ნაწარმოებები



ავტორი: ჯამბული
ჟანრი: თარგმანი
10 იანვარი, 2022


ციფრული ეპიტაფია

ფარვიზ იაჰიალი

(ნოველა)



                                                ციფრული ეპიტაფია

ტაქსი გზის ნაპირებზე ჩამწკრივებულ ხეებს უკან იტოვებდა და წინ მიჰქროდა, ამ მგზავრობას თითქოს ბოლო არ უჩანდა.  ეჩვენებოდა, რომ მისასვლელ ადგილს ვერ მიაღწევდა. გზა  სულ უფრო და უფრო უსასრულო ხდებოდა. უცნაური ნაცნობობა ჰქონდათ. ახლა მის მეხსიერების ერთ კუნჭულში მხოლოდ მისი გრძნობებისა და აზრების გაზიარებაღა რჩებოდა. იგი მოულოდნელად მოვიდა და ეგრევე გაუჩინარდა.  ფიქრობდა, რომ ფიქრთა ოკეანეში ნანახი, ალბათ, რაღაც სიზმარი, ზმანება იქნებოდა. უცნაური ადამიანი იყო; ბავშვივით  უმანკო, სუფთა, მგრძნობიარე, ადამიანი როგორც არარსებული სივრციდან ჩამოსული. შესაძლოა წელიწადის მეხუთე დროს, კვირის მერვე დღეს მოევლინა ქვეყანას. შესაძლოა ის არც ოდესმე ყოფილა…

არა, ის არსებობდა. უმცირესი წვრილმანიც კი არ გამორჩენია მის ყურადღებას. შეუძლებელი იყო თითოეული სიტყვის მიღმა მისი გულის ძგერა არ გეგრძნოთ. არა მხოლოდ უბრალო სიტყვა, ერთი ბგერაც, ერთი ძახილიც მასზე საოცრად მოქმედებდა, ახარებდა, კმაყოფილებას ანიჭებდა. წამიერი უყურადღებობის გამო კი გულში ქვამოხვედრილივით ებუტებოდა დუნიას.

ერთხელაც გაუცნობიერებლად დილადრიანად მისთვის მესიჯი მიუწერია. მყისიერი პასუხის შემდეგ უხერხულობაში ჩავარდნილს, გაუგია, რომ შეტყობინება ხმოვანი ყოფილა. ამის გამო უნერვიულია, რომ დილაუთენია შეაწუხა თურმე. დროის მოკლე მონაკვეთში ასეთი რამ უკვე მეორედ მოსდიოდა. ამის გამო ბევრიც უსაყვედურია საკუთარი თავისთვის. მას კი მიუწერია, რომ ფრიად სასიამოვნო იყო ყოველივე. მის ცხოვრებაში ის დილა ყველაზე გამორჩეულად და საუკეთესოდ იქცა. რა თქმა უნდა, ასეთი მგრძნობიარე, კეთილი და სათუთი გულის პატრონი სხვანაირად ვერც იტყოდა. არასოდეს სურდა, რომ ვინმე ჩვეულებრივი გაუგებრობის გამო დაეყვედრა. დაჟინებულ ბოდიშსაც კი უპასუხა. ჩემი ცხოვრების 19035 დილიდან მხოლოდ ორ დილას გავიღვიძე ასეთმა ბედნიერმაო. მილიონობით წლის განმავლობაში მზისგან შობილი უნათლესი შარავანდედი სწორედ ამ საათების წილს ერგოო, ჯიუტობდა. კეთილშობილი, სათუთი გულის პატრონი ამ უხერხულობასაც ასეთი მაღალი სულიერ-ზნეობრივი სისავსით უპასუხებდაო, ფიქრობდა თავისთვის.

წინათ მის გაუჩინარებას ყურადღებას არ აქცევდა. მაგრამ რაც მეტი დღეები გადიოდა, თავს დანაღვლიანებულად გრძნობდა. მისი უთვალავი შეტყობინება თუ სატელეფონო ზარიც უპასუხოდ რჩებოდა. როგორც იქნა გაიგო, რომ მის გაუჩინარებას უკანასკნელი, უსაზარლესი მიზეზი ჰქონია. ის ადამიანი, რომელიც გაუგებარი, თუმცა კეთილი გრძნობით უჩუყებდა გულს, ზოგჯერ გაოცებას, სინანულს, თანალმობას განაცდევინებდა, მართლაც უკანასკნელად უმოგზაურია. თანაც ისე უმოგზაურია, რომელსაც დაბრუნება აღარ უწერია. არა, ჩვენს შორის შემაკავშირებელი არაფერი ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობა, უბრალოდ მეგობრული. აქ ჩემი ჩამოსვლაც, მისი პოვნაც და მონახულებაც ჩვეულებრივი ადამიანური მოვალეობა გახლდათ. ეს იყო და ეს!

როგორც იქნა ტაქსი სასაფლაოს კართან გაჩერდა. ყვავილების თაიგული უნებურად გულზე მიიკრა. მიუახლოვდა დაცვის თანამშრომელს და რაღაც ჰკითხა. მოწითალო-ჟოლოსფერი ყვავილების გროვაში საფლავის ქვა თითქოს წითელ ტალღებში ჩაიძირა, როგორც შუქურა უკაცრიელ კუნძულზე, რომელმაც დიდი ხანია მოქმედება შეწყვიტა. მიუახლოვდა და ყვავილები საფლავის ქვას გამოაცალკევა. სურათი არ ჰქონდა. შეიძლება ცდებოდა, იქნებ სულაც ის არ იყოო, გაუელვა გონებაში. უეცრად... ანაზდად ქვემოთ დაწერილი ნომრები შენიშნა. 19035….2 ზედა მარჯვენა კუთხეში მზის გამოსახულება იყო.

საკუთარმა ხმამ დააფრთხო. რაც კი თავი ასხოვდა ძილში ასე არასდროს ეყვირა. თვალები მოისრისა. იმისათვის, რათა ერწმუნა ცხადი იყო თუ სიზმარი. საკმაო ხანს ლოგინში დუნედ იწვა. უნდოდა გაეხსენებინა დღის, ან ღამის რა დრო იყო, მაგრამ ამაოდ.


Pərviz Yəhyalı

Rəqəmli Epitafiya

(novella)

Taksi yolun kənarlarına sıralanmış ağacları arxada qoyaraq şütüdükcə bitib tükənmirdi bu səfər. Ona elə gəldi getdiyi mənzilə çata bilməyəcək. Yol elə hey acı bağırsaq tək uzanırdı. Qəribə tanışlıqları olmuşdu. İndi yaddaşının bir küncündə yalnız duyğularla, düşüncələrlə bölüşdükləri qalmışdı. O, qəfildən gəldi. Və qəfildən gəldiyi kimi də yoxa çıxdı. Fikir ümmanında bəlkə də gördükləri bir yuxu, bir xəyal olmasını düşünürdü. Qəribə insan idi. Uşaq təki saf, duyğusal, hardasa mövcud olmayan məkandan gəlmiş bir adam kimi. Bəlkə də o, ilin beşinci fəslində, həftənin səkkizinci günü gəlmişdi dünyaya. Olsun ki, o, heç yox imiş…

    Yox var idi axı. Ən xırda məqamlar belə diqqətindən yayınmırdı. Dediyi hər sözün arxasında ürəyinin səsini duymamaq qeyri-mümkün idi. Nəyinki bir sözdən, bir hərfdən, bir nidadan belə təsirlənir, sevinir, məmnun olurdu. Ani diqqətsizlikdən ürəyinə daş dəyirmiş təki dünyadan küsürdü.

Bir dəfə bilmədən səhər tezdən ona ismarıc yazmışdı. Anındaca cavab alanda pərt olmuş, mesajının səs siqnallı olduğunu bilib, səhərin gözü açılmamış narahat etdiyinə utanmışdı. Qısa zaman kəsiyində belə bir halı ikinci dəfə təkrar etmişdi. O qədər özünü danlamışdı. O, isə xoş olduğunu, həyatnın ən gözəl sabahlarını yaşadığını yazmışdı. Əlbəttə, bu qədər həssas, incə qəlb sahibi elə deyəcəkdi də. Heç vaxt istəməzədi kiminsə adi anlaşılmamazlığını üzə vursun. Təkidlə üzr istəməsi, bağışla deməsinə belə cavab vermişdi. Həyatımın 19035 sabahının cəmi ikisini yuxudan belə xoşbəxt oyanmışam. Milyon illərin günəşinin doğan şəfəqlərinin ən hərarətlisi məhz bu saatların payında olduğunu israr edirdi. Zatən alicənab, incə qəlb sahibi, bu narahatçılığı da belə yüksək mənəvi-əxlaqi zənginliklə cavablandırır — deyə düşünmüşdü.

Əvvəllər onun yoxa çıxmasına əhəmiyyət vermirdi. Ancaq günlər keçdikcə hiss elədi ki, darıxır. Yazdığı saysız-hesabsız ismarclar, hətta telefon zəngləri cavabsız qalırdı. Nəhayət öyrənə bilmişdi ki, yoxa çıxmasının ən sonuncu, ən müdhiş səbəbi varmış. Onun qəlbini anlaşılmaz, amma munis hisslərlə kövrəldən, hətta bəzi məqamlarda təəccüb, təəssüf, riqqət məqamları yaşadan birisi, gerçəkdən sonuncu səfərə çıxıbmış. Qayıdışı olmayan səfərə. Yox heçnə, heç bir bağ yoxuydu aramızda. Sadəcə normal insani münasibət, sadəcə dost idi. Bura gəlişim də onu tapıb, zirayət etməyim də adi insani borcdan doğur. Vəssalam.

Nəhayət, taksi qəbrsanlıq qapısında dayandı. Əlindəki gülləri qeyri-ixtiyari özünə sıxdı. Yaxınlaşıb gözətçidən nə isə soruşdu. Al-qırmızı güllərin qalaqlarında başdaşı çoxdan funksiyasını yerinə yetirməyən kimsəsiz adadakı mayaq kimi qırmızı dalğalara qərq olurdu elə bil. Yaxınlaşıb gülləri başdaşından araladı. Şəkil yox idi. Bəlkə düz gəlməmişəm, bəlkə bu o deyil  fikirləşdi. Birdən ….. birdən aşağıda rəqəmləri gördü. 19035…..2  İkinin yuxarı sağ küncündə günəş şəkili təsvir olunmuşdu.

  Öz səsinə özü qorxdu. Ağılı söz kəsəndən yuxuda belə qışqırmamışdı. Gözlərini ovuşdurdu.. Yuxu gördüyünü yəqin etmək üçün yerinin içində xeyli süst qaldı. Günün, gecənin hansı saatının olduğunu xatırlamaq istədi. Alınmadı.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები