ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: თარგმანი
5 იანვარი, 2022


Кахабер Родинадзе - Анекдот из жизни: Суд (თარგმანი რუსული ენიდან)

Анекдот из жизни: Суд  (ანეგდოტი ცხოვრებიდან:  სასამართლო)

(თარგმანი რუსული ენიდან)

...

ანეგდოტი ცხოვრებიდან:  სასამართლო

(ნაწყვეტი წიგნიდან „კობა ხარაბაძე“)


დედა სულ მუშაობდა. დედა, ჩემი საყვარელი დედა.

დედაჩემი ქუთაისის ტრიკოტაჟის ფაბრიკაში მკერავად  მუშაობდა. ხშირად გადაბმულად ორ ცვლაშიც მუშაოდა. ერთ ცვლას რომ იმუშავებდა, სახლში მოვიდოდა, ცოტას დაისვენებდა, დაახლოებით ერთ საათს, შემდეგ უკან ბრუნდებოდა, შეღავათი გვქონდა, იქვე, ფაბრიკის ახლოს ვცხოვრობდით, და მეორე ცვლაში გააგრძელებდა მუშაობას. რამდენსაც შეძლებდა, ასე მუშაობდა ორ-ორ ცვლაში გადაბმულად. მერე, ძალიან რომ დაიღლებოდა, ერთ ცვლაში  დაიწყებდა მუშაობას. შემდეგ, ძალებს რომ მოიკრებდა, ისევ ორ-ორ ცვლაში გააგრძელებდა მუშაობას. ოჯახისთვის წვალობდა. ჩემთვის წვალობდა.

მამაჩემი სულ ლოთობდა.

გარედან ისე სჩანდა, რომ თითქოს მამაჩემიც მუშაობდა. მაგრამ ოჯახისთვის არ იყო. იმდენ ფულს აკეთებდა, სასმელი ეყიდა და დაელია. საშინელება იყო, რაც თავი მახსოვს, დღე და ღამე მთვრალი იყო.

მამაჩემის გამო სასმელი დღემდე არ მიყვარს, სულ მთვრალი იყო საწყალი.

1988 წელი იყო. 17 წლის ვიყავი. მალე ჩემი სასამართლო პროცესი უნდა ჩატარებულიყო. პირობითი სასჯელი უნდა მოეცათ.

როგორც არასრულწლოვანს, ჩემს სასამართლო პროცესს რომელიმე მშობელი უნდა დასწრებოდა.

ან დედა, ან მამა.

სასამართლო სხდომა უკვე რამდენჯერმე გადაიდო იმის გამო, რომ სასამართლოში ვერც ერთი მშობელი ვერ მოვიყვანე.

ვერც დედა და ვერც მამა.

დედა სულ მუშაობდა.

მამა სულ მთვრალი იყო.

ბოლოს მოსამართლემ მითხრა, ან რომელიმე მშობელი მოიყვანე, ან ციხეში გაგიშვებო. ახლა კი ვხვდები, რომ მაშინებდა, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი, და შევშინდი.

იძულებული გავხვდი. მორიგი სასამართლო სხდომის დღეს მამაჩემი ლოგინიდან ავაყენე. არ დავალევინე. მივიყვანე სასამართლოს შენობაში. დავსვი სკამზე სასამართლოს სდომათა დარბაზის წინ კარების გვერდით.

რამდენიმე წუთში სასამართლო სხდომა უნდა დაწყებულიყო.

შევედი სასამართლოს სხდომათა დარბაზში.

სასამართლოს სხდომა დაიწყო.

მოსამართლემ მკითხა:

— რა ქენი, ბოლოს და ბოლოს, მოიყვანე კანონიერი წარმომადგენელი?

— კი, — ვუთხარი, — მამა მოვიყვანე.


— კარგი, — მითხრა —, ბოლოს და ბოლოს მოვიდა. გადი ახლა გარეთ და დაუძახე მამაშენს, შემოვიდეს.

გავედი გარეთ. და სად არის მამა?

არ არის მამა.

მივხვდი მაშინვე, სადაც იქნებოდა.

მაღაზია იქვე იყო, სასამართლოს შენობის სიახლოვეში.

ჩავედი მაღაზიაში.

არაყი უკვე დალეული ჰქონდა.

უკვე მთვრალი იყო.

ფეხზე ძლივს იდგა.

რა მექნა. მოვკიდე ხელები და დიდი გაჭირვებით ამოვიყვანე მეორე სართულზე. მივიყვანე კარებთან. მივაყუდე კარებს.

ჯერ მე შევედი. მოსამართლეს ვუთხარი:

— აგერ არის მამაჩემი.

და ამ დროს მამაჩემმა კარები შემოაღო სასინელი ბრახუნით.

ყველამ კარებს შეხედა.

კარებში ძლივს იდგა მამაჩემის მთვრალი ფიგურა.

ყველა მამას უყურებდა. მამა ყველას უყურებდა.

ეს სცენა ასე ხუთიოდე წამი გაგრძელდა.

შემდეგ დაიწყო.

მოქმედება, რომლის აღწერა დიდი დრამატურგის კალმის ღირსია.

მამამ ჩემგან დაიწყო:

— შენი დედაც...

შემდეგ თითი გაიშვირა. ჯერ მოსამართლისკენ, შემდეგ ერთი სახალხო მსაჯულისკენ, შემდეგ მეორე სახალხო მსაჯულისკენ, შემდეგ სასამართლოს სხდომის მდივნისკენ, შემდეგ პროკურორისკენ, შემდეგ ადვოკატისკენ.

სათითაოდ მიმართავდა, თითის გაშვერით ეუბნებოდა:

— შენიც...

— შენიც...

— შენიც...

— შენიც...

— შენიც...

— შენიც...

შემდეგ, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, კარები მიიბრახუნა.

სასამართლოს სხდომათა დარბაზის კედლები შეზანზარდა.

საშინლად შემრცხვა.

პირი გადამიშრა.

კინაღამ ავტირდი.

თითქოს ნისლში ვიყავი.

მიხვდა ყველა, რაშიც იყო საქმე.

მოსამართლემ თანაგრძნობით მითხრა:

— ვაი შე საცოდავო...

რამდენიმე წუთში ყველაფერი მოაგვარეს.

მამაჩემის ხელის მოწერა არ მოუთხოვიათ.

საერთოდ არ უხსენებიათ მამაჩემი.

პირობითი სასჯელი მომცეს.

სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან განადგურებული გამოვედი.



(ჩაწერილია კობა ხარაბაძის მონათხრობის მიხედვით)


კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა, საქართველო)

5.01.2022


////////////////////////////////////////////////////////////
რუსულ ენაზე  (Анекдот из жизни: Суд)



Анекдот из жизни: Суд

(Отрывок из неопубликованной книги «Коба Харабадзе»)


Мама всегда работала. Мама, моя любимая Мама. Как я её люблю.

Мама работала портнихой на кутаисской трикотажной фабрике. Часто случалось, что работала непрерывно по две смены. Проработав одну смену, она приходила домой, отдыхала немного, около часа, потом возвращалась на фабрику. К счастью, мы жили почти что рядом с фабрикой, и Мама продолжала работать во вторую смену. Сколько могла, столько и работала по две смены. Когда сильно уставала, начинала работать в одну смену. Потом, когда набиралась сил, снова продолжала работать непрерывно по две смены. Всё для семьи. Всё для меня.

Отец все время пил.

Со стороны казалось, что он тоже работает. Но не для семьи. Зарабатывал столько, чтобы хватило на выпивку. Это было страшно, до сих пор не могу прийти в себя, отец, сколько я себя помню, был всё время пьян. Из-за этого я до сих пор не люблю алкогольные напитки.

Шел 1988 год. Мне было 17 лет. Скоро должен был состояться мой судебный процесс. Должны были дать условный срок.

Поскольку я был несовершеннолетним, на моём судебном процессе должен был присутствовать кто-то из родителей.

Или отец, или мать.

Судебное заседание несколько раз откладывалось из-за того, что я не смог привести в суд никого из родителей.

Ни отца, ни мать.

Отец всё время пил.

Мама всё время работала.

И, самое главное, я так любил Маму, что просто не мог ей сказать, что меня судят.

Я не хотел её расстраивать.

Мама, моя любимая Мама.

В конце концов судья сказал мне, что, мол, или приведи кого-то из родителей, или я отправлю тебя в тюрьму. Теперь-то я понимаю, что он меня просто пугал, но тогда я был еще ребёнок, и испугался.

Я был вынужден. В день очередного судебного заседания вытащил отца из постели. Не дал возможности выпить. Привёл в здание суда. Посадил на скамью рядом с дверью зала судебных заседаний.

Через несколько минут должно было начаться судебное заседание.

Я вошел в зал судебных заседаний.

Судебное заседание началось.

Судья спросил меня:

— Ну, как, наконец-то привел законного представителя?

— Да, — ответил я, — Отца привёл.

— Хорошо, — сказал он, — наконец-то пришёл. А теперь выйди в коридор, позови отца, пусть войдёт.

Я вышел в коридор. И где же отец? Нет отца.

Я сразу понял, где он мог быть.

Магазин был прямо там же, возле здания суда.

Я спустился вниз, во двор суда.

Пошёл по направлению к магазину.

Отец стоял у магазина.

Водку он уже выпил.

Он уже был пьян.

Еле стоял на ногах.

Что делать? Взял его под руки. С большим трудом поднял на второй этаж. Подвел к двери. Прислонил к дверям.

Сначала вошел я. Сказал судье:

— Вот мой отец.

И в этот момент двери с грохотом открывает мой отец.

Все посмотрели на двери.

В дверях стояла, покачиваясь, пьяная фигура моего отца.

Возникла немая сцена.

Все смотрели на отца. Отец смотрел на всех.

Заминка продолжалась секунд пять.

И потом началось.

Действие, достойное описанию пера великого драматурга.

Начал отец с меня:

— Мать твою...

Затем, еле стоя на ногах, покачиваясь всем телом, левой рукой схватившись за дверь, чтобы не упасть, и подняв правую руку, дрожащими пальцами изобразил как бы пистолет, направил указательный палец пистолет сначала на судью, потом на одного народного заседателя, потом на второго народного заседателя, потом на секретаря судебного заседания, потом на прокурора, потом на адвоката, закрыв левый глаз, и прицелившись правым глазом, направляя на них воображаемый пистолет, обращался к ним по одному, бормотал в пьяном угаре с дрожащим от негодования голосом:

— Мать твою...

— Мать твою...

— Мать твою...

— Мать твою...

— Мать твою...

— Мать твою...

Потом, со всей силой, хлопнул дверью.

Стены зала судебных заседаний задрожали.

Весь состав суда посмотрел на двери.

Потом все посмотрели на судью.

Судья посмотрел на меня и сочувственно сказал:

— Эх ты, бедняга...

Все всё поняли.

От стыда я готов был провалиться сквозь землю.

У меня пересохло в горле.

С досады чуть было не заплакал.

Я чувствовал себя как в тумане.

В течение нескольких минут всё уладили.

Подписи моего отца не потребовали.

Вообще не упомянули имя моего отца.

Дали условный срок.

Из зала суда я вышел весь опустошённый.




(Отрывок из неопубликованной книги «Коба Харабадзе»)


Кахабер Родинадзе, адвокат (Батуми, Аджария, Грузия)

9.10.2021


გამოქვეყნებულია 2021 წლის 9 ოქტომბერს ვებ-გვერდზე
https://proza.ru/2021/10/09/1311

© Copyright: Кахабер Родинадзе Адвокат Батуми, 2021
Свидетельство о публикации №221100901311


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები