ლიტერატურულ წრეებში დღემდე არ წყდება დავა თემაზე, ვის ეკუთვნის ეროტიკული შინაარსის 14 ლექსი, რომელიც 1915-24 წლებში დაიწერა და „დარიანული ციკლის“/იგივე „პოეტური დღიურების“/ სახელწოდებითაა ცნობილი. უმრავლესობა ამ ლექსების ავტორად თავად პაოლო იაშვილს მიიჩნევს, მცირე ნაწილი კი - ელენე დარიანს. მე ამ საკითხთან დაკავშირებით ყველასგან განსხვავებული მოსაზრება მაქვს.
პაოლომ და ელენემ ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს. 1915 წელს, ქუთაისში პაოლო იაშვილმა პირველად წაიკითხა ეროტიკული შინაარსის ლექსი და ავტორად ელენე დარიანი დაასახელა. ელენე დარიანი /ელენე ბაქრაძე/ თამამი და სიახლეების მოყვარული ქალი იყო. იგი ხშირად წერდა რუსულ ენაზე, ის ეპოქა ხომ რუსი პოეტების გავლენისა და პოეზიაში საყოველთაო ექსპერიმენტების პერიოდია. ელენემ ეს ლექსებიც რუსულად დაწერა, ნაწილი საქართველოში, ნაწილი კი - რუსეთში, 1916-1918 წლებში ელენე მოსკოვში ცხოვრობდა. ეს თარიღები კი ამ პოეტური ციკლის შექმნის წლებს ემთხვევა. ელენეს ლექსები ქართულად პაოლო იაშვილმა თარგმნა. მას ლექსების შინაარსი მოეწონა და არა ფორმა. ფორმა თვითონ მისცა. თარგმანები ორიგინალებზე ბევრად უფრო ძლიერი, პოეტური და ლამაზი გამოვიდა. ეს იყო პაოლო იაშვილის საავტორო თარგმანები. როდესაც თარგმნა დასრულდა, შედეგი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ დარიანის სუსტი რუსული ლექსები/ელენეს საეჭვო „პოეტური ნიჭი“, არამშობლიური ენა, შეფასების საღი უნარი/გაუჩინარდა, მათი საჭიროება აღარ არსებობდა. დარჩა ორი პოეტის სიყვარულისა და ვნების შერწყმით შექმნილი „დარიანული ციკლი“, რომლის ავტორობასაც ვერცერთი მათგანი ვერ იჩემებდა.
მზია თვალაბეიშვილი 2021 წლის 20 დეკემბერი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ვნახოთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ვნახოთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
19. ძალიან საინტერესოდ წერთ. ლოგიკურად და დამაჯერებლად. ძალიან მინდა, რომ ეს კრიტიკულ-პუბლიცისტური ტექსტები უფრო ფართო საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. თუნდაც, მხატვრულ-დოკუმენტური მცირე ფილმების ან რამე სხვა ფორმატში. ძალიან საინტერესოდ წერთ. ლოგიკურად და დამაჯერებლად. ძალიან მინდა, რომ ეს კრიტიკულ-პუბლიცისტური ტექსტები უფრო ფართო საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. თუნდაც, მხატვრულ-დოკუმენტური მცირე ფილმების ან რამე სხვა ფორმატში.
18. გმადლობთ, მუხა, რომ გამიხსენეთ. სასიამოვნოა ადამიანურად. ბევრ სიკეთეს გისურვებთ!
გმადლობთ, მუხა, რომ გამიხსენეთ. სასიამოვნოა ადამიანურად. ბევრ სიკეთეს გისურვებთ!
17. მზია თვალაბეიშვილი ძალიან საინტერესო და დამაჯერებელი კრიტიკა- პუბლიცისტიკას წერთ და რატომ გვაკლებთ ამ სიამოვნებას?!
მზია თვალაბეიშვილი ძალიან საინტერესო და დამაჯერებელი კრიტიკა- პუბლიცისტიკას წერთ და რატომ გვაკლებთ ამ სიამოვნებას?!
16. საინტერესო ვერსიაა,მზია. საინტერესო ვერსიაა,მზია.
15. ძალიან საინტერესო პუბლიცისტიკაა და მეც მჯრა რომ პაოლო იაშვილი თარგმნიდა თავისებურად, ახლა გააქტურდა ლიტერატორები, სად იყვნენ აქამდე, ცნობილია რომ ელენე ბაქრაძე ( დარიანი) 82 წლის ასაკში 1979 გარდაიცვალა, ახლა დაიწყეს მკითხაობა, ასე ვიცით ქართველებმა. ძალიან საინტერესო პუბლიცისტიკაა და მეც მჯრა რომ პაოლო იაშვილი თარგმნიდა თავისებურად, ახლა გააქტურდა ლიტერატორები, სად იყვნენ აქამდე, ცნობილია რომ ელენე ბაქრაძე ( დარიანი) 82 წლის ასაკში 1979 გარდაიცვალა, ახლა დაიწყეს მკითხაობა, ასე ვიცით ქართველებმა.
14. მე დავწერე,დამშვიდდით და არ იღელვოთ;)
მე დავწერე,დამშვიდდით და არ იღელვოთ;)
13. ვერც პაოლო იჩემებდა ავტორობას და ვერც ელენე, თავს არიდებდნენ.
ვერც პაოლო იჩემებდა ავტორობას და ვერც ელენე, თავს არიდებდნენ.
12. მე მგონია, ისეთი სინდისის ადამიანი რომელმაც თავი მოიკლა ასე დემონსტრაციულად, არ იკადრებდა არც სხვისი ნაწერის მისაკუთრებას და არც თარგმანის თავისად გასაღებას. მე მგონია, ისეთი სინდისის ადამიანი რომელმაც თავი მოიკლა ასე დემონსტრაციულად, არ იკადრებდა არც სხვისი ნაწერის მისაკუთრებას და არც თარგმანის თავისად გასაღებას.
10. კი ეს ლექსები ნამდვილად ელენეს დღიურებიდანაა სახელიც ეგეთი აქვს "ლექსები ელენე დარიანის დღიურებიდან" უბრალოდ ჩემი ვარაუდით ელენეს ჩანახატებს და არა ლექსებს რითმში სვავდა პაოლო მაგრამ შეიძლება შენი ვარაუდი იყოს სიმაღთლე . კი ეს ლექსები ნამდვილად ელენეს დღიურებიდანაა სახელიც ეგეთი აქვს "ლექსები ელენე დარიანის დღიურებიდან" უბრალოდ ჩემი ვარაუდით ელენეს ჩანახატებს და არა ლექსებს რითმში სვავდა პაოლო მაგრამ შეიძლება შენი ვარაუდი იყოს სიმაღთლე .
9. მტკიცებულებები: 1. ელენე დარიანი დღიურებს რუსულად წერდა. 2. რუსულად აზროვნებდა, როგორც ჩანს. 3. ამ ლექსების შექმნის პერიოდში მოსკოვში ცხოვრობდა. 4. პირველი, ვისაც ამ ლექსებს უკითხავდა, უდაოდ პაოლო იაშვილი იყო. 5. დიდი სურვილი ჰქონდა ფართო მკითხველისთვის გაეცნო თავისი შემოქმედება. ეს მშობლიურ ენაზე ყველაზე კარგად შეიძლებოდა. 6. პაოლო იაშვილი მთარგმნელიც იყო. 7. მათ ერთობრივ განცდებს კი პაოლოზე უკეთესად ვერავინ გადმოსცემდა ქართულად.
მტკიცებულებები: 1. ელენე დარიანი დღიურებს რუსულად წერდა. 2. რუსულად აზროვნებდა, როგორც ჩანს. 3. ამ ლექსების შექმნის პერიოდში მოსკოვში ცხოვრობდა. 4. პირველი, ვისაც ამ ლექსებს უკითხავდა, უდაოდ პაოლო იაშვილი იყო. 5. დიდი სურვილი ჰქონდა ფართო მკითხველისთვის გაეცნო თავისი შემოქმედება. ეს მშობლიურ ენაზე ყველაზე კარგად შეიძლებოდა. 6. პაოლო იაშვილი მთარგმნელიც იყო. 7. მათ ერთობრივ განცდებს კი პაოლოზე უკეთესად ვერავინ გადმოსცემდა ქართულად.
8. მტკიცებულებაც ერთვოდეს კარგი იქნებოდა მაგრამ არაა ცუდი ვარაუდი შავი ლაქა რა შუაშია ელენეს ნააზრევი გარითმული პაოლოს მიერ ნუ თავის ნააზრევში გაფილტრულ გამოწახნაგებული ლორდი გენრი გაოცდებოდა მტკიცებულებაც ერთვოდეს კარგი იქნებოდა მაგრამ არაა ცუდი ვარაუდი შავი ლაქა რა შუაშია ელენეს ნააზრევი გარითმული პაოლოს მიერ ნუ თავის ნააზრევში გაფილტრულ გამოწახნაგებული ლორდი გენრი გაოცდებოდა
7. ძალიან შეცდა „ურაკპარაკის“ ადმინისტრაცია, როცა ეს წერილი არ გამოიტანა თავფურცელზე. საინტერესო და რეალური ვერსიაა, თანაც პირველად გამოთქმული და ბევრი ლიტერატორისთვის მნიშვნელოვანი. ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ელენე დარიანის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით კი ზუსტად ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა ლიტერატურულ წრეებში.
ძალიან შეცდა „ურაკპარაკის“ ადმინისტრაცია, როცა ეს წერილი არ გამოიტანა თავფურცელზე. საინტერესო და რეალური ვერსიაა, თანაც პირველად გამოთქმული და ბევრი ლიტერატორისთვის მნიშვნელოვანი. ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ელენე დარიანის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით კი ზუსტად ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა ლიტერატურულ წრეებში.
6. ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბევრ სიხარულს გისურვებთ!
ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბევრ სიხარულს გისურვებთ!
5. საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ახალ 2022 წელს!
საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ახალ 2022 წელს!
4. ეს აზრი არასოდეს გახმოვანებულა დღემდე, დავა ყოველთვის ქართული ლექსების ავტორობას ეხებოდა. ის ფაქტი, რომ პაოლო იაშვილმა რუსულიდან თარგმნა ელენე დარიანის ლექსები, ჩემი ორიგინასლური ვერსიაა.
ეს აზრი არასოდეს გახმოვანებულა დღემდე, დავა ყოველთვის ქართული ლექსების ავტორობას ეხებოდა. ის ფაქტი, რომ პაოლო იაშვილმა რუსულიდან თარგმნა ელენე დარიანის ლექსები, ჩემი ორიგინასლური ვერსიაა.
3. ამ პუბლიცისტიკაში ახალი არაფერია. ეს ,,შავი ლაქა", ადრეც იყო ,,მზეზე". ამ პუბლიცისტიკაში ახალი არაფერია. ეს ,,შავი ლაქა", ადრეც იყო ,,მზეზე".
2. საინტერესო ვერსიაა საინტერესო ვერსიაა
1. ნუ მოგერიდებათ აზრის გამოთქმა, ურაკელებო!
ნუ მოგერიდებათ აზრის გამოთქმა, ურაკელებო!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|