 | ავტორი: ტერიკო ჟანრი: საბავშვო 30 დეკემბერი, 2021 |
თოვლია და ტყეში ნაძვს, თავს აფარებს ციყვი, ხის ფუღუროს თავის განძს ითვლის და ვერ ითვლის.
იქით თხილი უცვივა, აქეთ კიდევ კაკალი, ტოტზე ყვავი უცდიდა, სიცივეში,კანკალით.
-იქნებ,გამოიმეტო, ციყვო,ერთი მარცვალი? ფუღუროში ნისკარტი შეყო გულის ფანცქალით.
-შენ სულ მუქთას დაეძებ, გეზარება შრომა, მე კი წელში გადავწყდი მთელი შემოდგომა!
იცი,რამდენი ვკრიფე? და ვაგროვე ზამთრისთვის?! ხელი რად დაიკრიფე, ვერ იზრუნე ამ დღისთვის?
სულ ჩემს კარზე აღამებ, წელიწადის ოთხივ დროს, უკვე ბევრი გაჭამე, ჰგავხარ უძირო გოდორს.
შეუტია ციყვმა ზარმაცს, სტკიცა ცივი უარი, რომ მიხვდეს და შემდეგ ზამთარს, შეძლოს თავის უნარით.
აღარ ჰქონდეს იმედი, რომ გამოკვებს ციყვი, ასე არის ჩემო ყვავო, "რასაც დასთეს,იმკი."
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ელადას დავეთანხმები <3 ელადას დავეთანხმები <3
4. თავფურცელს რა სჭირს,იცის,ვინმემ? რატომ არის ასეთი მოკლემეტრაჟიანი)))
თავფურცელს რა სჭირს,იცის,ვინმემ? რატომ არის ასეთი მოკლემეტრაჟიანი)))
3. მარტი ხათუნა <3 ელადა <3 დიდი მადლობა,მეგობრებო <3
მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით <3 გილოცავთ. მარტი ხათუნა <3 ელადა <3 დიდი მადლობა,მეგობრებო <3
მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით <3 გილოცავთ.
2. ძალიან კარგია ხუთი სტოფი, რაკრაკებს რითმები, დანარჩენს ხელი შეავლე, ძალიან კარგია ხუთი სტოფი, რაკრაკებს რითმები, დანარჩენს ხელი შეავლე,
1. +2 საყვარლწბი ორივე,მომეწონა,რა კარგი ლექსია +2 საყვარლწბი ორივე,მომეწონა,რა კარგი ლექსია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|