ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2021


სულ იყო

მე მინდა შენთან. მე მინდა მარტოს,
ჰოდა მითხარი, როგორ ვებრძოლო
დროის ხასიათს.
მე ფეხს მისველებს, შენ ტუჩზე გათოვს,
ჩვენ პოეზია.
და დაგაქვს დიდი თვალები შავი,
მიწის ხელები და ცა ცისფერი,
სხვა დღე რომ გადამიშალო,
სხვა მზე რომ გამიხსენო.
სიხარულით და იმედებით,
და მობრდღვიალე მზესუმზირით.
ეგ მანერები. ილეთები,
შენი ღიმილი - საზეპირო.
ახდეს მოქნილი გაფიქრება,
ათიათასჯერ ნანახო,
გულით მზიანი გათენება
კიდევ განახო.
კიდევ მოვიდე ხელში კალმით
დამჭკნარ ფურცელზე წაწერილი.
და ჩემი გამოგონილი დარდი
მიწაში გაქრეს საცერივით.
და ჩემი წყალში გახსნილი დარდი,
უფორმო, როგორც ქრიზანთემა,
შენ მოგინდება, გადამალო,
დილით სიცოცხლე გიყვარდება.
ჩვენ გვენატრება გაზაფხული
და სათოვარებს ღიმით ვუცქერთ.
ღრუბლებმა, თვალეგანაბულმა
მზეებო, თქვენი თბილი კუთხე
როგორ გაიფინეს. წვიმებია.
გზაზე გადარბიან ირმებივით
თვალები, რომლითაც გვძინებია,
თვალები, რომლებშიც ვინებივრეთ.

მითი ლოდებზე ამბავს ყვება.
ჩვენი სიტყვებზე გალაშქრება.
ჩვენი სიტყვებზე გამარჯვება,
პალატა. სუნით ამიაკის.

მთელი ქალაქი მოვინადირეთ
უხეშ ხასიათს ატანილებს,
ერთად იმ დროზე გაგვეცინება,
როდესაც არ მიყვარდი.


....
ფეხზე მაზის გერმანული მეჭეჭები -
ქართულ „რატომს“ ინგლისური why.
შენ კი არა, ეს სამყარო მეეჭვება,
არაფერი არ მაქვს მისი ვალი.

გადაივლის. ეჭვი ასი გადაივლის.
სიზმრად ვნახე, ვარდი ამოსულიყო.
რაღაც უფრო სხვანაირი
ევასა და ადამივით
იქიდან გადმოტანილი იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები