ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 ნოემბერი, 2021


ამოუხსნელის ამონახსნი

              ამოუხსნელის  ამონახსნი
                            ,,ადამიანი ფიქრობს, ღმერთი განაგებს“
                                                                ბრძენი სოლომონი

პირამიდების მშენებლობის შესახებ ინფორმაციას, დედამიწაზე თითქმის ყველა ადამიანი სხვადასხვა კუთხით ფლობს, მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ რამდენიმე ათეულტონიანი ქვის ლოდების გადაადგილება მხოლოდ ადამიანის კუნთებითა და გამწევი პირუტყვით შეუძლლებელია.

არც ის ვერსიაა სარწმუნო, რომელიც ,,დამაჯერებლად“ გვაუწყებს, რომ პირამიდები ოცდაათი წელიწადი  შენდებოდა ... მერე მოჰყავთ ათასი არგუმენტი ამის საკონსტატაციოდ.

ჩემი აზრით ყველაფერ ამას, ჭეშმარიტებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. იმ ეპოქის ადამიანებს არ ძალუძდათ დიდი ლოდების დიდ მანძილზე ღონით გადაადგილება და მითუმეტეს ხის ამწეებით ერთმანეთზე დალაგება.

ბიბლიიდან ცნობილია რომ ადამიანს: ,,რამეთუ ჰქონდეს სარწმუნოებაი ვითარცა მარცვალი მდოგვისა, რქუას მთასა ამასა, მიიცვალე ამიერ იქი და მიიცვალოს“.

ანუ ის ქვები თუ ლოდები სივრცეში გადაჰქონდათ აზრით, გონითი შესაძლებლობით, რაც , რა თქმა უნდა, ყველას კი არ ხელეწიფებოდა, არამედ გამონაკლისთ და ისინი წარმართავდნენ მშენებლობას.

ჩვენს საუკუნეში ადამიანები და მითუმეტეს მეცნიერები მიხვდნენ იმას, რომ სისულელე თუ არა, სიგიჟე იყო ზემოთ გამოთქმული ვერსიების მიმართულებით სვლა. ამიტომ ზოგმა ეს თქვა და ზოგმაც ის. თურმე ხდებოდა ლოდების დარბილება -
დაპლასტელინება (ტერმინი ჩემია), მერე მას იღლიაში ამოიჩრიდნენ და ადგილამდე ასე მიჰქონდათ.
თქვენც ხვდებით ძვირფასო მკითხველო, რომ ასეთ ვერსიას, ასეთი ხუმრობა უხდება, მაგრამ ქვების პლასტელინიზაციას ალბათ მაინც აღიარებთ ... არც მე შეგეწინააღმდეგებით, თუმცა დავძენ, რომ ,,დარბილებული ქვები“ მასაში (წონაში) ბევრს ვერაფერს მოიკლებდნენ და მათი A პუნქტიდან  B პუნქტში გადატანა არც ისე ადვილი იქნებოდა.

ქვა რომ იზრდება, არც ამას უვარვყოფ, სახელიც ვიცი - ტროვანტები, მაგრამ ესეც არ არის არგუმენტი, რადგან გამოდის, რომ ჯერ პატარა პირამიდა ააგეს და შემდეგ გაზრდა დააცალეს?

მე-20 საუკუნის დასაწყისში, ფლორიდის შტატის პატარა ფლორიდა-ქალაქში ცხოვრობდა ლატვიელი ემიგრანტი ედუარდ ლიდსკალნიში (ლიდსკალნინი), რომელმაც შეძლო ეგვიპტური პირამიდების მშენებლობის ტექნოლოგიის ათვისება და ცხოვრებაში გამოყენება. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე საუბრობდა. ედუარდი იყო მოქანდაკე და თავის დროზე ,,პირამიდების ისტორია“ კარგად შეისწავლა. ალბათ კიდეც მიაგნო რაღაც ისეთს (პაპირუსს ან თიხის ფირფიტას), სადაც ასეთი ფენომენის შესახებ ინფორმაცია ეწერა.

მან თავის პატარა მიწის ნაკვეთზე განათავსა მარჯნის გიგანტური, რამდენიმე ათეული ტონის მასის სკულპტურები და ნაგებობები. ეს ადგილი ცნობილია ,,მარჯნის სასახლის“ სახელწოდებით.

მას აღნიშნული ლოდები ამოჰქონდა სახლიდან მოშორებით მდებარე ზღვის სანაპიროდან. მუშაობდა მარტო და მხოლოდ ღამით, რათა ,,უცხო თვალთაგან დაეფარა თავისი შესაძლებლობები ... იქნებ ,,ნავსი თვალები“ არაფერ შუაშია და  ღამე იყო საჭირო ამ ფენომენის გამოვლენისათვის (ეს ჩემი ვერსიაა)? 

თქვენ ფიქრობთ, რომ ედუარდი ბიბლიური გოლიათის ხელა იყო? ... მისი სიმაღლე შეადგენდა 1,52 სანტიმეტრს და იწონიდა 55 კილოგრამს. ამიტომ დარწმუნებული ვარ,  მან ,,უბრძანა“ მარჯნის ლოდებს : ,,მიიცვალეთ ამიერ იქი და მიიცვალნენ (გადაადგილდნენ), თუმცა ასე მარტივად ამ პროცესის დანახვა მართებული არ იქნება, რადგან მას მოქმედების შესრულებისათვის გარკვეული დრო ნამდვილად დასჭირდებოდა. შემოქმედს დასჭირდა სამყაროს გონით (სიტყვით) შექმნისთვის ექვსი დღე და ედუარდი გამონაკლისი ვერ იქნებოდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ადამიანი ,,მსგავსი და ხატია“  უფლისა და მატერიალურ სამყაროში აზრით (გონით, სიტყვით) რაღაც ქმედების შესრულება, გამომდინარე ზემოთ თქმული დაშვებიდან, სრულიად შესაძლებელია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ღმერთისას ვუტოლებ, როგორც სჩანს, ჩვენს სამყაროში ზეციური შესაძლებლობები მცირე დოზით ადამიანებზეც ვრცელდება, რა თქმა უნდა თუკი იქნება შემოქმედის ნება და ადამიანის დაუოკებელი სურვილი (გავიხსენოთ სასწაულმოქმედი წმინდანები და თუნდაც ნათელმხილველები).

მაშასადამე, სავარაუდოდ ედუარდ ლიდსკალნიშის ,,წინაპარმა“  ერთმა ან რამდენიმე ეგვიპტელმა მშენებელმა, ფლობდა რა უნიკალურ შესაძლებლობას, დაიწყო პირველი, თუ არ ვცდები  ფარაონ ჯოსერის პირამიდის აგება და შემდეგ ეს ,,სწავლება“ ქურუმების ან სხვა ადამიანების მეშვეობით თაობიდან-თაობას გადასცა. პაპირუსებშიც აღიწერა და გასაიდუმლდა. სწორედ ერთ-ერთი ამგვარი პაპირუსი გაშიფრა ალბათ ედუარდმა ლონდონში ცხოვრების პერიოდში, რადგან ამ ქალაქის მუზეუმები ინახავენ ეგვიპტურ არტე-ფაქტებს და რამდენიმე ტონიანი ლოდების გადაადგილების ტექნოლოგიას ასე ეზიარა.

ახლა კი მოვუყაროთ თავი ყვეფერს და წამოვაყენოთ პირამიდების მშენებლობის ჩვენეული ვერსია. ე.ი. ვთქვათ ხეოფსის პირამიდის აგებისას, მთავარი მშენებელი (ჩვენებურად არქიტექტორი) იყენებდა  გონით (სიტყვიერ, აზრობრივ) შესაძლებლობას და რამდენიმე ტონიანი ლოდების გადანაცვლებას ღამის საფარქვეშ წარმართავდა. ამ პროცესს უდაოდ სჭირდებოდა ალბათ დიდი გონებრივი მობილიზაცია და ძალისხმევა, რასაც გარკვეული დრო მიჰქონდა. დილით კი პირამიდის მშენებელი მონები აგრძელებდნენ ნაგებობის კარკასის (ჩონჩხის) მოპირკეთებას და დასრულებას ...

სულ ეს არის, მაგრამ ერთსაც დავძენ: ჩემთვის ენით აუწერელი სიამოვნებაა გონითი შესაძლებლობით რაღაც საკითხების გააზრება და დასკვნების გამოტანა. ლოცვის პერიოდში, ნეტარებაში მყოფი ბერების ანალოგიურ მდგომარეობაში ყოფნა. ეს თვითონ უნდა განიცადო ადამიანმა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები