ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2021


არ ვარ გარეული

არ ვარ გარეული,
დღეა მთვარეული,
წვიმის წვეთები,რომ სარკმელს ეხეთქება.
ნათევ ღამეებში, ცრემლში არეული…
თავად,ღმერთსაც არ სურს ამის შეჩერება,

წვიმამ მოუხშირა გზაზე ბორიალი,
ახლა თვალებს მხოლოდ სუსხი ეფერება,
ალბათ,ღმერთი არის აქაც ჩარეული,
ფიქრმა მოიტანა- “მე რა მეშველება”.

თავსაც მოიკლავენ ახლა ეს ფოთლები,
ასე ერთიანად ხეს რომ მოსწყდებიან,
მერე,გაიბნევა ქუჩაში ჭორები,
მერე,ეს ჭორები როგორ გორდებიან.

არ ვარ გარეული,
დღეა არეული,
ალბათ,ის ფოთლებიც სადღაც ცხონდებიან,
თითქოს,ბედი იყოს აქაც ჩარეული,
ერთად ყვავილობენ, მერე შორდებიან.

გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები