ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2021


ძილისპირული

გუშინ მივირთვი სამხარი,
და ფეხსაცმელი ნახმარი
იქვე დივანზე მივაგდე,

მიყურებს პირდაღებული
ამოუხსნელი რებუსი-
მთვარე გამურულ ფანჯრიდან.

რა კარგი არის ორ დღეში
ერთხელ და ისიც გამხმარი
ჭამო პური და წახვიდე.

ანუ გასხვისდე, რომ მერე
გადააგორო დღეები
იაფ ფასიან "პივაზე"

პირდაღებული გიყურებს
ამოუხსნელი რებუსი-
ფეხსაცმელი და მის ნაცვლად
შენ დაგდებულხარ დივანზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები