მზემ მოქარგა არემარე, თუმც ჰაერი ცივია, "ზამთარია, ვიყინებით", ბეღურები ჩივიან. მზე ჩიტუნებს მოეფერა, გაუსწორა ბუმბული, გახალისდნენ, აჭიკჭიკდნენ ტკბილად, როგორც ბულბული. საიდანღაც გამობრძანდნენ ლეგა-ლეგა ღრუბლები, მზემ ჩიტები ანუგეშა: "მალე დაგიბრუნდებით". "როგორც ვხედავთ, ეს ზამთარი მართლაც ჩვენი მტერია, სამშობლოში ვრჩებით მაინც, აქ მოკეთეც ბევრია, სხვაგან ფარჩას გვირჩევნია აქ, თვით თოვლის საბანი. იქ ვიქნებით, სადაც ფრენდნენ ჩვენი მამა-პაპანი." აი, რაზე ჟივჟივებენ შემცივნული ჩიტები, მამულს ასე შეიყვარებთ? თქვენც კარგები იქნებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ქულა რათქმაუნდა - 10✨ ქულა რათქმაუნდა - 10✨
2. ძალიან ტკბილია!!ბრავო!! ძალიან ტკბილია!!ბრავო!!
1. ძალიან მიყვარს თქვენი საბავშვო ლექსები <3
+5 ძალიან მიყვარს თქვენი საბავშვო ლექსები <3
+5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|