ნაწარმოებები



ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2022


არ დავწერ…

არ დავწერ,რომ დღეს ვემდური მუზებს,
უძლური ვარ და ვერ ვიტან ღამეს,
მე უშენობას აქამდე ვუძლებ
და მერამდენედ ვუთენებ მთვარეს.

ეს სულ ერთია,რას ფიქრობ ახლა,
ან,რა გახსენებს ჩემს თავს და იმ დროს,
ის ნაჩუქარი ვარდებიც გახმა,
შენთვის,რომ ტყესთან მოვპარე მინდორს.

ახლა,სამყაროს უთვალავ წამებს,
ვითვლი და ჩემთვის ოცნება მიჯობს,
შენ კი ათენებ უამრავ ღამეს,
მნატრობ და,თანაც არც მნატრობ თითქოს.

არ მინდა ვწერო,ვემდური მუზებს,
უძლური ვარ და ვერ ვიტან ღამეს,
მე უშენობას აქამდე ვუძლებ
და ვერც ცხოვრება მპირდება რამეს.

გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები