ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 დეკემბერი, 2021


ახალი თეორია

  ახალი თეორია

თითქმის ერთნახევარი ათეული წელი  შევალიე დედამიწაზე ადამიანის მოულოდნელი დაბადების პროცესის კვლევას, მაგრამ გონებაში ხინჯად მაინც ჩამრჩა  ერთი საკითხი - ადრეულ ეტაპზე HOMO SAPIENS-ის სხვადასხვა ანთროპოლოგიური ტიპის არსებობის შეუსაბამობა ბიბლიურ სწავლებასთან. კერძოდ კი ის, რომ ბიბლიაში არსად არ არის მოხსენიებული HOMO -ს გვარის სხვადასხვა წარმომადგენელი და ყურადღება გამახვილებულია ადამსა და ევაზე, როგორც პირველ ადამიანებზე … თურმე საქმეში ხართ? მოხსენიებულიც არიან და ყველაფერი ზუსტად ჩამოწიკწიკებულია.

და ბოლოსდაბოლოს, მე აღმოვაჩინე მათ შორის არსებული ბმის დამადასტურებელი დოკუმენტური ფაქტები, თუმცა ვაღიარებ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და შეიძლება მას ჭეშმარიტებასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, პატივცემულო მკითხველო, ჩემს ნააზრევს მაინც გთავაზობთ განსჯისა და შეფასებისთვის.

მზის სისტემის მესამე პლანეტაზე ადამიანის გაჩენის (დაბადების) დასაწყის პერიოოდში, რადიო-ნახშირბადის მეთოდით  დათარიღების მიხედვით (მუსტიეს ეპოქა. ძვ.წ. 53-33 წ.წ.), როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილია, HOMO SAPIENS -მა თანაცხოვრება დაიწყო ნეანდერტალელებთან ერთად. ეს უკანასკნელნი ფლობდნენ გარკვეულ ცოდნას შრომის (ბრძოლის) იარაღების დამზადებასთან დაკავშირებით და მათ გააჩნდათ საკუთარი პრიმიტიული კულტურაც, დაკრძალვის რიტუალის ჩათვლით (გახსოვთ ალბათ, მათ სამარხებში ყვავილის გვირგვინების აღმოჩენა).

ასევე ვიცით, რომ ადამიანის  ,ცისფერი თვალები“ და თეთრი კანი ნეანდერტალელთა გენების დამსახურებაა, რაც  HOMO SAPIENS-ის საერთო გენის დაახლოებით  2%-ია.
არის თუ არა რაიმე ცნობა ან მინიშნება აღნიშნულის შესახებ წიგნთა-წიგნში - ბიბლიაში? ... ვფიქრობ, რომ არის.

,,და იყო, რა ჟამს იწყეს გამრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა და ასულნი იშვნეს მათდა, ხოლო იხილნეს რა ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან მოიყვანნეს თავთა თვისთა ცოლებად ყოველთაგან რომელნი გამოირჩინეს და თქუა უფალმან ღმერთმან: არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათვის მათისა ხორც. ხოლო იყვნენ დღენი მათნი ასოც წელ. და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისა, ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა, და შობდეს თავთა თვისთად, და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი“ (6;1,2,3,4 ბიბლია მე-16 საუკ).

ვიდრე ამ ტექსტის განხილვას დავიწყებთ,  ,,ვთარგმნოთ“ იგი თანამედროვე ქართულზე და ამისათვის გამოვიყენოთ საქართველოს საპატრიარქოს მიერ  1989 წელს გამოცემული ბიბლია.

,,როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი, იყოს მისი ხანი ასოცი წელი. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი“ (6; 1,2,3,4 ბიბლია 1989 წლის გამოც.).

,,ძველ“ (მე-16 საუკ.) ბიბლიურ ტექსტში გვხვდება რამდენიმე ისეთი ტერმინი, რომელთა განმარტებაც აუცილებელია. ესენია: ღვთისშვილები, გმირები და ადამიანები.  გავარკვიოთ, ვინ-ვინ იყო.

აღსანიშნავია, რომ 1989 წელს გამოცემულ ბიბლიაში, ჩემი აზრით, ტექსტის შინაარსი ზედმიწევნით ზუსტად არის თანამედროვე ენით გადმოცემული.

მოგეხსენებათ, რომ სიტყვა ,,გმირი“  ნაწარმოებია კიმერიელებისაგან, ჩრდილოური ტომისაგან, რომლებმაც სასტიკად ააოხრეს კოლხეთის სამეფო, ამიტომ ,,ახალ ტექსტში“ (ასე ვუწოდოთ 1989 წლის ბიბლიას) გმირის ნაცვლად გამოყენებულია სიტყვა  ,,სახელოვანი“. ე.ი.  როცა ნოემ შვა სამი ძე: სემი, ქამი და იაფეთი, დედამიწაზე სახლობდნენ სახელოვანი ღვთისშვილები და ადამიანები. ამ უკანასკნელთ ეყოლათ თუ არა ასულები, მათი ცოლად მოყვანა დაიწყეს ღვთისშვილებმა და შვეს ადამ-ევასაგან განსხვავებული უმაღლესი ბიოლოგიური სიცოცხლის ფორმები - HOMO SAPIENS -ები (ადამიანები). ისინი უკვე ვეღარ იცოცხლებდნენ ცხრაასი წელი, რადგან ღმერთმა მათ დაუწესა საშუალო ასაკი ასოცი წელი, ამასთან მათ უკვდავობის შესაძლებლობაც ,,ჩამოართვა“ და აქცია მოკვდავებად.

ამასთან  ადამი სხვა უმაღლესი ინტელექტუალური სიცოცხლის ფორმა იყო დედამიწაზე, რადგან ის ღმერთმა შექმნა და ევა სხვა - ის ადამის ნეკნისგან შეიქმნა, აბელ--კაენი კი კიდევ სხვა, ისინი ევამ შვა ადამისაგან.

მაშასადამე, რადგან ჩვენს პლანეტაზე HOMO -ს გვარის პირველი წარმომადგენელი იყო HOMO HABILIS -ი, სავარაუდოდ ის იქნა გამოყენებული ე.წ. ბიოლოგიურ მასალად და მისგან ვიღაცამ, ვთქვათ მარსიანელმა (მარსიანელებმა) ,,შვა“  HOMO EREQTUS -ი, ანუ ნეანდერტალელი. სწორედ მას ეწოდა ადამ.

მაგრამ აქ არის ერთი შეხედვით თითქოსდა შეუსაბამობა, უფრო სწორად მეტად საჩოთირო შეუსაბამობა, ადამი შეიქმნა ,,ხატად და მსგავსად ღმრთისა“ ... მაშასადამე ,,შემქმნელიც“  EREQTUS-ს  წარმოადგენდა? ...

ამ კითხვაზე ბიბლიაში ზუსტი პასუხია გაცემული - ,,ხატად და მსგავსად თვისადო“ ... ე.ი. მხოლოდ ვიზუალურად სახიერი და მსგავსი და არა გონებრივად მასთან გათანაბრებულიო, რადგან ადამის და ევას ,,განსწავლას“ ღმერთი მათი შქმნის შემდგომ შეუდგა, თუმცა ისინი ,,დიდებული“ მოსწავლეები ვერ გამოდგენ, იცით ვინც აცდუნა ... ნეანდერტალელი მართლაც წააგავდა ადამიანს და ბიოლოგიური თვალსაზრისითაც მის წინაპრადაც კი ითვლება.

ეს ნეანდერტალელი, ადამიანზე მაღალიც იყო (პლანეტა მარსზე ადამიანი, გამომდინარე მისი მიზიდულობიდან, სამ მეტრამდე გაიზრდებოდა, თხემი წაუგრძელდებოდა და სახე წინ წამოეწეოდა. დაახლოებით დაემსგავსებოდა ნეანდერტალელს.), და სახელოვანიც (გმირი),  არ დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლის ევოლუციური განვითარების ერთი დიდი პერიოდი, მან დედამიწაზე მარტომ, ადამიანის გარეშე გაიარა და მარტო ,,მართავდა“ მაშინდელ მსოფლიოს. ის პირდაპირი გაგებით  ღვთისშვილი იყო, რადგან ღმერთის ნებით იშვა ხილულ სამყაროში. მას შეეძლო ,,ბუნებრივი რესურსებისაგან“ (ქვა, ხე) აგრეთვე ძვლისგან პრიმიტიული იარაღების დამზადება და საკვების მოპოვებისათვის მათი გამოყენება. გავიხსენოთ, რომ ანალოგიური პრიმიტიული იარაღები გააჩნდათ პირველყოფილ ადამიანებს თავისი გაჩენის გარიჟრაჟზე და მეტიც, ვარაუდობენ, რომ ცეცხლის მოპოვება მათ ნეანდერტალელთაგან ისწავლეს, ასევე ტყავის გამოყენება სიშიშვლის დასაფარად.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ,,პირველი ადამიანი“ ცხოვრების წესით დიდად არ განსხვავდებოდა ნეანდერტალელისგან, თუმცა დრომ აჩვენა, რომ განსხვავდებოდა ინტელექტით, უფრო მართებულია თუ ვიტყვით, ეშმაკობით, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო ნახევრადღვთისშვილისაგან - კაენისაგან, გენების მეშვეობით.

მაშ, საიდან გაჩნდნენ ადამიანები, რომელთა მშვენიერი ასულებიც ცოლად მოჰყავდათ ღვთისშვილებს? ... ვიდრე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ, დავძენ, რომ ზოგიერთი თეოლოგი ზემოთ მოყვანილ ბიბლიურ ციტატას სხვაგვარად განმარტავს და ამტკიცებს, რომ ღვთისშვილები და ცალკე ნახსენები ადამიანები ერთნი არიან. ისინი იმ ე.წ. შტოს წარმოადგენენ, რომლებიც იშვნენ ადამ და ევადან რეპროდუქციის გზით. არგუმენტად კი მოჰყავთ შემდეგი ბიბლიური ციტატა: ,, ხოლო იქმნნეს დღენი ადამისნი შემდგომად შობისა სეთისა შვიდას წელ და შვნა ძენი და ასულნი“ (5;4  დაბ.).

ასეთი განმარტებით გამოდის, რომ ადამმა სამი შვილი: აბელ, კაინ და შეთ შვა ღვთისშვილად და მეოთხე და დანარჩენი ადამიანებად ... ?!

შეიძლება ამაში არის რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან ერთი მშობლებისგან წარმოშობილი ყოველი შემდეგი თაობა, სულ უფრო და უფრო შორდება თავის წინაპარს გენეტიკური მსგავსებით, მაგრამ არ შეიძლება მათ დასაბამი მისცენ ახალ სიცოცხლის ფორმესს, თანაც ინტელექტუალურად სრულიად განსხვავებულს ანუ ღვთისშვილებისაგან ვთქვათ წარმოშობილიყვნენ ნეანდერტალელები. ეს სიცოცხლის ევოლუციის არასწორი გაგება იქნებოდა, თუნდაც ბიბლიური (თეოლოგიური) თვალსაზრისით. დედამიწაზე ჯერ მარტივი სიცოცხლის ფორმები გაჩდნენ თავისი გვარისდა მიხედვით და შემდეგ ,,დაჭკვიანდნენ“. აქ კი საქმე გვაქვს რთულიდან-მარტივისკენ, პირიქით პროცესთან, რაც არ ახასიათებს ,,სიცოცხლის ევოლუციას“, რომელსაც, აქვე დავძენ, რომ მე არ ვეყრდნობი დარვინისტული თეორიის აღიარებისთვის, არამედ ბიბლიური და თანამედროვე სწავლებების წარმოსაჩენად, რომლებიც სიცოცხლის ევოლუციურ პროცესებს სწორედ იმგვარად ხედავენ, როგორადაც მე ზემოთ წარმოვადგინე, მარტივიდან-რთულისკენ სვლაში,
მემკვიდრეობითობაში და არა ერთიდან-მეორის რეპროდუქციაში.

ღვთისშვილებისაგან შემდგომი რეპროდუქციის გზით აუცილებლად წარმოიშვებოდნენ გენეტიკურად მათთან ახლოს მდგარი შთამომავლები და რაც უფრო შორს იქნებოდნენ ,,მატრიცისაგან“ ისინი, მით უფრო არაღვთისშვილები გახდებოდნენ, მაგრამ მათ მაინც ექნებოდათ საერთო გენეტიკური წარმომავლობა და ადამიანებად  ,,ბუნებრივი გადარჩევით“ ვერ ჩამოყალიბდებოდნენ, თუ არა ვიღაცის ჩარევა. ამიტომ  ზოგი მეტად ღვთისშვილი იქნებოდა და ზოგიც ნაკლებად, რაც ,,ტექსტშიც“ არის ასახული.

თანაც საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შემოქმედმა ევა და ადამი დედაკაცად და მამაკაცად შექმნა და არა ადამიანად. ამ სიტყვას - ადამიანს ,,შესაქმეს“ დასაწყისში, სადაც საუბარია მეექვსე დღის ბოლოს მიმდინარე პროცესებზე, ვერსად შეხვდებით, თუმცა ხშირია ,,კაცისა“ და ,,ქალის“  ხსენება, რაც მათ სქესობრივ კუთვნილებაზეც მიუთითებს.

აგრეთვე შემოქმედის მიერ ადამის შექმნის სურვილი  ,,ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვუენისა და მსგავსებისაებრ“ (დაბ. 2;26), არ შეიძლება გაგებულ იქნას ისე, თითქოს სურვილს  მაშინათვე მოჰყვა შედეგი. ადამი იქმნებოდა მატ5ერიალურ გარებოში, ოთხგანზომილებიან (სივრიცთი განზომილებები და დრო) სუბსტანციაში, რაც თავისთავად გამორიცხავდა საქმის მყისიერ აღსრულებას. თუნდაც ის ფაქტი, რომ შემოქმედმა ,,ხილული სამყაროს“ შექმნას ექვსი დღე მოანდომა, ამაზე მეტყველებს. 
ამიტომ, სავარაუდოდ ადამის შექმნით შემოქმედი, როცა ამბობდა: ,,ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვუენისა და მსგავსებისაებრ“, იმთავითვე ადამიანის შექმნას კი არ გულისხმობდა, არამედ დროში მიმდინარე პროცესს, ადამიდან )მამაკაციდან) ევას (დედაკაცის) მეშვეობიუთ ადამიანის შექმნას, ანუ HOMO HABILIS-იდან, HOMO EREQTUS-ის მეშვეობით,    HOMO SAPIENS -ის შქმნას.

მაშინ ისმის მარტივი შეკითხვა: საიდან ჯანდაბიდან გაჩნდნენ ადამიანები, ,,ტექსტში“ რომ მითითებულია  -  ,,იწყეს გამრავლებაო“?

აი, საიდან: ადამის (ნეანდერტალელის) შექმნის შემდგომ, შეიქმნა ევაც, ოღონდ ადამის ნეკნისგან, ანუ ადამის ნეკნის გამოყენებით, ხელოვნური გზით იქნა მიღებული მისი მსგავსი ცოცხალი არსება, რომელსაც შეეძლო მასთან თანაცხოვრება -შთამომავლობის შობა, მაგრამ ის პირდაპირი მნიშვნელობით არ იყო ღვთისშვილი, იყო მისი გამოყენებით შექმნილი.

ევა გახლდათ უკვე ადამიანი, ორგზის ,,განწმენდილი“ თავის წინამორბედთაგან. HOMO HABILIS-ისა და HOMO EREQTUS-ის  ,,განწმენდით“ (არასასურველი გენების ხელოვნურად მოცილება) მიღებული ახალი უმაღლესი ინტელექტუალური ბიოლოგიური სიცოცხლის ფორმა.

რა მოხდა შემდეგ? ... ბევრი არაფერი, ადამმა როცა შეიცნო  ევა და როცა ბევრი ევა გაჩნდა - ,,შვა ძენი და ასულნი“, დედამიწაზე გავრცელება იწყო HOMO -ს გვარის ყველაზე ჭკვიანმა წარმომადგენელმა -  HOMO SAPIENS -მა.

ეს დასკვანც იმაზე მიუთითებს, რომ HOMO EREQTUS-ი არ იყო შემქმნელის იდენტური, არამედ მხოლოდ სახიერი, რითაც, როცა მე ერთმანეთს ვადარებ ორ არაშედარებით ჭეშმარიტებას, ვთავისუფლდები დიდი ცოდვისაგან, ვარ მართლმადიდებელი და არავითარი სურვილი არ გამაჩნია  ამ რელიგიის, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდად მოხსენიებისა, თუმცა ისეთ თემას შევეხე, გარკვეულ ,,მკრეხელობის ზღვარს“ თუ არ გადავცდი, მის ,,წითელ ხაზზე“ გავიარე, ესეც მეყოფა.

ახლა კი ყველაფერს ერთად მოვუყაროთ თავი და ვთქვათ შემდეგი: სიცოცხლის ევოლუციის  მარტივიდან-რთულისკენ მიმართულებით, კანონზომიერი პროცესებიდან გამომდინარე, ადამის შექმნისათვის გამოყენებული იქნა HOMO HABILIS -ი და ,,იშვა“  HOMO EREQTUS -ი, რამაც HABILIS -ს იმთავითვე გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. იგი, როგორც ბევრი სხვა ბიოლოგიური სახეობა, მოუსავლეთის გზას დაადგა. ეს არქეოლოგიურადაც ცნობილი ფაქტია.

ნეანდერტალელი (HOMO EREQTUS) რამდენიმე ათეული ათასი წლის ბოგინის შემდგომ შეერწყა ადამიანს და ისიც მოუსავლეთში წავიდა.

ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ,,დაკუმენტი დემიდოვომდე“, შვილის სანახავად მიმავალ  ჯარისკაცის მამას რომ ედო ჯიბეში ... დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების ევოლუციური პროცესი ბუნებრივად რომ წარმართულიყო და ნეანდერტალელიდან ასევე ბუნებრივად წარმოშობილიყო კრომანიონელი, ანუ ადამიანი, მათ  ,,გენეტიკურ ჯაჭვში“, კიდევ ერთი რგოლის“ არსებობა უნდა დადასტურებულიყო, მაგრამ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ასეთი ,,რგოლი“ ბუნებაში არ არსებობდა და არქეოლოგიური გათხრებითაც ეს დადასტურდა, არათუ მის ჩონჩხს, კბილსაც ვერსად მიაგნეს. ამიტომ სწორედ ,,ხელოვნური გზით“, ე.წ. გენური ინჟინერიის მეთოდით, რაზეც მე ზემოთ უკვე გესაუბრეთ, იქნა ადამიანი მიღებული. 

ღმერთმა შემინდის! ... სხვა რა ვთქვა?  ჩვენს გარშემო იმდენი  ,,დაფარულია“ ადამიანმა თუ ზოგჯერ არასტანდარტულად არ იაზროვნა დაფარულს  ფარდას არას ვერასდროს ახდის.

რადგან ჩემთვის ,,ფარდის ამხდელის“ საპატიო ფუნქცია არავის დაუვალებია, გადავწყვიტე თავად მეცადა ამის გაკეთება, რა გამოვიდა, მკითხველის განსასჯელია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ ამ მნიშვნელოვანმა მთავარი გადაფაროს - მე ვარ პირველი, ვინც ამ გზით წავიდა და ადამიანის გაჩენის, რომელსაც იგი ხშირად იწყევლის, სრულიად ახალი ვერსია შესთავაზა საზოგადოებას.

,,ურაკზეც“ ამას იმ მიზნით ვაქვეყნებ, რომ სივრცესა და დროში მისი წერილობითი დაფიქსირება მოხდეს  და ,,პირველის“ ტიტულს არავინ შემედაოს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები