ნაწარმოებები



ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2022


მეხრეს

დამივიწყებ.
დამივიწყებ!
და მივიწყებ...
როგორც გემოს,
პირველ გემოს - დედის ხსენის.

ღმერთს ვთხოვ,
ისე კარგად იყო,
არასოდეს გაგახსენდე.

სანაცვლოდ კი,
სულაც მსურდა,
ახლაც მსურს და
კვლავ ვისურვებ,
ვარსკვლავების გადამდენო,
ფიქრიდან მეც დამეხსენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები