ნაწარმოებები



ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2022


თქვეს, გამაკვირვეს...ვთქვი, ვერ გაკვირვებთ

მიედ-მოედნენ მომავლის გეგმებს,
თქვეს ამ წელს ლექსებს აღარ დავწერთო,
მე ასეთ განრიგს ვერ მივებმები,
ნეტავ სხვა რამე მკურნავდეს, ღმერთო.

რიყის ქვებია ჩემი ლექსები,
დუმან, სხვებისთვის არას ამბობენ -
დაძაბულობა, მიწყივ, მყესების,
მწკლარტე გრძნობების გადანადნობი.
თავშესაფარი ჩემთვის ნაშენი,
გამოსამწყვდევი სევდა-ქარების,
გამოღებული სარკმელ-ნიშებით,
რა, რომ სინათლე  ეკარებათ?!

წავალ, წაიღებს ამ ქვებსაც წყალი,
გასამყარებლად ლოდებს მიაყრის,
რომ შეიკავოს წყვილი, თუ ცალი,
წალს მინდობილის კედი, სანდალი.
ან მზით გამთბარი ქვეშ გაეგება,
პატარა ბიჭებს, პატარა ქალებს,
უეჭველად რომ წამოეგება
შეყვარებულის ნათელი თვალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები