ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2021


გ.ე.ზ.ი.


****
სად დავყარე თესლი და არ გაღვივდა,
სად დავმალე ტკივილები მით გაიოლდა,
სადაც არაფერს ვისურვებდი ოცნება გავბედე,
არავინ უნდა მყვარებოდა-საკუთარი თავი დავკარგე,
სადაც არაფერი მებადა იქ გავმდიდრდი,
მარტოობა მინდოდა და ბუდეს ვტიხრავ,
ღობემ იჯებირა, გარს შემოევლო ჩემს შვილებს
ზღუდედ,
ჩემს მარწუხებს როგორღა გაექცევიან,
ვატან ცხოვრების ძალას.
ფრთებს რატომ არ ვუძერწ?
ჩემს თავში არ მეყო სერიოზულობის სამეფო საჯდომი,
ეს იყო საქანელა და მაქანებდა უსასრულო სივრცეების გამონაშუქ სიმარტივეში,
სადაც ყველა ვერ წამოგყვება, სადაც მარტო ხარ
და ყველაფრით გაძარცვულს არვინ ჩაგაცმევს,
დაგანახებენ, როგორ უნდა გეცვას.
მარტოობაშიც არ განებებენ, მაშინაც თუ შვილებში გადაინაცვლე,
ეს ტვირთია და მხოლოდ შენი-
რომელი მათგანი მიდის დაბადების დღეზე,
რომელს გამოსვლა აქვს, რომელი ტირის
ჩემს თავს ვეძებ, მაინც რომელი ვარ,
ვინც სამართლიანობისკენ მოუწოდა,
თუ მეორე, რომელაც უთხრა რომ საკუთარი თავი უნდა დაიცვას.
სადაურები არიან ეს ბავშვები,
მე რომ ვატარე ცხრა თვე, თუ ჩემი მუცლის სხვისი გენეტიკის საყვირები?!
ჩემები ფიქრით და ახლა-სანამ გაიზრდებიან,
მერე თავისები და არა ჩემნაირები,
არ ვატარებ მათ წრედში დენს,
დადებითი მუხტის მიცემა კი შეიძლება.
თუ ვარ მათი ყოფნისთვის,- დიახ,
მაგალითისთვის-ცოტა რთულია,
მათზე დიდი გამოწვევა ჩემთვის არ არის.
მათი გაზრდა მახსენებს საკუთარ დანაკლისს,
ალბათ ამიტომ ბევრს თუ ვითხოვ მეპატიება.
არჩევანით მიღებული ათიანებით იცხოვრონ,
მე გამოვლიე ჩემი დღეების ლიმნისფოთლება კოქტეილის ფშუტე ნაყენი,
მათი დღეები, სიცხადის ტკბილ-მწარე სურნელებით შეზავებული, კარგად გაუჯდეთ-
ცხოვრების კომპენსაცია-აირჩიონ ყველაზე პრიორიტეტული მეს პროგნოზებიდან,
თუნდაც ჭექაქუხილი ანშლაგის ფონზე,
დანაკლისებისთვისაც მზად იყვნენ,
რომელიმე ფესვმაგარი ხე ელვასაც თუ შეეწირება.

გეზი

დრომ გამომრიყა საბუთებით, ნისლის დაშლისთვის,
გაფართოებულ თვალსაწიერს ექსელში ვითვლი,
სად ხავსებია ბრუტო წონის ნარატივებით,
და სუფთა წონის სიმსუბუქე უნდა ავწონო
თითებს ვაცადო წკაპუნითაც არაფრის დარდი,
ასი კუდებით ორაკლისას
კვალს მივუყვები,
კონოსამენტით გაყვანილი შუბლის ძარღვიდან
ვბრუნდები უკან,
შემოსვლის გეზი ვიცი,
კურსი აღარ შემეცვლება,
ღირებულებით თუ ითვლება
ყველა სხვა ხარჯი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები