ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მე მიქაელი ვარ
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2021


წვიმს

ნაქერალაზე ამოდის მთვარე
და თითქოს  ჩემი სული ამოაქვს.
მე რა იქნება არ ვიცი ხვალე,
წვიმს, სიმშვიდეა და საღამოა.

მთელი ბავშვობა წვიმაში შედის,
ამ ლექსში მარი, წვიმა ავტორობს.
არ მინდა წვიმა სადმე შეჩერდეს!
არ მინდა წვიმამ, რომ მიმატოვოს!

ვიყვარებ თხევად ამბორ ოტებას,
მაგრამ ეჭვების განა მდგმურებსაც.
სიყვარულს - ლამაზს ამ ბოროტებას,
კვლავ ემუქრება განადგურება!

ეჩვევა კაცი ნამქერს კივილით,
ეჩვევა კაცი მიწას ქათიბად
და თეთრი ყვავი სადღაც ქვრივივით,
ლამაზ სიბერეს ქალში გათიბავს.

ჩემგან არ დარჩა ნამწვიც მარიამ
სული ადიდდა, ალბათ კვეთს ეზოს.
დღეს ქუჩა ისევ ნაწვიმარია
და სიჩუმეა საუკეთესო!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2021 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები