ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მე მიქაელი ვარ
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2021


მე და უკვდავება

ჩვენ ორნი ახლა ვსუნთქავთ! ორ ხეს შორის ვართ!
ერთს ვხედავთ, ხოლო ჩვენს ქვეშ ვმალავთ მეორეს.
უსმინე ფესვებს, როგორ უნდათ ქარის მორისვა,
დგას ნეკერჩხალი და მიწისქვეშ თავს იმეორებს.

რადგან  ფეხებქვეშ მდუმარენი წვანან ცოცხლები;
ჩქარა ცოცხები! სიმარტოვე უნდა გაივსოს!
ალილუიას სხვანაირად ნუ იმოძღვრები!
მე უცისკრო ვარ, უსიცოცხლო და უდაისო!

მე ვარ შიმშილი, მე ვარ გლოვა, შენისლული და
ისე გათოვდა, რომ ვიფარებ ნაქონ ხეთა თმას.
გთხოვ უკვდავებავ... დამაკვირდი შენი სულიდან;
ვით გადაგდებულს თოვლში ხელთათმანს!

სიმართლე ტყუის და თოვლივით ბრმაა გეთაყვა!
შეურაწყოფილს ემსგავსება, თოვლი ბუკინისტს
და როცა ისევ მობეზრებულ თავთან ერთად ხარ
და როიალი სიშორეზე წვიმას უკივის...

ფესვებს გალახულს, დავიწყებულს, სიტყვა; " ჩვენ " შიათ!
ვერც ვეფერები დიდებულად მე რიდიანი.
" ჩვენზე მეტია უკვდავებავ, ის რაც ჩვენშია "
ვაკუუმით და უსასრულო მერიდიანით

და როცა წავალ, გზებს გავყვები ისეთ მიუვალს,
დავმალავ ხეს და მის ქვეშ მყოფ ხეს, ალბათ ორივეს.
ასე მგონია პოეზია დეჟავიუა
და დრო არ ინდობს ამ სიგიჟის ტრაექტორიებს!

გთხოვ, უკვდავებავ! გაუძეხი სულის კათედრალს,
ცხოვრებას ვიწყებ, მეც სხვებივით კი არ ვარსებობ.
ტახტზე დრო დაჯდა და სიკვდილმა გადაათეთრა
ვინც არსებობდა ქვეყანაზე უშიგთავსებოდ.

მდგომარეობა მალავს პოეტს, ყველა გონიერს,
მსურს მაცოდინა, შენ დღეს წახვალ საით! თუ მოვალ...
მშვიდად, მდუმარედ, ჰო, მიქაელს როცა ჰგონია;
მყარად ვდგავარ და ფესვებივით საიდუმლო ვარ!

ორ ხეს შორის ვართ! მეგობარო! ორ ხეს შორის ვართ!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2021 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები