ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2021


* * * * * * *

* * *
გამოგიტაცე ლაჟვარდებიდან
და ჩემს სუნთქვაში ჩაგიდგი სული.
ეს ხეტიალი ალბათ დაგღლიდა
ჩამოიღვენთე როგორც სუმბული.
იქნებ კმაროდა ლაჟვარდში ხტომა
მიგალობებდი მე ლურჯი ციდან,
ყურს მივუგდებდი შენს ციურ ტორტმანს
მეგონა ესეც გადაივლიდა.
ძნელი გამოდგა თარეში ბედის
წლები ცვიოდა წამწამებივით
შენ სუმბულივით ასე დაღვენთილს
ცივად გადენდა ლაწანს ზეფირი.
დაგვიმორჩილა ორთავ სიობლემ
გამიზაფხულდი უცებ სიზმარში
შმაგად მოვარდნილს ვრეკდი ბიზონებს
გახელებით და მთელი სიმძაფრით.
შენ ჩემი ჟინი გასულდგმულებდა
ჩემი ჟინი და სიცოცხლის სუნთქვა
უკვე არ ჰგავხარ იმ სუმბულებს და
ბედის თარეშიც ორთავ არ გვთუთქავს.

* * *
მე გავირყვენი ამ ცხოვრებისგან
და მატარებლის ბაქანთან მდგარი
დაგელოდები როცა ხმებიან
განცდა ლოდინის — წუთები მკვდარი.
ახლა ძვირფასო, ამ სამყაროდან
დაგვიანებულ მგზავრივით გიცდი
შენ აღარა ხარ, უდგას ჩემს ყალანს
დღე საშინელი და სუიციდი.
ახლა ძვირფასო, შორი ველიდან
მე სისხლიანი ყვავილი მომაქვს
ლიანდაგები ჩემი ნეკნია
და ზედ შავბნელი ღრუბელი ბოლავს.
აჰა დაბნელდა, მოჯარდა ქუჩის
სალახანების ხმა გამკივარი,
მე გამოზრდილი და ქვეყნის ბუში
ვარ გადაშლილი — მფურცლავს მკითხავი.
მაცლიან გულს და მაცლიან ხელებს
მე გელოდები ისევ უძილოდ,
ჯერ მომკლავს, მერე თუ გამამათელებს
ეს მოლოდინი, სანამ ვუსმინო
ამ ქუჩის ხმაურს, ამფითეატრში
ჩემით ტკბებიან როცა მაცლიან
სულს და იმედებს, ასე მფეთქავი
როცა წამების მსდევს გრადაცია.

* * *
როგორ გათენდა, როგორ დაღამდა
ამ დღენაკლული ფურცლის დაფასთან,
რა მიმქონდა და რა გადმომქონდა
ყოფნა-არყოფნის გზის შესაყართან,
ვფიქრობდი: როგორ მედავა ღმერთთან
რომ გამომესკვნა სწორი სარჩული
ქარი კი ფიქრის ნართავებს ხევდა
და შორს დამირჩა კვლავ გაზაფხული.
ვაქციე მხარი ათას ხვეულებს
ვაშენე ფიქრის ერთი ხვეული
მაგრამ გამექცა, ყოფნა ფურცელზე
დარჩა მტვერი და ჩამყაყებული.
როგორ გათენდა, როგორ დაღამდა
ამ დღენაკლული ფურცლის დაფასთან
ვფიქრობდი: ქარი ღრენდა საფლავთან
და რაც მოჰქონდა, იმას ფანტავდა.

* * *
თუ ჩემს ფიქრებში წაგიღებს ქარი
აღარ ვინაღვლი მაშინ სიშორეს
მოხვალ ლამაზი როგორც სიზმარი
შუქს მიმოაფრქვევ ჩამქრალ მიმოზებს.
გავიკვირტები როგორც ეს ვარდი
რომელსაც ახლა ღრუბელი აწვიმს
რადგან ბულბული მასაც შეჰხარის
ჩამომეშლება გულიდან დარდი.
ვიყო ვან გოგი ან სერვანტესი
ან დავხატავდი, ან კალამს ვცდიდი
ამხელა სევდას სად ჩავატევდი
რომ არ მაცლიდეს ქარი აზიზი.
ან მემუარის შემეძლოს წერა
თუ დაიტევდა ალბათ ტკივილსაც
ან საუცხოო ჰანგი მომესმას -
სადღაც უჩემოდ ტკბილად იდინა.
უკვე სიცივე არაქათს მაცლის
უკვე ქარიც კი მზისა მტერია
თუ გაგულისდა ფოთლებს დააცლის
და ვარდებიც კი ატირდებიან.
თუ ჩემს ფიქრებში წაგიღებს ქარი
აღარ ვინაღვლი მაშინ სიშორეს
მოხვალ ლამაზი როგორც სიზმარი
შუქს მიმოაფრქვევ ჩამქრალ მიმოზებს.

* * *
მზეს მიფიცხებულ თოთო ბავშვივით
დუმილით ვდგავარ სამარის კართან
უკვე გავმხდარვარ მიწის არჩივი
და მლოცველივით გულღია ვდგავარ.
გატკეპნილ გზებზე ბევრია გლოვა,
ჭკუის არევა, მორევა ბრაზის.
როგორც ხეების ნაყოფის მოსხმა
მაინც მახარებს რაღაც ამგვარი.
რაღაცა ილტვის საოცრებისთვის
რაღაცას გული ეთმობა მწარედ
ჩემში და მაინც მორევის ტკივილს
ვახშობ შიგნით და გავფანტავ გარეთ.
არ შემიხედავს ბარჩხალა მზისთვის
როგორც მე ვუმზერ სამარეს ახლა
ასე არასდროს სიმძიმის ტვირთი
არ აწეულა მხრებიდან მაღლა.
ვდგავარ და ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
ისმის ჩემს გულში უკრავს ორგანი
თურმე იმდენი ხანი გასულა
რომ დაიცალა ქვიშა მომავლის.

* * *
მე უხმაუროდ გავყვები ქვიშას
სად მომიყელებს მწირი ადგილი.
გასკდება ნაღმი სიცოცხლის მიღმა
ვარ მოჩვენება, არ ვარ ნამდვილი
და იმ ადგილზე ეკლის ქარები
მე გამომაცლის სანატრელ ქვიშას
თუ სამარის კარს ფორთხით ავყევი
თუ მივაღწიე სანატრელ მიზანს?!
არა, არ მოვა დღე ხვალინდელი
დღე ხვალინდელი მტვერია მხოლოდ
ქვიშაში ნაცრად მე ავირევი
ავი სულები დამაყრის ხორხოცს.
ქვიშაზე მწყობრად გაირბენს სხივი
დაიწერება ცხოვრების საგა
მწირი ადგილი მიყელებს მზისით
ვგავარ აღრეულ, უფორმო ანბანს.
თხრობას დააწვიმს დელგმა და თქეში
გაიფანტება ამბავი ცაში
ღამეა შავი, დილაა მრეში
და ქვიშა მალავს სიწრფელეს ნამდვილს.
ჰანგი ციური ვეღარ ჩამესმის
ამ უდაბნოში დუმილი მეფობს
ამ უსასოო მხარეს კაეშნის
მე ერთი შევრჩი, მე შევრჩი მხოლოდ.

* * *
ჩემს მთებზეც მწუხრი ჩამოთოვს
დაიკლაკნება ბილიკი
სად ეხეტები, სად ობლობ
ჩემო ჩიორავ ვინ იცის.
იქნებ ბედია ასეთი
დაგილახვრია გორები,
სად გადაგდტყორცნა განგებამ
თვალმარგალიტი ოცნების.
იქნება შენი ოცნებაც
ლებარდეს გულში მძვინვარებს
სამყარო გედიდკაცება
და ვეღარ პოვნი სინათლეს.
ღერძი გატყდება სამსოფლო
დავიფანტებით მწირივით
სად ეხეტები, სად ობლობ
ჩემო ჩიორავ ვინ იცის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები