ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2021


ხელსავსე მათხოვარი

ზუსტად სამი თვეა
აღმოვაჩინე რომ ორი გული მაქვს-
ერთი მკვდარი
ერთიც-ცოცხალი.
იმდენად დაუჯერებელი ...
იმდენად გაუგებარი...
ამოვიღე ცოცხალი გული,
პეშვებში მოვიქციე და
ზუსტად სამი თვეა
ხელგაწვდილი, მათხოვარივით დავიარები.
ხან ვის გავუწოდე ჩემი გულსავსე ხელები,
ხან-ვის.
მაგრამ ღვთისნიერი არვინ გამოდგა.
ზოგისთვის ზედმეტად მძიმე ყოფილა,
სად მაქვს მაგოდენას თრევის ძალაო.
ზოგმა, ჩემიცა მყოფნის, სხვისი გული რა თავში ვიხალოვო.
ზოგი ესთეტიც გამოირჩა და ტერიერ ინს თუ ტერიერ ექსს დაამახინჯებსო.
ზოგმა კი დაფლეთილი და დაგლეჯილი რა ჯანდაბად გვინდაო.
ისეთებიც აღმოჩნდნენ გემო დაუწუნეს, სულ ნაღველი მოგვძალებია და იმის სიმწარეც გვეყოფაო...
ასე, ასე დამტოვეს ხელგაშვერილი მათხოვარივით,
არადა სანაცვლოდ კი რას ვითხოვდი?!
ერთმა ისიცა თქვა, მაგდაგვარი გულები ვედრო მანეთადა ჰყრია და რა ბედენაო და ის დარჩენილი, ჯერ კიდევ მფეთქავი გულიც კიდევ ავანსად მატკინა.
მე კი, ნერვ დაჩლუნგებულმა, სახეზე ბწკარიც კი არ შევარხიე და გულსავსე ხელებს შეფეთქილ გულს ვუთხარ,
-განა  გაქვავებულ დ გაბეტონებულს არა სჯობიხარ?!  ისევ ჩემთან იყავ, იმ მკვდარი გულის გვერდით, რომელსაც ღრმად მიწაში ჩაფლობა არ ელოდება.
რომელსაც ცოცხალზე მეტად ვუფრთხილდები.
რომელიც კვლავ მტკივანია, მარა მაინც მთელსსამყაროს მირჩევნია,
რომელიც გზაა და გამოუვალობაც, მარა ტკბილი და მწარე-ერთდროულად .
დაე ისევ ერთად იყვნენ.
მე კი ახლა ხელცარიელი,
თვალცარიელი,
სიტყვაამომშრალი,
მხრებჩამომჭკნარი,
კუტადდამშვრალი,
იმედს არ ვწურავ,
მაინც  ამაყი,
ჩემი ორი ცალით-ზოგს ერთიც არ უჩხავის და ზოგს კი ისეთი უვარგისი, მის ქონას უქონლობა რომ სჯობნის.
კვლავ ვიშვერ ხელებს მათხოვარივით,
იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ღვთისნიერი თუ არა, თავად ღმერთი მაინც
და ჩემი ორგულობა გამიმთელოს.
მე ხომ კვლავაც, სულ პატარა ბავშვივით
სასწაულების მჯერა, ღმერთო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები