ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტინნე
ჟანრი: იუმორისტული
2 იანვარი, 2022


ბედობა

იდეა მაქვს, უცებ გეტყვით,
ვიცი ნაბახუსევს ებრძვით, დროს ვერ მომცემთ ბევრსაო.
თუკი მოგეწონებათ და ავიტაცებთ ხელსაო,
ეჭვი მაქვს რომ  გადავარჩენთ ერთობლივად ერსაო.
წელს სულ ვიწყებთ, ქეიფებით,
მაშხალებით ჩვენსაო,
ჭიქას არ ვდგამთ მაგიდაზე, ღვინოსა ვსვამთ ბევრსაო.
ორში უკვე სავსენი ვართ,
სახე გვიგავს მსმელსაო,
აღარც მაგიდა გვიზიდავს აღარცა ვჭამთ მეტსაო.
ეს ბედობა გამოვცვალოთ, სხვა დავარქვათ დღესაო,
წლის ბოლოსთვის მოვინიშნოთ,
ნებისმიერ თვესაო.
ასე ვფიქრობ, გადავარჩენთ სამასზე მეტ მზესაო,
ვინაიდან და რადგანაც არ დავიწყებთ ჩვენსაო,
ბედობისას უკვე მოღლილ, ნაბახუსევ წელსაო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები