ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 დეკემბერი, 2021


ჟიული შარტავას შესახებ

ბავშვობაში ბევრი მსმენია ჟიული შარტავაზე, როგორც ნიჭიერ ადამიანსა და გულმხურვალე მამულიშვილზე.

ჟიული შარტავა აფხაზეთის ომში - 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრიტეს გურამ გაბესკირიასთან, გენო ადამიასთან და მამია ალასანიასთან ერთად.

,,ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი!“ - ეს სიტყვები ჟიული შარტავას ეკუთვნის.

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა - ზვიად გამსახურდიამ ჟიული შარტავას თავგანწირვა თევდორე ბერის თავგანწირვას შეადარა, რომელმაც სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატს სიკვდილი ამჯობინა.

ჟიულის თავგანწირვას პოეტმა ავთანდილ მეგრელიშვილმა შემდეგი სტრიქონები მიუძღვნა:

,,ბრძოლის ჟინით აღანთებდა
ერის მამაც მეომრებს,
ერთი ცოტნე იცოტავა,
თვითონ გახდა მეორე“.

ჟიული შარტავას - ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან, გურამ გაბესკირიასთან, ზურაბ იარაჯულთან და კიდევ რამდენიმე მამულიშვილთან ერთად, ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული!

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:


წერილი ზეციურ საქართველოს


შენთან დიდი ქართველები არიან,
სევდიანად შრიალებენ ვერხვები,
გულში წვიმს და სულშიც ნაწვიმარია,
უფლის ნებით მოვალ, - გადაგეხვევი.

შენთან დიდი ქართველები არიან,
ნაღვლიანად შრიალებენ ვერხვები,
სხვამ რა იცის რა მწყინს, რა მიხარია,
გავიხარებ, - როცა გადაგეხვევი.


ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები