ნაწარმოებები



ავტორი: გურამმმ
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2022


ჩრდილები სახეზე

დიდიხანია ვამჩნევ უკვე, რომ შენს სახეზე
ამ სახლის ფანჯრის ჩრდილები დადის.
და არ მბეზრდება საათობით შენი ყურება და შენი სახის,
ზედ რომ ატყვია უსაშველოდ მწვალებელი ფიქრების კვალი.
მე დაგინახე... გუშინ, გუშინწინ და იმის წინაც სარკეში ჩანდი.
ჩუმად იჯექი, შემზარავი, საცოდავი, ყოველთვის ყალბი...
კვლავ ის კითხვა მტანჯავს, ჩემო ანარეკლო.
არაფერი გითქვამს, ბოლო ჯერზეც უპასუხოდ დავრჩი.
როგორ ჩაიხვიე გულში ძაფის გორგლად
ასე გამფატვრელი, სულის დამშანთველი,
ბნელ ფუღუროსავით დამზაფვრელად
შავი, უნაპირო, შხამიანი დარდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები