ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2022


ნათი...


შენ მთის შველივით მშვენიერი ხარ,
როგორც ღიმილი, გშვენის სიმორცხვე,
სულში ჩამწვდომი მესმის შენი ხმა,
დამილოცნია შენი სიცოცხლე.

შენ დედასავით მშვენიერი ხარ,
თვალებში გიდგას უძირო სევდა,
გულშიც ჩამესმის ნათი შენი ხმა
და ისე გლოცავ, როგორც შვილს - დედა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები