ნაწარმოებები



ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 იანვარი, 2022


საახალწლო ლექსი - საქართველოს

გილოცავთ ახალ წელს და ბედობას, ყველა ნატვრა და ოცნება აგსრულებოდეთ, ყველაფერი კარგი დაგბედებოდეთ.

ყოველი წლის დასაწყისში ლექსს ვწერ ახალ წელზე. ყოველ ახალ წელს ახალი ლექსით ვულოცავ ჩემს ძვირფას ხალხს და ქვეყანას. რამდენიმე წლის წინ დავამკვიდრე ეს ტრადიცია ჩემში, ჩემს საკუთარ თავში.

ამ წლის პირველ დღეს ეს ლექსი გამომივიდა:

საახალწლო ლექსი - საქართველოს

„ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,
ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,
საქართველოს სადიდებლად
მრავალ, მრავალ ახალ წელს!“

მორის ფოცხიშვილი

ძველი წელი გაგვიფრინდა
და მოფრინდა ახალი,
მინდა იყოს ეს ქვეყანა
ძველებურად მაღალი.

შუბლზე სცხია მირონი და
ღმერთმა მისცეს წყალობა,
მსურს ესმოდეს ილორიდან
სიყვარულის გალობა.

მჯერა: მოვა სიხარულის,
აღმაფრენის წუთები.
ჩვენ ერთმანეთს გულმხურვალედ
კიდევ ჩავეხუტებით.

ამღერდება აფხაზეთი,
სამაჩაბლოც იჭექებს,
ერთურთს როგორც ვაფასებდით,
დავაფასებთ ისევე.

„ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,
ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,
საქართველოს სადიდებლად
მრავალ, მრავალ ახალ წელს!“

ოთარ რურუა


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები