ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეიკო ადეიშვილი
ჟანრი: პროზა
28 ნოემბერი, 2021


და ისმოდა მუსიკა



( რატი ბურჭულაძეს)

საკონცერტო დარბაზის წინ ხალხი ირევა. სალაროებთან რიგებია.
“ამდენ ადამიანს დარბაზი დაიტევსო?“-ფიქრობს...მას,სალაროსთან რიგის დაკავება არ სჭირდება.ნაჩუქარ ბილეთს კამერდინერს აწვდის და პარტერისკენ მიემართება. ძველი წუთები გაუცოცხლადა,როცა, თავად იდგა სცენაზე... რაღაც დაბრუნდა, ამდენი წლის შემდეგ...
სავარძლიდან ათვალიერებს ჭაღს, ადამიანებს, ფარდას... სცენას.
აცხადებენ მუსიკოსის გვარს და ტაშიც არ აყოვნებს. ქალს მკერდთან ხელი მიაქვს უნებურად..გულის ფეთქვა უნდა შეაკავოს, რომ დარბაზში არ გაიგონ...
აი, ისიც. სცენისკენ სწრააფი ნაბიჯით მოდის. დარბაზს თვალს ავლებს, ესალმება თავაზით. ქალს ეჩვენება, რომ მას ეძებს.არა, კიარ,ეჩვენება, დარწმუნებულია, რომ მას ეძებს.იმალება,თითქოს დაპატარავდა, კიდეც.
ტაში შეწყდა. სიჩუმეა...პაუზა...წამები საუკუნედ ეჩვენება ქალს. მერე დაიწყო ზღაპარი ... ქრება შიში, დაძაბულობა,გაუცხოება..
უბრუნდება ძველს, მივიწყებულს, ისევდაბადებულს... . დარბაზი სულგანაბულია. მუსიკამ მოიცვა ირგვლივ ყოველი, მოიცვა ქარმა,ნიავმა, ზღვამ, ოკეანემ, ღამემ, განთიადმა.....კლავიშებზე ,შავ-თეთრი კლავიშებზე მონავარდე თითებს სინქრონულად აყოლებს თავის მოძრაობას.დროდადრო , მაყურებლის მზრასაც ჰკიდებს თვალს. მერე, ნებდება მუსიკას...უსმენს, იძირება ...დრო ბრუნავს., ხან ,კი ჩერდება.

ერთი წლით ადრე:
...ქალბატონო, ლამაზი ვარდები ამირჩიეთ დედისთვის....თქვენ, ალბათ პიანისტი იყავით. თითებზე გეტყობათ.
-არა,ბებო.პიანისტი -არა. მე ვცეკვავდი .მსოფლიო მოვიარე.. იმდენი ლამაზი მოგონება მაქვს.. სცენამ დამაახლოვა ყვავილებთანო. .-ასე დაიწყო მათი მეგობრობა.მერე, გულდასმით ურჩევდა, ხოლმე დედისთვის ვარდებს და ელოდა პატარა პიანისტის გამოჩენას.ისიც მოდიოდა ღიმილიანი,თბილი, ნოტებთან ერთად ვარდებსაც ჩაიხუტებდა და გაუყვებოდა გზას.

ერთი კვირით ადრე:.

„ ჩემი დედა ემიგრანტია და ძალიან ,მინდა კონცერტზე, თქვენ ,დამესწროთო“.
ბილეთი გაუწოდა პატარა მუსიკოსმა.
... წლების შემდეგ, ისევ, დადგა სარკის წინ.ყველაზე ლამაზი კაბა მოიზომა.სამკაულიც შეარჩია.ეამა, რომ ისევ, მოხდენილი იყო და ისევ, მშვენიერი...
@@@
...მუსიკა ნელნელა გასრულდა და იფეთქა ოვაციამ. შეკრთა, ფიქრიდან გამოერკვა
„ბრავო, ბრავოო!“-იმის დარბაზიდან.
სცენას ემატება და ემატება ყვავილები
.მუსიკოსი იღიმება, ბედნიერი დგას ქალი, ყველაზე ბედნიერი ბებო დედამიწაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს