ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკო ვარაზი
ჟანრი: თარგმანი
13 დეკემბერი, 2021


როგორ დავწეროთ სინოპსისი ერთ გვერდზე

სიუზენ დენნარდი

როგორ დავწეროთ სინოპსისი ერთ გვერდზე
(500 სიტყვა ან ნაკლები)

შეიძლება თქვენი ამბავი არ მიყვებოდეს ზუსტად ამ შეკითხვებს, მაინც ეცადეთ იპოვოთ გარკვეული კრტიკული ადგილები თქვენს ნაწარმოებში. შენიშნეთ, ალაბთ, რომ ეს სამუშაო ფურცელი ძალიან ჰგავს „გმირის მოგზაურობას დღიურს“, რადგან ამბების უმეტესობა მას მიჰყვება.

წესი: უნდა დაასახელოთ მხოლოდ სამი პერსონაჟი მოკლე სინოპსისში – მთავარი გმირი, ანტაგონისტი და შესაძლოა სასიყვარულო გატაცება/თანამონაწილე/კონტრაგონისტი. სხვა პერსონაჟები შეიძლება მოიხსენიო მათი როლების მიხედვით (ოფიციანტი, დედა, მძღოლი). უნდა თქვათ დაბოლოება! ვერ მოხიბლავთ რედაქტორებს/აგენტებს, თუ არ ჰყვებით ამბავს თავიდან ბოლომდე. არ ჩართოთ გვერდითი სიუჟეტური ხაზები, ძირითად მოვლენებს მიეძალეთ.

შევავსოთ კითხვარი ჯორჯ ლუკასის 1977 წლის ფილმის „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი“ ((Star Wars Episode IV: A New Hope, 1977)) მიხედვით:

1. საწყისი გამოსახულება – გამოსახულება/დარეგულირება/გაგება, რომელიც იმ ამბავისთვის ამზადებს ნიადაგს, რომელიც უნდა დაიწყოს.

ადრე შორეულ გალაქტიკაში იმპერიამ კონტროლს დაუქვემდებარა პლანეტები, სისტემები და ადამიანები.

2. მთავარი გმირის შემოყვანა – ვინაა მთავარი გმირი? დაახახიათე ერთი-ორი სიტყვით და თქვი, რა უნდა.

ლუკ სკაიუოკერი, მიამიტი ბიჭი ფერმიდან, მარჯვე რობოტების ტექნიკაში, ოცნებობს გაიქცეს მისი მშობლიური უდაბნოდან.


3. ინცინდენტის გამოწვევა (შეტევის წერტილი) – რა მოვლენა/გადაწყვეტილება/ვცლილება აიძულება მთავარ გმირს, რომ მიიღოს საწყისი ღონისძიებები.

როცა ლუკი ორ რობოტს მიიღებს, აღმოაჩენს, რომ თითეულს აქვს შეტყობინება მისთვის – პრინცესა ლეასგან, რომელიც დახმარებას ითხოვს. პრინცესას აქვს გეგმები იმპერიის დასამაცხებლად და ითხოვს, რომ ვინმემ ეს გეგმები მიიტანოს დაშორებულ პლანეტაზე. ლუკი მიდის თავის მეგობართან და დამრიგებელთან, მარტოხელა ბენ კენობისთან დახმარების სათხოვნელად.

4. ამბავის პირველი პუნქტი (შემობრუნების პირველი წერტილი) – როგორია შემობრუნების პირველი მომენტი? რა ზომებს ანდა რა გადაწყვეტილებებს ღებულობს მთავარი გმირი, რაც ცვლის წიგნის მიმართულებას? როგორც კი პროტაგონისტი ამ ხაზს გადაკვეთს, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის.

ბენი უყვება ლუკს სამყაროზე, სადაც იმპერიის კანონები და მეამბოხეები ერთმანეთს ებრძვიან, სადაც რაინდი-ჯედაები ფლობენ ჯადოქრობას, სახელად ძალას, და ლუკი როგორ უნდა შეხვდეს დართ ვაიდერს – კაცს, რომელმაც ლუკის მამა მოკლა და ახლა ლუკის განადგურებასაც აპირებს. ლუკი უარზეა, მაგრამ ფერმაში რომ დაბრუნდება, აღმოაჩენს, რომ მისი ოჯახი ამოწყვეტილია. მას არჩევანი არა აქვს, გარდა იმისა, რომ ბენს შეურეთდეს.

5. მთავარი გმირის კონფლიქტები და შეხვედრები – ახლა უკვე ახალ ცხოვრებაში მთავარი გმირი ხვდება ახალ ადამიანებს, გამოცდის ახალ ცხოვრებას და ხვდება ანტაგონისტს/ბოროტმოქმედს.

უდაბნოების პლანეტიდან რომ გაიქცნენ, ბენი და ლუკი ქირაობენ ღარიბ პილოტს, ჰან სოლოს და გაბურძგუნლს, პილოტის უცხოელ მეგობარს. ლუკი, ბენი, ლუკის რობოტები, პილოტი და გაბურძგნული მეგობარი მიდიან უდანბოების პლანეტიდან და მიფრინავენ სიკვდილის ვარსკვლავისკენ, დართ ვაიდერის სახლისკენ და იმპერიის მთავარ ბაზასთან.

6. შუაწელი – როგორია შემობრუნების შუა მომენტი? რა ხდება ისეთი, რაც მთავარ გმირს აიძულებს 180 გრადუსით შეცვალოს მიმართულება/ემოციები რამეში? და ისევ, როგორც კი ამ ხაზს გადაკვეთს, ისევ ვეღარ დაბრუნდება უკან.

ერთხელ სიკვდილის ვარსკვლავის ბორტზე ლუკი აღმოაჩენს, რომ პრინცესა დატყვევებულია, როგორც მძევალი. ის და ჯგუფი აპირებს იპოვოს პრინცესა, იმავდროულად ბენი აპირებს ბაზიდან გაქცევის გზის მოძებნას.

7. გამარჯვება გარდაუვალი ჩანს, მაგრამ... – რა ხდება, რაც აიძულებს მთავარ გმირს იფიქროს, რომ გაიმარჯვებს? მას, როგორც ჩანს, აქვს ძალაუფლება, მაგრამ ოჰ, არა! ანტაგონისტი იმარჯვებს და უფრო გავლენიანი ხდება, ვიდრე ოდესმე.

პრინცესას გადარჩენის შემდეგ ლუკი და ჯგუფი ცდილობს გაქცევას. ბენი თავს წირავს ისე, რომ მათ შეუძლიათ გაქცევა, და დართ ვეიდერი კლავს ბენს. ჯგუფი გაიქცევა ვარსკვლავიდან იმათი ხომალდით.

8. შავი მომენტი (მძიმე წუთი) – მთავარი გმირი უფრო დაბლაა, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოს. და მ.გ. უნდა ებრძოლოს სიშავეს/საკუთარ ემოციებს, რათა იპოვოს ძალა საბოლოო შეტაკებისთვის. რა ხდება აქ?

ლუკი გულგატეხილია ბენის სიკვდილის გამო, და ის უფრო აღსავსეა გადაწყვეტილებით, ებრძოლოს დართ ვეიდერს და დაეხმაროს მეამბოხეებს იმპერიის დამარცხებაში. ლუკი შეუერთება მეამბოხეთა არმიას და ეხმარება მათ თავდასხმის დაგეგმვაში სიკვდილის ვარსკვლავის ერთადერთ სისუსტეზე.

9. კლაიმაქსი (კულმინაციის მომენტი) – რა ხდება საბოლოო გარღვევისას მ.გ.-სა და ანტაგონისტს შორის?

სიკვდილის ვარსკვლავი უახლოვდება მეამბოხეების სივრცეს და თავდასხმა იწყება. ლუკი უერთდება მეომარი ხომალდის რაზმს თავდასასხმელად. მეამბოხეებამ დიდი დანაკარგი ნახეს, და მალე ლუკი – ერთ-ერთია გადარჩენილი ხომალდების პილოტებიდან. ის რისკავს და იწყებს საბოლოო თავდასხმას. ბენის ხმითა და ძალით მართული ლუკი შეძლებს ერთადერთ, კრიტიკულ გასროლას, რათა სიკვდილის ვარსკვლავი ააფეთქოს.

10. რეზოლუცია – მას შემდეგ ყველა ბედნიერად ცხოვრობს? ჰო? არა? რა აკავშირებს ყველაფერს?

დანგრეული სიკვდილის ვარსკვლავისა და ძალზე დაზარალებული იმპერიის ფონზე მეამბოხეები ატარებენ დიდი ცერემონიას, რათა პატივი მიაგონ ლუკს და მის მეგობრებს. პრინცესა მათ აჯილდოებს მედლებით ჰეროიზმისთვის.

11. ბოლო გამოსახულება – როგორია ბოლო გამოსახულება, რომლითაც თქვენ ტოვებთ მკითხველს? მ.გ.-მა დაუთმო თავის დემონებს თუ ახალი ცხოვრება ააშენა?

მართალია, ლუკი ისევ დარდობს ბენისა და თავისი ოჯახის დაკარგვას, მაგრამ იპოვა საკუთარი ადგილი მეამბოხეებს შორის და მათთან გააგრძელებს იმპერიასთან ბრძოლას.

ამ ყველაფრის შეერთება ერთ სინოპსისად:
ადრე შორეულ გალაქტიკაში იმპერიამ კონტროლს დაუქვემდებარა პლანეტები, სისტემები და ადამიანები.
ლუკ სკაიუოკერი, მიამიტი ბიჭი ფერმიდან, მარჯვე რობოტების ტექნიკაში, ოცნებობს გაიქცეს მისი მშობლიური უდაბნოდან.
როცა ლუკი ორ რობოტს იყიდის, აღმოაჩენს, რომ თითეულს აქვს შეტყობინება მისთვის – პრინცესასგან, რომელიც დახმარებას ითხოვს. პრონცესას აქვს გეგმები იმპერიის დასამაცხებლად და ითხოვს, რომ ვინმემ ეს გეგმები მიიტანოს დაშორებულ პლანეტაზე. ლუკი მიდის თავის მეგობართან და დამრიგებელთან, მარტოხელა ბენ კენობისთან დახმარების სათხოვნელად.
ბენი უყვება ლუკს სამყაროზე, სადაც იმპერიის კანონები და მეამბოხეები ერთმანეთს ებრძვიან, სადაც რაინდი-ჯედაები ფლობენ ჯადოქრობას, სახელად ძალას, და ლუკი როგორ უნდა შეხვდეს დართ ვაიდერს – კაცს, რომელმაც ლუკის მამა მოკლა და ახლა ლუკის განადგურებასაც აპირებს. ლუკი უარზეა, მაგრამ ფერმაში რომ დაბრუნდება, აღმოაჩენს, რომ მისი ოჯახი ამოწყვეტილია. მას არჩევანი არა აქვს, გარდა იმისა, რომ ბენს შეურეთდეს.
უდაბნოების პლანეტიდან რომ გაიქცნენ, ბენი და ლუკი ქირაობენ ღარიბ პილოტს და გაბურძგუნლს, პილოტის უცხოელ მეგობარს. ლუკი, ბენი, ლუკის რობოტები, პილოტი და გაბურძგნული მეგობარი მიდიან უადნბოების პლანეტიდან და მიფრინავენ სიკვდილის ვარსკვლავისკენ, დართ ვაიდერის სახლისკენ და იმპერიის მთავარ ბაზასთან.
ერთხელ სიკვდილის ვარსკვლავის ბორტზე ლუკი აღმოაჩენს, რომ პრინცესა დატყვევებულია, როგორც მძევალი. ის და ჯგუფი აპირებს იპოვოს პრინცესა, იმავდროულად ბენი აპირებს ბაზიდან გაქცევის გზის მოძებნას.
პრინცესას გადარჩენის შემდეგ ლუკი და ჯგუფი ცდილობს გაქცევას. ბენი თავს წირავს ისე, რომ მათ შეუძლიათ გაქცევა, და დართ ვეიდერი კლავს ბენს. ჯგუფი გაიქცევა ვარსკვლავიდან იმათი ხომალდით.
ლუკი გულგატეხილია ბენის სიკვდილის გამო, და ის უფრო აღსავსეა გადაწყვეტილებით, ებრძოლოს დართ ვეიდერს და დაეხმაროს მეამბოხეებს იმპერიის დამარცხებაში. ლუკი შეუერთება მეამბოხეთა არმიას და ეხმარება მათ თავდასხმის დაგეგმვაში სიკვდილის ვარსკვლავის ერთადერთ სისუსტეზე.
სიკვდილის ვარსკვლავი უახლოვდება მეამბოხეების სივრცეს და თავდასხმა იწყება. ლუკი უერთდება მეომარი ხომალდის რაზმს თავდასასხმელად. მეამბოხეებამ დიდი დანაკარგი ნახეს, და მალე ლუკი – ერთ-ერთია გადარჩენილი ხომალდების პილოტებიდან. ის რისკავს და იწყებს საბოლოო თავდასხმას. ბენის ხმითა და ძალით მართული ლუკი შეძლებს ერთადერთ, კრიტიკულ გასროლას, რათა სიკვდილის ვარსკვლავი ააფეთქოს.
დანგრეული სიკვდილის ვარსკვლავისა და ძალზე დაზარალებული იმპერიის ფონზე მეამბოხეები ატარებენ დიდი ცერემონიას, რათა პატივი მიაგონ ლუკს და მის მეგობრებს. პრინცესა მათ აჯილდოებს მედლებით ჰეროიზმისთვის.
მართალია, ლუკი ისევ დარდობს ბენისა და თავისი ოჯახის დაკარგვას, მაგრამ იპოვა საკუთარი ადგილი მეამბოხეებს შორის და მათთან გააგრძელებს იმპერიასთან ბრძოლას.

ინგლისურიდან თარგმნა ნიკო ვარაზმა.

HOW TO WRITE A 1-PAGE SYNOPSIS
By Susan Dennard - http://www.publishingcrawl.com/2012/04/17/how-to-write-a-1-page-synopsis/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები