ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა გაბური
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2021


პირველი თოვლი...

პირველი თოვლი...

დათოვლილ ნაძვზე
კენტად  დამჯდარა,
ხმამაღლა მოსთქვამს
შავი ყორანი,
ჩამოუჭირხლავს
ნამქერს ფანჯარა,
ყინულებს ჰკიდებს
ციხის ყორემდე...
ცას მსუბუქ ფიქრთა
უზადო ელვად,
მოუვერცხლია
თოვლის საყურე,
აღარც
ჩემიდან წამსვლელზე ვღელავ,
აღარც
ჩემამდე მომსვლელს გავყურებ...
როგორც ბავშვებმა იციან,
შორით,
ხელს ვუშლი ფიფქებს
და ცად ავდივარ,
ვხარობ ამ დილას
პირველი თოვლით,
უმიზეზოდ და
ძლიერ მარტივად...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები