ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზიანე
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2021


ჩურჩული გალაკტიონთან

17 ნოემბერი...
გალა...
ჩურჩული გალაკტიონთან!

მაპატიებს,ალბათ შენი
ბუმბერაზი სული შფოთვას,
მაპატიებს ყველა ბრძენი
უკვდავებავ,შენთან მოსვლას.
მკრეხელობად ნუ ჩამითვლი
თუ კი ოდნავ შეგედრები,
ნურც სტრიქონებს ნუ დამითვლი,
ნურც გამკიცხავ,გევედრები...
ხოდა,ვგრძნობ რომ არას მიშლი,
რადგან ამით მაინც გგავარ-
ხელის ბიძგის მოლოდინში
ფანჯარასთან შენებრ ვდგავარ...
ვერ მოვერგე.....ვერ გავიგე
სად ვთქვა ,,ჰო“და სად ვთქვა ,,არა“,
ბნელი ციხე ვერ ავიღე,
სიძლიერე გამეპარა.
რაც მე სულში გავდე ხიდად,
ხშირად სხვები ვერ ხედავენ,
მომნათლავენ ვიცი გიჟად,
ცხრაკლიტულში ჩამკეტავენ.
ფორიაქში და ბოგინში
ციცქნა რამით მაინც გგავარ,
ხელის ბიძგის მოლოდინში
ფანჯარასთან შენებრ ვდგავარ.
მაქეზებენ-,,გადახტიო“
და თავად კი შიშით თრთიან,
დამცინიან-,,რად წახდიო“,
ლაჩარს,სნეულს მეძახიან...
. ჰოდა,რაც მე გავდე ხიდად
არ უნდათ და ვერ ხედავენ,
შემრაცხავენ ვიცი გიჟად,
ცხრაკლიტულში ჩამკეტავენ......
ცეცხლის ალი ცად მიფრინავს,
სულ ცოტათი მაინც გგავარ,
თეთრი დროშა არ მიჭირავს,
ფანჯარასთან ისე ვდგავარ!
#გალაკტიონი
#პოეზია
#უკვდავება
პ.ს. წლებისწინანდელია,რომელსაც ყოველ 17 ნოემბერს ვიხსენებ..ვიხსენებ და ვხვდები,რომ არაფერი შეცვლილა ანდა მხოლოდ მცირედით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები