4 კილომეტრი და გზას კიდევ ეს ქალი მიჭრის. მოსახვევში დამაყენა და არც იმის საშუალებას მაძლევს მანქანა გადავაყენო. ბევრი სიგნალის და ხელის ქნევის შემდეგ გზიდან ჩამომეცალა. ნეტა ახლა ეს შეშლილი ვინ უნდა იყოს?
ჩემი მანქანიდან გადმოსვლა და მისი ჩაფხუტის მოხსნა ერთი იყო...
___ ___
_ გააფრინე? ეს ვისია? რატომ დაჯექი, ან გზას რატომ მიჭრი? სიცოცხლე მოგბეზრდა?
_ კითხვების დასმას თუ არ დაასრულებ ვერც გიპასუხებ.
_ გისმენ!
_ ნუ ღრიალებს?!
_ ახლა მიპასუხებ თუ...
_ კარგი ხო... 3 წელია რაც მოტოს ვმართავ. თავიდან პროტესტის გამო გავბედე მერე შემიყვარდა და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც გახდა.
_ ლაშამ იცოდა?
_ კი იცოდა და იმ დღესაც ჩემზე უარი თქვა.
_ ხო თქვა ალბათ იმიტომ, რომ რაღაცას გრძნობდა და შენი საფრთხეში ჩაგდებაც არ უნდოდა.
_ ხოდა ამით მან უარესი გააკეთა.
_ რა გინდა, რომ მაგით თქვა?
_ არ გინდა, რბოლაზე უარი თქვი.
_ შანსი არაა. აი, შენ კი არა ვაფშე ვერავინ გადამაფიქრებინებს ამას.
_ ერთხელ უკვე დავკარგე. მეორედ ამას ვეღარ გადავიტან. მით უმეტეს არ მინდა ეს შენ იყო.
_ მაკა ძალიან გთხოვ, არ გინდა ასეთი ლაპარაკი. უარესად მძაბავ, თანაც ხომ იცი გამკეთებელი ვარ.
_ კარგი მაშინ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
_ უკვე ვარ. წამოდი, მანქანით წაგიყვან.
_ მეღადავები? ეგრე ნუ მიყურებ. ცუდი მძღოლი არ ვარ, თანაც რო წავალ გამომხედე ჩემს საფირმო მოსრიალებას გავაკეთებ.

  ისე წავიდა კუდი არც დამანახა. ამაზე იყო ნათქვამი. ხო, ყველა ამპულაში მინახავს ეს ქალი, მაგრამ ეს რა იყო? სრული ქარიშხალივით ამოვარდა ჩემში და ახლა ვზივარ და გამოდადებას ველი. ეს რა შედარებებია გიგი? ახლა მთავარია გონს მოვეგო და გზა სახელოსნომდე გავაგრძელო. ბევრი არც არაფერი მქონდა დარჩერნილი. ზუსტად სამ კილომეტრში ადგილზე ვიყავი. მანქანა იქვე ბარდიულდან დავაპრკინგე და გადმოვედი. ბევრი არაფერი დამჭირდა წინასწარი მომზადებისთვის, თუმცა რაც არ გამომრჩა იყო ჩემი ძმის შავი ქურთუკი. ის, ამას ყოველ შეჯიბრზე იცმევდა და ბოლომდეც ასე იყო. ახლა ლაშამ თუ არა, მე დავასრულებ. მოვიგებ და დედა ქვეყანაში დაბრუნდება. რეალურად ეს არის სამართალი და ასეც მოხდება.
მივესალმე ოთარს და რამოდენიმე ჩემს ძმაკაცს. გაგიკვირდებათ და თინიკოც აქ არის. ხო ასეთი დახვეწილია, მაგრამ ჩემთვის მოვიდა. შორიდან მაგდას ხმა მესმის. ყვირის, კი არა კივის ,,გიგი!" მოუყვანია თავისევე არანორმარული მეგობრები. ხო, გამახასნდა წინა კვირას აღფრთოვანებული მწერდა: ჩემებური ადამიანები ვიპოვე. არადა მაგდა ისეთია, ნეტა ბევრი დადიოდეს მისი მსგავსი. ამას რო ვეუბნები ბრაზდება. ამბობს: მე ერთი ვარ. მეტი საქმე არ მაქვს შენს ბიჭურ ცხოვრებაში სხვა ჩემნაირი კიდევ გყავდეს. ახლა შორიდან ფრანკი შევნიშნე. მისი იქ ყოფნა ხო ყველაზე დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის. ასე მეგონა ყველა იქ იყო, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მაკლდა ვიღაც. დიახ მაკლია და ის ჩემი ძმაა. მერე მახსენდება, რომ ამ ყველაფერს მის გამო ვაკეთებდი და თავსაც ამ ბანალური ფიქრებით ვიმშვიდებდი. აი, ყოველთვის მქონდა იმის განცდა რომ ლაშა კი არ გარდაიცვალა უბრალოდ ბინა იცვალა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ იყო იქ, სადაც მე. ახლა არ ვიცი რა გამჩენმა არ მომასვენა, სახელოსნიში შევედი და ჩავიკეტე. არადა შეჯიბრებამდე 35 წუთი იყო დარჩენილი. გავჩერდი იქ, სადაც ლაშა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ დროს ატარებდა. სადღაც გაცვეთილ ტილოზე ჩამოვჯექი და ჩემს თავს დავუწყე ლაპარაკი. ასე მეგონა პასუხს დამიბრუნებდა და დაახლოებით 5 წუთის განმავლიბაში ილუზიაშიც კი ვიცხოვრე...
_ ე, ბიჭო! ის მაინც მითხარი რას აკეთებდი სანამ შეჯიბრზე გადიოდი?
_ ვატკაცუნებდი... (ეს ხო ნორმარული არასდროს იყო. ახლა მისი ხმა მესმის... უფრო მეტიც სულიერ თანაგომას ვგრძნობ...)
_ კაი ნახე რო 3 უკვე შენს უკანაა. გაასწარი მერე რა ხდება?
_ თქვი: ამის ფრანკ ფრეის! ამასაც შევძლებ და შემდეგ სიჩქარეში გადართე.
_ დარჩა ორი მოწინააღმდეგე, რომელიც დამშეულია და მთავარი პრიზი ფული უნდა. მერე რა ხდება?
_ აი, ახლა შენ უფრო გინდა! ბოლო სიჩქარეში გადართვა დაგრჩა ძმა...
_ ამ ყველაფრის გაკეთება ხომ შენც შეგეძლო.
_ ასე ვერასდროს ვერ გავიგებდი, რომ ჩემ ძმამ ჩემ გამო სამყარო გადადგა.
_ მოვიგებთ.
_ აბა რა ძმა... მიდი, გამარჯვებამდე სულ ერთი ნაბიჯი გაშორებს.
_ ყოველთვის ვიცოდი, რო აქ იყავი, ჩემს გვერდით...

ამ სიტყვების თქმა იყო და ილუზია ჩემი თვალებიდან გააქრა. ეს იყო უკვე გასვლას ვაპირებდი და კარები ვატომ შემოაღო. აშკარად შევატყე კარგად არ გამოიყურებოდა. ასეთი რამ არასდროს არ მოსვლია ჩემთან. თითქოს არც თვალებში მიყურებდა. არადა უკვე კაცს თითქმის სამი თვეა ვიცნობ და ასეთი არ მახსოვს. ერთ ორ სიტყვას ძლივს გადააბავს ერთმანეთს და მერე ჩუმდება.
დროა!
ჩავიცვი ქურთუკი, დავიხურე ჩაფხუტი, დავიფიქსირე მუხლები და ეგაა მზად ვარ. ახლა ჯერ ის ოვაციები არ მაძლევს დანებების საშუალებას და მერე ჩემი ძმის სიტყვები, რომელიც დამოდენიმე წუთის წინ მივისმინე. სულ შვიდი მონაწილეა ჩემი ჩათვლით, მაგრამ ეს ფინალია და შესაბამისად ძალიან ძლიერი კონკურენტების შერკინება იქნება. ვხედავ ექვსი მონაწილეა. ყველა მეშვიდეს ელოდება და როგორც ჩანს გაჭინაურდა კიდეც. (ო, როგრორ არ მიყვარს ეს ,ციფრი ,7') შეჯიბრი 10 წუთით გადაიწია ესაც მარტო იმიტომ, რომ მეშვილე მონაწილე ქალია. როგორც კი ჩემს გვერდით ჩადგა ის ქალი. ჯერ სურნელი ვიცანი და მერე მისი მხრები. ხო არ ღადაობთ? მაკას ჯერ ჩაფხუტი გაკეთებული არც ჰქონდა და მაშინვე ხელიდან გამოვგლიჯე.

_ახლავე, აქაურობა დატოვე.
_ გიგი შენ ვერ მიმითითებ რა უნდა გავაკეთო
_ მაკა უკვე მოთმინებას მაკარგვინებ.
_ დაახვიე!
_ არა, არ წავალ. ფული მჭირდება და მივიღებ კიდეც.
_ საინტერესოა შენ რაში გჭირდება ეს ბინძური ფული, რომ სიცოცხლესაც კი რისკავ.
_ მეგობრებო, დამშვიდდით... ახლა ამის დრო არ არის.
_ ერთი გამატარე რა! ფეხებზე მკიდია შეჯიბრი ნახევარი საათით გადადეთ.
ამის თქმა იყო და მაკას არ ვიცი რა ძალით მოვკიდე მკლავზე ხელი და სახელოანოში შევათრიე. ეს წესებიც ვიცი. თუ გაფორმებული ხარ ასე მარტივად ვერ იტყვი უარს შეჯიბრზე. ეს თუ ფინალამდე მოვიდა გამოდის რომ აქამდე ყველა შეჯიბრს თავი კარგად გაართვა. აი, მესმის ცხოვრებამ მოგიწყოს სუპრიზი, მაგრამ ასეთი? სასოწარკვეთილმა მაკამ ახლა ზურგი მაქცია და ძალიან ხმადაბლა ქვითინებს. არადა ხო მესმის, ტირის. ცხოველი რო იქნები ადამიანი. ალბათ ვატკინე...
_ გეტკინა? აბა მანახე.
_არ მომეკარო! (ხელი მკრა)
_ მიპასუხე, ფული რაში გჭირდება?
_ შენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? (ახლა გამწარებულმა ხელი სახელოსნოს კარს დავარტყი)
_ მაკა რატო არ გესმის, რომ შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. შენ კიდე შენი ფოკუსებით გინდა ჭკუიდან გადამიყვანო.
_ რატომ? რატომ ვარ შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი?
_ მიყვარხარ! ახლა გაიგე? ყოველთვის მიყვარდი, მაგრამ თავიდანვე ჩემებური ამბები მჭირდა. შენთან პირობა დავდე, რომ არასდროს შემიყვარდებოდი, მაგრამ როცა მივხვდი რო ამას ვერ შევძლებდი. ისევ შენგან შორს ყოფნა ვარჩიე.
_ ფული იმიტიმ მინდა, რომ მკერდის კიბო მაქვს...
_ რა?
_ დიაგნოზი ცოტახნის წინ გავიგე. პირველი ქიმიაც გასულ კვირას გავიკეთე. გიგი იცი რა... შენც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, მაგრამ ხომ იცი რომ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია. ძალიან გთხოვ ერთხელ და სამუდმოდ მომეცი უფლება ვიდგე შენს გვერდით. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
_ ჩემ ძმას მუხრუჭები შენ გადაუჭერი?
_ რა?
ეს იყო და დაიძახეს. ახლა უკვე საბოლოოდ დრო მოვიდა შეჯიბრი დაიწყოს. უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ცოტა ხნის წინ ქალს, ვუთხარი რო მიყვარს. მეუბნება კიბო აქვს და ფულიც ამისთვის სჭირდება. ბოლოს კი, როცა ვკითიხე: შენ გადაუჭერი თუ არა ჩემ ძმას მუხრუჭები? არც ისე გაკვირვებული სახით შემომხედა. ამ ფიქრებში გართული ვარ და დრო ჩაირთო. დაახლოებით 5 წუთი დამჭირდე და სამი მოთამაშე უკან ჩამოვტოვე. წინ კიდევ სამია და სამივე ძალიან ძლიერი კონკურენტია. ,,კიდევ ერთი სიჩქარე" და ფინიშამდე მხოლოდ ორნი დავრჩით. მე და მაკა. ფული უნდა? მაგრამ ,,მე უფრო მინდა“. კიდევ ერთხელ მოვუმატე სიჩქარეს და სულ რაღაც რამოდენიმე წამიც და...
მოგება ჩემია!!!
აბა რა ბიჭო!!! ლაშა ეს შენთვის ჩემო ძმაო. ეს მოგობა ჩვენია!!! ჩემი და შენი. ახლა ქურთუკი გავიხადე, ჯერ ვაკოცე და შემდეგ ზეცისკენ ავწიე. სულ რამოდენიმე წამში ატყდა ოვაციები. ჩემთან მოვიდა ალბათ ყველა. ამ ქაოსში ვერც შევნიშნე მაკა სად წავიდა.
აი, ახლა ხელში მიჭირავს უშველებელი ქაღალდი წარწერით ,,100 000$" ამისთვის იბრძვოდა ჩემი ძმა. ახლა მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი რამ დარჩა მოსაგვარებელი. ზუსტად ერთ კვირაში დედაჩემთან ჩავფრინდები, მოვკიდებ ხელს და სახლში დავაბრუნებ. მაკა დავიკიდე? არა, უბრალოდ ვეღარ ვენდობი. სწორედ მის ბოლო გამოხედვამ არ დამხია უკან და სწორედ ამიტომ გამარჯვებამდე ვიბრძოლე ბოლომდე. ამ ოვაციებში გართულებს პოლიცი მოგვადგა. ვხედავ მაშინვე ვატოსთან მივიდნენ.

_ მოიცათ, აქ რა ხდება? რაღაც გაუგებრობაა.
_ არა, გიგი მათ მე დავურეკე. (ახლა უცებ თავში დამარტყა ამ კაცის პირველი შეხვედრამ და მის პირველ სიტყვამ)
_ ვატო არ გინდა! ეს შენი ბრალი არ ყოფილა. (შორიდან ვიღაც გამოესარჩლა)
_ ძმაო ის კაცი მე ვარ. მე გადავჭერი მუხრუჭები.
_ მოდი აქ უნდა მოგკლა! (გადამეკეტა, ხელებს ვიქნევდი ალბათ შეუჩერებლივ)
_ ძმაო არ გინდა, ასე შეძლება შემოგაკვდეს.
_ მოკვდეს მე ამისიც... მოკვდი, რატომ არ კვდები?! (ვერავინ ვერ შეძლო ჩემი გაჩერება გარდა ერთი ადამიანისა და ისიც მაკა იყო)
_ საკმარისია... გიგი თუ ღმერთი გწამს გაჩერდი!!!
_ შენც იცოდი არა? ყველამ იციდით და მე მიმალავდით.
_ მისი მოკვლა არ გვინდოდა. ხო გადავუჭერით. ვიფიქრეთ ასე მხოლოდ მოტოციკლიდან გადმოვარდებოდა და ბევრი-ბევრი ფეხს მოიტეხავდა. ისე გიჟივით ატარებდა, ვერაფრით შევძელით მისი გაჩერება.
_ მერე იდიოტებო, სხვა გამოსავალი ვერ ნახეთ? ადამიანები არაფრით არ ვართ დაზღვეულნი თქვენ კი მიდიხართ და ადამიანს სიცოცხლეს ართმევთ.
_ მაპატიე გიგი...( ვატომ დაგუბებული სისხლი პირიდან გადმოიღო და თან ძლივს თქვა ეს ორი სიტყვა.)
_ და შენ ქალბატონო. ეს ყველაფერი იცოდი და არაფერი თქვი.
_ მე ის ფული მჭირდებოდა, თანაც მართლა კარგი განზრახვა გვქონდა და ბოლოს ასე შემოგვიტრიალდა.
_ გავგიჟდები, გეფიცებით გავგიჟდები!

  დააკავეს ალბათ 15_მდე ადამიანი. მათ შორის მაკაცაა. არ ვიცი ჩემგან მწერალი დადგა თუ, არა მაგრამ იმდენად დიდი ქაოსი ხდებოდა ჩემ თავს არც კი ვიცი გაჩუმებას როგორ შევძლებდი. ეს მოგებული ქაღალდი კი ავიტანე სახლში, მაგრამ ახლა ვფიქრობ ამის შემდეგ რა იქნება? მოდი წამომყევი და ამბავი ერთი კვირის შემდეგ გავაგრძელოთ.

ერთი კვირის შემდეგ!

  არავინ იფიქროთ მწერლის შემოქმედებისთვის უდიდესი მნიშვნელობა არ აქვს რისთვის წერს. მწერალი არასოდეს დაწერს რაც არ უგვძვნია, არ განუცდია. ვისაც არ მოსწყურებია, მისთვის წყალი უბრალოდ უფერული სითხელა. ვისაც არ ყვარებია, მას სიხარულის გაგება გაუჭირდება. ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის. წამები, გრძნობები, ემიციები, სუნი, დედის სუნი იყო ერთადერთი, რის გამოც ეს ყველაფერი ღირდა. დედამ დამინახა თუ არა მაშინვე ,,ჩემი ბიჭები!" ეს ორი სიტყვა თქვა. დედაჩემმა ჩემში დატოვა ლაშაც და ახლა ორივეს ერთად ასე გულდასმით გვეფერება. დედჩემს სათობით დასჭირდა დრო იმისთვის, რომ ჩემს სახეს, ხელებს და საერთოდაც ჩემს თვალის ჭრილებს დაკვირვებოდა. დედაჩემი ასეთია, უყვარს ყველაფერზე დაკვირვება. გაუჭირდა პაპის და იქაურობის დატოვება, მაგრამ ხელი მოვკიდე და დავაბრუნე სახლში.
**
  ყველაფერს ხომ გამართლება უნდა. არადა სულ ვიცოდი, რომ მაკა არ იყო ის ქალი, რომელიც ჩემს გაბედნიერებას შეძლებდა. მაშინაც და ახლაც ვიცი რომ ის არი ქალი, ვისი შეყვარების უფლებაც არ მქონდა. ახლახანს გავიგე რომ მაკა 24 საათში გაუნთავისუფლებიათ და ქვეყანაც ბიძაშვილთან ერთად დატოვა. გერმანიაში ერთადერთი მიზანისთვის გაემგზავრა და ეს კიბოსთან გამარჯვებაა. კაცი, ვარ რომელსაც რომანტიკა სულ არ უყვარდა... მაგრამ დავწერე. მოულოდნელად დაწყებული ამბები დასარულს მივიყვანე. ახლა იცი რას ვაპირებ? წასვლას. წასვლამდე კი ნურასოდეს დამივიწყებ კარგი? ბევრი ვერაფრის სწავლა ვერ შევძელი თქვენთვის, მაგრამ დაგანახეთ ის, რომ იცხოვრეთ დღევანდელი დღით. რამეთუ არ იცით რა მოხდება ხვალ და მერე დაგწყდებათ გული ვერ გამონახეთ დრო გეთქვათ ,,მიყვარხარ!“ ვერ შეუსრულეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს უკანასკნელი სურვილი. დაიწყე ოცნებების ახდენა.
ახლა სწორედ ამის დროა!


დასასრული!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები