ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 იანვარი, 2022


კარატის 101-ე ილეთის (გაქცევის) ოსტატებო

კარატის 101-ე ილეთის (გაქცევის) ოსტატებო, "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი", ხომ?


(ეძღვნება მიშა (მაიკლ) სააკიან-ალასანიას - 2008 წლის ომში დამარცხების ორგანიზატორს)

ვისაც სახელოვანი სიკვდილი უნდოდა, – მოკვდა. დიდება გმირებს.

ვისაც სიკვდილი არ უნდოდა, რუსეთს მივარდა, „ნიღაბი ჩამოგლიჯა“, საათნახევარში გამოიქცა და რუსთაველზე გამარჯვება იზეიმა, თან პარიზში გასაქცევად ბარგს ალაგებდა, ევროპელები ვართო.

ამბობდა, უთანასწორო ბრძოლაში ტერიტორიის მხოლოდ 20 % დავკარგეთ (ჩვენ) და არა 100 %, გმირი ვარო (მე). თითქოს წინასწარ არ იცოდა, რომ ძალები კატასტროფულად არათანასწორი იყო, და თუ იცოდა, მაშინ რაღას „გლეჯდა ნიღაბს“?

საინტერესოა, ახლა, პირდაპირ ახლა, რატომ არ „გლეჯს ნიღაბს“? ანუ, რაღას უკარგავდა საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 20 % ?

ტერიტორიის 20 % კი არა, მთელი 100 % რომ დაეკარგა, მაინც იტყოდა, ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეო (მე).

ჩნდება კითვა: უგუნურებას ღირსება როდის აქეთ ჰქვია?

იმით საყურადღებოდ, ვისაც სიკვდილი უნდა:

– „სიკვდილი გვიან არასდროს არ არის“.

არც ახლა არ არის გვიან.


კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა)
9.01.2022

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები