ნაწარმოებები



ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2021


* * *

ბეცი თვალებით იხედება ღმერთი საკნიდან.
მომეცი ძალა, საკუთარი თავი რომ არ დავაღრჩო.
შიშის დრო არ მაქვს, მაგრამ ჩემი თავი მიცქერს სარკიდან
მე არსად არ ვარ, არც სარკეში, არც მის მიღმა, არც მის წინ და
ბეცი თვალები არ არსებობს თუ წუხილი არ გაიმრუდე.
წუხელ მეგონა როცა დილა ისევ დადგება
მზე ადგება და უმზეობას სულში ჩახედავს,
მსურდა ჩახერგვა სამყაროთა სიწარსულეში,
ვსუნთქავ ჰაერებს დღეს სამყაროს ყინვის კრისტალებს.
ნოემბრის ბოლო - დრო კიდევ გვაქვს ამაოების,
რომ ბწკარედებში თოლიების ხმებიც გვესმოდეს.
შიშის დრო არ მაქვს, შიშზე უფრო დიდი თვალებით
ბეცი თვალებით იხედება ღმერთი საკნიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები