ნაწარმოებები



ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
12 იანვარი, 2022


ბავშვობის ნარჩენი

სახლის ყველა კუნჭულში
ბავშვობა მიკუჭული.

აგერ კოკა პატარა,
წყროსწყალზე მათარა,

ჩალის ღეროს ცხენები,
მიქრის ჭენებჭენებით.

ეზოს ბოლოს კაკალი,
მახსოვს ქვევით ტყაპანი.

ძველ მარანში ჭრიჭინას,
და7ცლია ჭინჭილა

აღარც ბებო ციალა,
აღარც მე ვარ ცქრიალა

ცალ თოკზე საქანელა
მარტო ქანაობს ნელა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები