ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პროზა
25 ნოემბერი, 2021


ფინიკის სურა VII

აფრიკული ჩაი

ნაბიჯი, სივრცე, ზღუდე, კედლები დაჭმული ვაფლებივით.
ვიწრო, დერეფანი, მტვერი, ხედი გადაშლილი ქალაქზე, ღამე,
დახეული ხალიჩები, ათასნაირ ნაგავს ახველებს,
უფრო დაიმოკლებს შესასვლელი, წითელი, ლიფტის ღია კარი, სარკე, დიშდაში, მტვერიანი ჩიბუხი, დანესტილი, ძვლის კრიალოსანი ჩარაკრაკებს, სანთებელა, შეხვედრის მოლოდინი, ღია კარი, გამოსავავალი..
ნაბიჯი, სუნი თამბაქოსი, ქერტლი ჩაყრილი მოზრდილ თმაში,
მაგიდა გაშლილი, ჩაიდანი, სამი ფინჯანი, მოშინდისფრო სურნელი,
ცხელი ჩაის, ჩანჩქერით, სურდოსავით, აკვარიუმის ასავსებად.
საჩემო სკამი მოცურდება, პატივით ისე დავბრძანდები.
ჩემს გაურკვეველ ფიქრებიდან, სანამდე თვალგახელილს შემისწრებდნენ.
ჩაი. არომატი. ჟრუანტელი. ოდნავ ცხელი.
ვამჩნევ ხალიჩას გალურჯებულს, ძაფები ბალანივით აუყრია,
გაგონებს კატის ამოპორჭყნილს. გონება ნელა ფერადდება,
თვალები ოდნავ გაფართოვდა, შორი გზებიდან მობრუნებულს,
უდაბნოს დიუნებს მოაბიჯებ და ქვიშის ტალღა გეტაკება, ტურებიც გელანდება მშიერი.
ხელი კანკალით გეღლება. ლამბაქზე ჭიქა ლამაზია, ვაზას ჰგავს ფერადი ყვავილები,
ჭრელი მოლანდების ანარეკლს. ხელები თრთის და სხეულს იბავს,
ცხვირი დაბლა დაშვებული, ფეხები ჰყვება სინქრონს, ბგერები მოდიან ნიჟარასთან,
ბგერები ტამტამზე ჟღერდებიან, სხდებიან ყურთან ბაგაბუგით,
და შიშველ ხელებს ალაგებენ.
ნელ-ნელა ხუნდება ბოლო ფერი, ზარია თავში საგანგაშო, გუგები შევიწროვდებიან,
სურათი თავს ისევ იბრუნებს, მკაფიო შედეგით კმაყოფილი.
მაგიდა. სიო. თეთრი ჩაი,
მუქი ფსკერი და ნაფლეთები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები