ნაწარმოებები



ავტორი: მზიანე
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2022


სევდაზე მეტი

შემოგენაცრა წლები,
როგორც მუგუზალს გარსი,
და შეუმჩნევლად დნები,
ვით მზეზე ლოლო ბასრი...

ჩაგიხუტებ და წავალ,
რამდენს ვინანებ იცი?!,
როცა მზე უკვე ჩავა,
გულში ჩამრჩება ხიწვი,

მოუშუშებელ ბზარად,
მექნება ბოლო დღემდე,
მაფორიაქებს,მზარავს,
უნდა ზეცამდე მდევდეს...

მთვარე ჩამოშლის კალთას,
ვარდისფერს შეხრავს ბინდი,
სულზე მოვიჭერ ბალთას,
მოჩვენებითად მშვიდი
..................................
ასე როდის დამიბერდი დედი,
როდის მერე აღარა ვარ ბავშვი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები