ნაწარმოებები



ავტორი: მე მიქაელი ვარ
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2021


შობა

ის იდგა თოვლში ჩვეულ ხალისით
და სახე ჰქონდა მკაცრი და სადა.
ის იყო ბავშვი და საკმარისი
ნამდვილად სადღაც...

ის იდგა უხმოდ უფროსთა შიშით
სადაც სიტყვებსაც ათოვთ და აწვიმთ
და იდგა ბიჭი ნაძვის ხის ჩრდილში,
" იმ მორღვეული გალავნის გასწვრივ... "

სადაც სიტყვებსაც აწვიმთ და ათოვთ,
ღიმილი თრთოდა წყნარი და მკრთალი.
ქუდივით ეგდო წინ სული მარტო
და სულს ივსებდა რაღაცა ძალით.

ისე უშვერდა არაზანს კისერს,
მოწყვეტილ ყვავილს მოჰგავდა ვაზის;
მაგრამ დგებოდა შობა და მყისვე
უბრუნდებოდა სიცოცხლეს აზრი.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2021 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები