1
როდესაც შენ ტირი, შენზე უფრო გულნატკენი არავინაა. როცა იღიმი, არავინაა შენზე გულწრფელი. როცა თამაშობ - შენზე ცელქი; როცა გძინავს - შენზე ლამაზი; როცა იღვიძებ - შენზე ბედნიერი.
როდესაც მე ვტირი, შენ ვერ ხედავ. როცა ვიცინი-ვტყუი. როცა ვთამაშობ-ვაგებ. როცა მძინავს- მესიზმრები. როცა ვიღვიძებ- მინდა ძილი შევიბრუნო.
რაც ჩვენ წავაგეთ, ვიამაყეთ, ვიდრე მოგებით, გირლიანდებით, ზეიმებით, სეფით, მათ შორის. აქ მუსიკოსი მამებია, ბრძენი მოგვები, ტექ.მარილს ყრიან. დაპნეული ღმერთმა გვაშოროს! ამ საშინაო დავალებას ვიდრე მოყვები, რომ მამაშენი დამტვრეული სათამაშოა,
გადასაწერად მიაწოდე თანამერხელებს და ამ ერთხელაც არ გამიშვა, სახლში დამტოვე. როგორმე ერთად მივაღწიოთ გვიან ესხერებს და ჩვენ სახურავს უსახურმა თოვლმა ათოვოს.
2
ჩამქრალ ბუხარში ნაღვერდალი, სქელი პლედები, დროგამოშვებით, დღეში სამჯერ, ზაზა თვარაძე. მე კი , აღარ ვწერ, აღარ მძინავს- მხოლოდ ვბერდები. დარაზეთ -მეთქი, დარაბები, მეთქი, დარაზეთ!
მე შევაგროვე შემოდგომა, ნაჭრის შარვლებში. ვსვამდი ბოშებთან, ალქაჯებთან, წითელ ცხენებთან. გემის ანძიდან მიყვირია, არყით გალეშილს - ხმელეთი!
სხვენზე მტრედები, აკვანი და სარდაფში- ვირთხა, ჭერიდან ისე ბედნიერად იატაკს აწვიმს და შენ მიკითხავ, უფრო სწორედ აპირებ ,მითხრა: „პირველად იყო სიხარული და მერე ნამწვი“.
პირველად იყო სიხარული, მოთოვა ვიდრე. ვეება იყო, უსაშველო, იყო ამხელა. როცა ვბრუნდები დასავლეთში და ფეხებს ვითრევ, გიტოვებ ბოთლებს, თუმცა გყოფნის თავზე საყრელად შენი ბოთლებიც.
3
რომლებმაც შენ ზღირბლს წამოკრან ფეხი , ბრალი იმათი ... შენ ჩემი მზე ხარ ! შენ ჩემი მზე ხარ! წადი და ინათე! ცეცხლი წაუკიდე ფიჭვებს და ვერხვებს, თავი იმართლე, რომ ჩემი მზე ხარ , შენ ჩემი მზე ხარ, მზე ხარ და ინათე! ქალაქის მძევალს, სიტყვების მძევალს, პირში მიახლი- მე მისი მზე ვარ! მე მისი მზე ვარ! და არა მოახლე! მიწაზე ვწევარ, პირაღმა ვწევარ, შენც ხომ იცოდი- მე მისი მზე ვარ! მე მისი მზე ვარ! უნდა ვიწვოდე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა შევქმენი წაშლით, ამდენი არც მიფიქრია და არც წესები ვიცი დიდად. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ძალიან კარგი თავფურცელია, ჩემი აზრით. ეს ლექსი საუკეთესოა. ასეც უნდა ყოფილიყო. :) ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა შევქმენი წაშლით, ამდენი არც მიფიქრია და არც წესები ვიცი დიდად. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ძალიან კარგი თავფურცელია, ჩემი აზრით. ეს ლექსი საუკეთესოა. ასეც უნდა ყოფილიყო. :)
6. ქალბატონო ნინო, იმისთვის რომ სათავფურცლე სიაში მოხვდეს ნაწარმოები უნდა აირჩეს მინიმუმ ორი , ან მეტი რედაქტორის მიერ. მაგალითად, ამ თვეში მე მქონდა არჩეული ოთხი ლექსი, აქედან მხოლოდ ორი მოხვდა სიაში, რადგან ამ ორზე დაემთხვა ჩემი და კიდევ სხვა რედაქტორის არჩევანი.
ერთი ალამი არ ყოფნის ნაწარმოებს თავფურცელზე გასასვლელად.
თვის განმავლობაში შესაძლოა ბევრი ლექსი მოინიშნოს, მაგრამ რედაქტორების გემოვნება არ დაემთხვეს და ასარჩევ სიაში არ მოხვდეს.
თუ მთველი თვე არცერთი რედაქტორი არაფერს წაიკითხავს და მონიშნავს, ასარჩევი არაფრიდან ვერ იქნება.
ამ თვეში ასარჩევად გავიდა ორი ლექსი, სამწუხაროდ ერთი წაშალა ავტორმა და დარჩა მხოლოდ ეს ლექსი.
მოუცლელობას, ახალ წელს, ან დეკემბრის კონკურსისკენ გადატანილ ყურადღებას დავაბრალოთ.:/
ისე, მე უარესი თავფურცელიც მახსოვს, საერთოდ რომ არაფერი იყო ასარჩევი და ორი თვე ერთი თავფურცელით ვიყავით.
ქალბატონო ნინო, იმისთვის რომ სათავფურცლე სიაში მოხვდეს ნაწარმოები უნდა აირჩეს მინიმუმ ორი , ან მეტი რედაქტორის მიერ. მაგალითად, ამ თვეში მე მქონდა არჩეული ოთხი ლექსი, აქედან მხოლოდ ორი მოხვდა სიაში, რადგან ამ ორზე დაემთხვა ჩემი და კიდევ სხვა რედაქტორის არჩევანი.
ერთი ალამი არ ყოფნის ნაწარმოებს თავფურცელზე გასასვლელად.
თვის განმავლობაში შესაძლოა ბევრი ლექსი მოინიშნოს, მაგრამ რედაქტორების გემოვნება არ დაემთხვეს და ასარჩევ სიაში არ მოხვდეს.
თუ მთველი თვე არცერთი რედაქტორი არაფერს წაიკითხავს და მონიშნავს, ასარჩევი არაფრიდან ვერ იქნება.
ამ თვეში ასარჩევად გავიდა ორი ლექსი, სამწუხაროდ ერთი წაშალა ავტორმა და დარჩა მხოლოდ ეს ლექსი.
მოუცლელობას, ახალ წელს, ან დეკემბრის კონკურსისკენ გადატანილ ყურადღებას დავაბრალოთ.:/
ისე, მე უარესი თავფურცელიც მახსოვს, საერთოდ რომ არაფერი იყო ასარჩევი და ორი თვე ერთი თავფურცელით ვიყავით.
5. რა და ინტერესის! მე თავიდანვე მხოლოდ ორ კანდიდატს მიჩვენებდა პოეზიაში. სხვაგან- არსად არაფერს. იქნებ , როცა მოიცლით, უკეთ გამარკვიოთ, რა ხდება! ასეთი თავფურცელი პირადად მე არასოდეს მინახავს.
რა და ინტერესის! მე თავიდანვე მხოლოდ ორ კანდიდატს მიჩვენებდა პოეზიაში. სხვაგან- არსად არაფერს. იქნებ , როცა მოიცლით, უკეთ გამარკვიოთ, რა ხდება! ასეთი თავფურცელი პირადად მე არასოდეს მინახავს.
4. ერთის არჩევანი რომ ყოფნიდეს , ახლა თავფურცელზე ლელა გაბურის „პირველი თოვლიც“ იქნებოდა და მარიამ სადღობელაშვილის „ფუტკრის ლოცვაც“. რაც პირადად ავარჩიე იმ ორ ნაწარმოებთან ერთად, რომლებიც საბოლოოდ გავიდა სათავფურცლე სიისთვის. რაც შეეხება იმ მეორე, ნაწარმოებს, რომელიც უკვე შერჩეული იყო , თემოს ამ ლექსთან ერთად, თავფურცელზე ვერ მოხვდა იმ მიზეზით, რომ ავტორმა წაშალა. ის ანა ჯავახიშვილის იყო.
პალატამერვეს ტვირთად დაედო იანვარში მარტომ ზიდოს თავფურცელი ;)
ერთის არჩევანი რომ ყოფნიდეს , ახლა თავფურცელზე ლელა გაბურის „პირველი თოვლიც“ იქნებოდა და მარიამ სადღობელაშვილის „ფუტკრის ლოცვაც“. რაც პირადად ავარჩიე იმ ორ ნაწარმოებთან ერთად, რომლებიც საბოლოოდ გავიდა სათავფურცლე სიისთვის. რაც შეეხება იმ მეორე, ნაწარმოებს, რომელიც უკვე შერჩეული იყო , თემოს ამ ლექსთან ერთად, თავფურცელზე ვერ მოხვდა იმ მიზეზით, რომ ავტორმა წაშალა. ის ანა ჯავახიშვილის იყო.
პალატამერვეს ტვირთად დაედო იანვარში მარტომ ზიდოს თავფურცელი ;)
3. დარწმუნებული ვარ, ეს ერთი ლექსიც ჩემმა ერთადერთმა არჩევანია გამოიყვანა თავფურცელზე. ასარჩევი არაფერი იდო. ნუ მიწყენს ავტორი და გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს ლექსი არ წამიკითხავს, ისე დავაწინაურე. სულ ორი ტექსტი იდო, ერთი სათაურიანი, ერთი უსათაურო და არც სათაურიანი წამიკითხავს, უსათაუროს ისე მივეცი შანსი.
დარწმუნებული ვარ, ეს ერთი ლექსიც ჩემმა ერთადერთმა არჩევანია გამოიყვანა თავფურცელზე. ასარჩევი არაფერი იდო. ნუ მიწყენს ავტორი და გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს ლექსი არ წამიკითხავს, ისე დავაწინაურე. სულ ორი ტექსტი იდო, ერთი სათაურიანი, ერთი უსათაურო და არც სათაურიანი წამიკითხავს, უსათაუროს ისე მივეცი შანსი.
2. პირველ ნაწილს გამოვყოფდი. პირველ ნაწილს გამოვყოფდი.
1. ბებერი ინდიელის ლოცვას ჰგავს.
:)
ბებერი ინდიელის ლოცვას ჰგავს.
:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|