ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ნოემბერი, 2021


შემოდგომა

გიშრისფერ თმებში შეგიცურა ნიავმა თათი,
შემოდგომაა და სიყვითლე აცეცებს თვალებს,
იძინებ გვიან, როცა ითვლი რვა, ცხრა თუ ათი
უკვე კარზე დგას ვერსახარად მოსული ხვალე.

როდესაც ხვდები, რომ ტრიალებ უბრალოდ წრეზე,
სწრაფად თუ ნელა, _სილამაზეს დრო მაინც ერჩის,
და აქროლებულ გიშრის თმებში ნიავი ეძებს,
სურნელს რომელიც დამეკარგა წლების წინ შენში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები