ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 ნოემბერი, 2021


თხოვნით მოგმართავთ გამარკვიოთ რისი თქმა სურს ამ ტექსტის ავტორს



,,სუბიექტური პრაგმატიზმის პრიზმიდან დანახული პრედიკატი უვიციზმამდე დაქვეითებული სუბსტანციური მარაზმია, საიდანაც აბერაციული წახნაგებიდან იმზირებიან ზიგომიცეტური შინაარსის მატარებელი ჰალოფიტური არსებები, რომლებიც იატროგენურ განკურნებადობას არ ექვემდებარებიან და ბაზოფილური მიბაძულობითი იმბეცილიზმით იტანჯებიან. ამ არსებებს ადამიანები ეწოდებათ. ისინი მარგინალიზებული მონსტრები არიან, რაც გამოხატულია უპირადობითი დეგრადაციით, დაბრკოლებული იმაგინაციითა და ცნობიერებითი კოლაფსით. თანატოლოგიზმის საკრალური საბურველით საკუთარი პერსონიფიცირების განსაზღვრებისა წინაშე დააყენეს ბუნება. მორფოლოგიური იკონემაც ამ ზნედაცემულმა და უმორალო არსებებმა შექმნეს და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავად ზნეობაცა და მორალიც. ღმერთიც კი გამოიგონეს. სიკვიდლისა და სიცოცხლის თანაზომიერ პარადიგმად აქციეს ყოველი დღის შინაარსი, ბუნება მოიხმარეს და ლავირებაც მოახერხეს. საუცხოო ფენომენია ადამიანი, როგორც ქმედითი სიმულაციით გამოხატული მოძრავი საგანი, თითქოს ყველაფერი მასშია მოქცეული. ვერ ვიტყვით, რომ მის ცნობიერებას რაღაც აღმატებითი და კატეგორიულად განსხვავებული მართავს, ან უპირველესი გონითი მთლიანობაა, მაგრამ ვიზუალური ეფექტის პათოსით (თუ დავუშვებთ, რომ ხდომილობა ხორციელდება გარეგანი ზეგავლენის მეშვეობითაც) მნიშვნელოვანი საგანია ადამიანი, ხელოვნებითობის ინსპირატორი, რომელსაც მამოძრავებლად თვითკმარი გონითი აღგზნება მიაჩნია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები