ნაწარმოებები



ავტორი: დევი
ჟანრი: იუმორისტული
9 იანვარი, 2022


ლიბრომენური

ქოქავს მინჯია გალას ტანკს,
ზაალ ბეჭებით აწვება...
ტაბიძე  წამოაყენა,
მყისვე სიცილით გაწვება.

შოთას იწერენ სიაში,
ჰომეროსამდე გათხარეს,
თავად ვერ შეედრებიან,
ქალებს თვალები დათხარეს.

ქალმა ვერ მიაღწიაო,
მათ სიდიდეს და გენიას,
ბებო გიცხონდათ, ის ნიჭი,
თუ ფიქრობთ მხოლოდ თქვენია.

გალაღდენ, გული იჯერეს,
ერთურთს მოგება ახარეს,
სანგარი აღარ დასჭირდათ,
ღამე საწოლი გათხარეს.

ანეკდოტს მომაგონებენ,
კაცი რომ მივა უბანში,
-აბა,  ვინ გამეჯიბრება?
თუ გავაგორო დუშაში?
- მე - თქვა თუ არა, თამამად,
ფეხი წამოდგა მედოქემ.
- მოდი შენ ჩემთან - ამანაც,
ხმამაღლა უხმო  მეტოქეს.
ხელი მოხვია მუცელზე,
მხრებამდე ვერა წვდებოდა,
- აბა, ჩვენთან ვინ გაბედავს,
მუშტი-კრივს?
- იბრიქებოდა.

ქალს ნეტა როდის ეცალა,
თავის თავს ახლა აშენებს,
კაცი კი, აშენებულიც,
ისევ მუშტებით აშინებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები