ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: დ. /
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 ნოემბერი, 2021


ვთქვათ

  წარმოიდგინეთ, რომ ბიზნესმენმა გადაწყვიტა ხელში ჩაიგდოს საავადმყოფო. ამისთვის მან შეიმუშავა მზაკვრული გეგმა. მან ქალაქში რომელიც ეს საავადმყოფო მდებარეობდა გაავრცელა რაღაც დაავადება და შექმნა წამალი, რომელიც ამ დაავადებას განკურნების ნაცვლად უფრო ართულებდა და ჰქონდა უამრავი უკუჩვენება, შემდეგ მან საავადმყოფოს ადმინისტრაციას შესთავაზა დიდი რაოდენობით თანხა, რომ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ამ წამლით ემკურნალათ, თანხა იმდენად დიდი იყო რომ საავადმყოფოს მმართველობა ყველაფერს აკეთებდა წამლის გასასაღებლად. Ცოტა ხანში ბიზნესმენმა გაავრცელა ქალაქში ხმები, რომ ეს წამალი უვარგისი იყო, ბევრიც მართლაც ავად გახდა ან გარდაიცვალა წამლის მიღების შემდეგ, ქალაქი შფოთმა მოიცვა. ისმოდა შეძახილები, რომ დამნაშავე წამლის გამსაღებლები უნდა დასჯილიყვნენ, ბიზნესმენი სათავეში ჩაუდგა წამლის მიღების შედეგად დაზარებულთა ჯანყს, ისინი შეიჭრნენ საავადმყოფოში, გაანადგურეს ყველაფერი რაც ხელთ მოყვათ გააძევეს საავადმყოფოს ადმინისტრაცია, შენობა კი ბიზნესმენს გადასცეს.  ამგვარად ბიზნესმენი  დაეპატრონა სხვა საავადმყოფოებსაც სხვა ქალაქებში და შექმნა ერთიანი გლობალური მართვის ქსელი.
  ახლა ეს შედარება გადავიტანოთ სახელმწიფოებზე (საავადმყოფო _ სახელმწიფო). ჩემი აზრით ეს არის რეალობა რომელშიც დღეს ვიმყოფებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები