ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: კარი
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2021


^^^

მეც ისე ვჭკნები, როგორც ფოთლები
და მათნაირად ვფრიალებ გზებზე.
მე, ველოდები მზის სხივს მოთმენით
მაგრამ ამაოდ ვეშვები ფსკერზე.

მეც ისე ვჭნები, როგორც ფოთლები....
ვჭკნები ტკივილით დაღარულ კანით,
მეც სიმსუბუქით განა მოვკვდები...
მე, სიძულვილით, წამებით, დარდით...

უძილო ღამით, უიღბლო სახით
პირფერი ხალხით, შტორმით და გვალვით
ნატანჯი ყველა დაჭრილი ქალით,
სასიყვარულო ნაომარ ხვალით...

და მაინც მარტო! ამდენად მარტო...!
ტრიალებ წრეზე შეშლილი სახით
და გატაცებით იხვევ ჭრილობებს,
კიდევ და კიდევ უფრო და მეტი

დამაჩნდეს ყველა წყეული კვალი,
რომ აღარასდროს ვიყო ასეთი, ასეთი...
წყნარი, სუსტი თუ ბრძენი
დასაცინ სხვათა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები